fbpx

მაჯის საათების მოყვარულების ონლაინ ბიბლია


გააზიარე სტატია

Hodinkee-ს რედაქტორმა ჯო ტომპსონმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მაჯის საათის განვითარებისა და ინდუსტრიის შესახებ ყოვლისმომცველი და სიღრმისეული ნაშრომი გამოაქვეყნა.

ოთხ ნაწილად დაყოფილი ნაშრომი (ტექნიკურად ხუთად, რადგან ერთ-ერთი ნაწილი ორი სრულფასოვანი ისტორიისგან შედგება) მოიცავს:

  • კვარცული საათის გამოჩენის ისტორიას
  • მოდის ინდუსტრიაში მაჯის საათის ბრენდების ფურორს
  • მექანიკური საათის „მეორე სუნთქვასა“
  • Smart საათის შექმნის ამბავს.

რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ჯოზე საფუძვლიანად ერკვევა მაჯის საათის ინდუსტრიაში.

Bloomberg-მა თავი მოუყარა მთლიან ნაშრომს, რომელიც გაგაცნობთ მაჯის საათის ისტორიის განვითარებას (ინგლისურ ენაზე). ილუსტრირებული ნაშრომი 15 000 სიტყვისგან შედგება და მასზე დროის დახარჯვა ნამდვილად ღირს.

მოიმზადეთ ყავა (ან რაიმე უფრო მაგარი სასმელი) და ისიამოვნეთ.

პირველი ნაწილი: კვარცული რევოლუცია

ეს ისტორია 1960 წლის დეკემბერში დაიწყო. მსოფლიომ ჯერ არ იცოდა, რომ მალე კვარცული მაჯის საათის გამო, დროის კონტროლს ყველა განსხვავებულად შეძლებდა. რევოლუციის სათავეში იაპონური კომპანიები იდგნენ, თუმცა შვეიცარიელებმა მომენტალურად გააცნობიერეს, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად სიახლის ატაცება აუცილებელი იყო. ამ რევოლუციის მნიშვნელობა პრაქტიკულად შეუფასებელია და მისი გავლენა დანარჩენ სამ რევოლუციაზე დაკვირვებისას აშკარად იგრძნობა.

მეორე ნაწილი: მოდური საათის რევოლუცია

როდესაც ისტორიის ეს თავი დაიწყო, კვარცულმა საათებმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლეს ბაზარზე მექანიკური საათები. ამ პერიოდში წამყვანმა საერთაშორისო ბრენდებმა გაიაზრეს, რომ ხელმისაწვდომმა კვარცულმა მაჯის საათმა დროა მოდის ინდუსტრიაშიც დაიმკვიდროს თავი. სწორედ ამ ნიშის ათვისებისას გაჩნდა ბევრი ახალი ბრენდი. ზოგიერთი მათგანი დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას.

მესამე ნაწილი: მექანიკური საათის რევოლუცია

იმის მიუხედავად, რომ 30 წლის წინ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ მექანიკური საათი მე-20 საუკუნის ბოლომდე მიაღწევდა, მისი დღევანდელი პოპულარობა ბუნებრივად მიგვაჩნია. საბედნიეროდ, ჭკვიანმა და გამბედავმა ხალხმა ააღორძინა მექანიკური საათი განსხვავებული და მეტად დახვეწილი ფორმით.

მეოთხე ნაწილი:ჭკვიანი საათის რევოლუცია

ბოლო თავში ჯო წარმოგვიდგენს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თანამედროვე, მრავალფუნქციური, ციფრული საათის ევოლუციას. დიკ ტრეისის მაჯის „ხელსაწყოდან“ Apple-ის საათამდე გზა არ ყოფილა მარტივი.
სასიამოვნო ფაქტია, რომ ამბავი ჯერ არ დასრულებულა და ბოლო თავი წინ გველის.

წყარო: Bloomberg.com


რეკომენდებული სტატიები
10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს.
ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში
2008 წელს “მოიგონეს” ბიტკოინი. 2010-ში ერთი ბიტკოინი 6 ცენტი ღირდა. 2017 წლის იანვარში, ანუ ერთი წლის წინ, ბიტკოინის საყიდლად უკვე 1000 დოლარის გადახდა მოგიწევდათ. დღეს 1 ბიტკოინი = 8000$ (ამ სტატიას 20 ნოემბერს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მისი გამოქვეყნების მომენტისთვის ისევ მწარედ ვინანებ, რომ თუნდაც ამ ფასად არ ვიყიდე…)
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.