fbpx

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში


გააზიარე სტატია

ბლოგების პოპულარობის ხანა როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ინტერნეტში წლების წინ თითქოს დასრულდა და მათი უმეტესობა სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და მობილურ აპლიკაციებში აქტივობებმა ჩაანაცვლა. პოპულარული ბლოგერების ნაწილმა სხვადასხვა გამოცემებისა და კომპანიებისთვის დაიწყეს მუშაობა, სხვებმა სხვა გასართობები იპოვეს და ასე დაემსგავსა ათასობით პირადი ბლოგი მიტოვებულ სახლს, რომელსაც იშვიათად თუ ჩაუვლის ვინმე გვერდით.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა ქსელებმა ერთი მხრივ, უფრო ინტერაქტიული და მოხერხებული პლატფორმა შესთავაზეს ბლოგერებს მათთვის მნიშვნელოვან თემებზე სალაპარაკოდ და ამით ბლოგების გავლენა და საჭიროება შეარყიეს, მეორე მხრივ, ავტორებს ბლოგების პოპულარიზაციის კარგი ინსტრუმენტებიც შეუქმნეს და მათთვის, ვინც კვლავ აგრძელებს ბლოგების წერას, ბევრად მარტივი გახდა სამიზნე აუდიტორიამდე კონტენტის მიტანა.

წლების განმავლობაში სხვადასხვა ინტერნეტფორუმებსა და გაერთიანებებში ისმოდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, მოკვდებოდა თუ არა ბლოგინგი, და მათ განიხილავდნენ, როგორც მიტოვებულ ბლოგებს. ახლად შექმნილი საიტებიც კი ასეთად მიიჩნევდნენ.

პარალელურად ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები უფრო და უფრო მეტად აფასებენ კონტენტის მარკეტინგს, ეძებენ გავლენიან პირებს ინტერნეტში, ცდილობენ მათ გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის და მუდმივად იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ავთენტური, საინტერესო და ვებზე მორგებული კონტენტის წარმოება.

საქართველოში თითქმის ყველა პირადი ბლოგი, რომლებიც წლების წინ პოპულარობით სარგებლობდნენ, მიტოვებულია. რთულია ასევე გავიხსენოთ წარმატებული კორპორაციულო ბლოგების მაგალითებიც. მათი უმეტესობა ფრაგმენტულ და მოსაწყენ კონტენტს სთავაზობდა ინტერენტმომხმარებელს და რთული გამოსაცნობი იყო მიზანი, რომელსაც ემსახურებოდა ამა თუ იმ კომპანიის ბლოგი.

შედარებით წარმატებულად ბლოგერების რესურსი ინტერნეტში ბაზირებულმა მედიასაშუალებებმა გამოიყენეს, თუმცა მათი ბლოგპოსტებიც უფრო საავტორო სვეტებს ჰგავს თავისი ფორმითა და შინაარსით, რომელსაც ავტორის სახელი და გვარი უფრო ყიდის, ვიდრე ბლოგების მიმართ ინტერესი.

ტენდენცია აჩვენებს, რომ დღეს, ერთი მხრივ, არსებობს მზარდი ინტერესი თემატური ბლოგების მიმართ და მეორე მხრივ, ბლოგები, რომლებიც ბოლო პერიოდში იქმნება, უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული და გამართულია.

მსჯელობის საილუსტრაციოდ გთავაზობთ რამდენიმე თემატურ ცოცხალ ბლოგს ქართული ინტერნეტსაიტებიდან:

კულინარია:

www. bakewithsophie.com

ბლოგის ავტორი სოფო შეფ-კონდიტერია. კულინარიით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, პროფესიად აქცია და ყველაფერი, რასაც ბლოგზე გვთავაზობს, მის პირად გამოცდილებას ეფუძნება.

 

www.foodopia.ge

ეს არის ადგილი, სადაც ავტორები საკვებზე მოძიებულ საინტერესო ინფორმაციას თავიანთი ინტერპრეტაციით გიზიარებენ და სადაც ყველაფერი საკვების ან სასმელის ირგვლივ ტრიალებს.

 

www.letscook.ge

ამ კულინარიული ბლოგის ავტორი მედეა ბლოგერად ფილმმა “ჯული და ჯულიამ” აქცია და ვინაიდან მისი მომავალი პროფესია სამედიცინო სფეროსთან არის დაკავშირებული, ბლოგზე რეცეპტების გარდა ნახავთ პოსტებს ჯანმრთელი ცხოვრებისა და კვების შესახებაც.

 

იმ შემთხვევაში, თუ სტატიის კითხვისას ბლოგის შექმნა ან მიტოვებულთან მიბრუნება გადაწყვიტეთ, კარგად დაფიქრდით მის თემატიკაზე, სამიზნე აუდიტორიაზე და მომხმარებლის გულის მოგების გზებზე, ვინაიდან ყველა ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ბლოგს, მიუხედავად იმისა, რომ საგულდაგულოდ ავარჩიეთ, ამ სამიდან მხოლოდ მკვეთრად განსაზღვრული თემატიკა გამოარჩევთ, სხვა უამრავი ბლოგისგან. ბევრი მომხმარებლების მოზიდვა მათ ავტორებს წინ აქვთ.


რეკომენდებული სტატიები
ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines

ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines

ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines
Le Grand Café Capucines-ში შეგიძლიათ ნამდვილი ფრანგული საღამო მოიწყოთ, პარიზულ ატმოსფეროში. ჟაკ გარსიას მიერ შექმნილი ინტერიერი პარიზული არტ ნუვოს სტილშია გადაწყვეტილი - წითელი ხავერდის სკამებით, მოხატული კედლებითა და ფერადი შუშის ჭერით.
პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ
თუმცა, ბოლო წლებში, თბილისში რამდენიმე ვეგეტარიანული კაფე გაიხსნა. 2016 წლიდან კი ფუნქციონირებს “ნამუ”, სადაც სამზარეულო არათუ ვეგეტარიანული, არამედ ვეგანურია, თანაც უმად მომზადებული (raw Vegan).
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.