fbpx

iPhone X ვერ იყიდება


გააზიარე სტატია

iPhone X ვერ იყიდება. რა ზომებს იღებს Apple-ი?

ძვირადღირებული iPhone X-ის გაყიდვების დინამიკა იმ ნიშნულზე გაცილებით მცირეა, ვიდრე ამას კომპანია პროგნოზირებდა. არსებული პრობლემის გამო, კომპანიამ შეამცირა უახლოეს თვეებში ბაზარზე ამ პროდუქტის მიწოდება.

Apple-ს სურდა, 2018 წლის პირველ სამ თვეში, ჩინეთში დამზადებული 40 მილიონი iPhone X-ის რეალიზება, თუმცა საშობაო პერიოდში გაყიდვების რაოდენობამ კომპანიას ეს ციფრი შეამცირებინა.

Nikkei Asian Review, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროპაში, აშშ-სა და ჩინეთში არადამაკმაყოფილებელი საშობაო გაყიდვების გამო, კომპანია 40-ის ნაცვლად, დაახლოებით 20 მილიონი ერთეულის რეალიზებას შეეცდება.

Apple ინარჩუნებს დადებით ტენდენციას სხვა პროდუქტების გაყიდვაში, თუმცა iPhone X-თან დაკავშირებული მოვლენები შესაძლოა კომპანიას მილიარდობით დოლარი დაუჯდეს.

iPhone X-ის შესაძლებლობები თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების განსახიერებაა, მათ შორის, edge to edge დისპლეი და “სახით“ იდენტიფიკაციის ფუნქციები. ამის მიუხედავად, რეზონანსი საზოგადოებაში მაღალმა ფასმა (999 დოლარი) გამოიწვია.

Nikkei-ს სტატიამდე ერთი დღით ადრე, ცნობილმა ანალიტიკოსმა, მინგ-ჩი კუომ, განაცხადა, რომ Apple-ი, არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემდეგ რეაბილიტაციის მიზნით 2018 წელს iPhone-ის ახალ ვერსიას გამოუშვებს. მას ბოლო მოდელის მსგავსი დიზაინი, თუმცა OLED-ის ნაცვლად LCD დისპლეი, ექნება.

iPhone X კომპანიის პირველი სმარტფონია OLED დისპლეით. როგორც ანგარიშებიდან ჩანს, მათი დიდი რაოდენობით დამზადება, სირთულეებთანაა დაკავშირებული.

მინგ-ჩი კუომ ივარაუდა, რომ Apple შეაჩერებს iPhone X-ის დამზადებას ზაფხულში. შემოდგომაზე კომპანია ახალ მოდელებს წარადგენს. ეს არ იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა – კომპანიამ გამოშვებიდან ერთ წელში შეწყვიტა iPhone 5 -ის გაყიდვა. ასეთ დროს, კომპანია იწყებს ძველი მოდელების დაბალ ფასად რეალიზებას.

Apple-ს ჯერ არ გაუმხელია განახლებული დიზაინის iPhone X-ის გაყიდვების შედეგები. სექტემბერში დაანონსებული მოდელი მაღაზიებში მხოლოდ 2017 წლის ნოემბერში გამოჩნდა. კომპანიამ მალე ბოლო სამი თვის შედეგები უნდა გამოაქვეყნოს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი iPhone X გაიყიდა კომპანიის სხვა პროდუქციასთან შედარებით.

წყარო: news.vice.com


რეკომენდებული სტატიები
ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის
“მომავლის გზა” (Way of the Future) კალიფორნიაში დარეგისტრირებული, ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური კონფესიაა და ის თავიდან ბოლომდე ერთ პრაგმატულ მიზანს ემსახურება: მოამზადოს კაცობრიობა იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწის მართვა ხელოვნური ინტელექტის, ანუ "კომპიუტერის" ხელში გადავა.
როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით
გთავაზობთ თვითდასაქმების რამდენიმე გზას, რისთვისაც მხოლოდ ინტერნეტი და საკუთარი უნარების განვითარება დაგჭირდებათ
საქართველოს ადგილი მსოფლიოში საინვესტიციო რეიტინგების მიხედვით

საქართველოს ადგილი მსოფლიოში საინვესტიციო რეიტინგების მიხედვით

საქართველოს ადგილი მსოფლიოში საინვესტიციო რეიტინგების მიხედვით
2017 წლის 18 სექტემბერს კი, ჩვენი რეიტინგი Moody’s რეიტინგებში Ba3-დან Ba2-მდე, ერთი საფეხურით ასწიეს. სად ვიმყოფებით ამჟამად და როგორია ჩვენი “სამეზობლო“?
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.