fbpx

როგორ ვებრძოლოთ სტრესს ხელოვნების დახმარებით


გააზიარე სტატია


სტრესთან ბრძოლისა და მისი მავნე ზეგავლენის შესამცირებლად ჩვენს ცხოვრებაზე ეფექტურად გამოიყენება როგორც ფიზიკური აქტივობები, ასევე ე.წ. შემოქმედებითი ანტისტრესული თერაპია, რომლებიც ადამიანებს ეხმარება სოციალიზაციაში ან აკვიატებული ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებაში.

შემოქმედებითი თერაპიის არჩევისას, მისი მაქსიმალურად ეფექტურობისთვის, საჭიროა დავფიქრდეთ იმაზე, რა გვაინტერესებს და გვანიჭებს სიამოვნებას და იმის მიხედვით ავარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი აქტივობა.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ სტრესთან ბრძოლის და თერაპიის მიზნით არჩეული სახელოვნებო აქტივობები არ არის აუცილებელი მაღალი ხელოვნების სტანდარტებთან იყოს მიახლოებული და ამ დროს პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ თერაპიის მიზნით არჩეული ესა თუ ის ხელოვნების მიმართულება თქვენს გატაცებად გადაიქცეს დროთა განმავლობაში.

ხატვა


მოსინჯეთ სხვადასხვა მასალა ხატვისთვის – ფანქრები, პასტელები, წყლის და ზეთის საღებავები, აურიეთ ფერები ერთმანეთში, ცვალეთ მასშტაბები – ეცადეთ, ხატოთ როგორც მინიატურები, ასევე უფრო დიდი მოცულობის ტილოებზე, კედლებზე, ფურცლებზე. ფერებთან კონტაქტი და კონცენტრაცია, რომელსაც ხატვა მოითხოვს, თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.

გასაფერადებლები ზრდასრულებისთვის

დღეს უამრავ მაღაზიაში შეხვდებით გასაფერადებელ წიგნებს უფროსებისთვის, რომლებიც ანტისტრესული ეფექტით ხასიათდება. იქმნება გასაფერადებლების მობილური აპლიკაციებიც, რომლებსაც მილიონობით ადამიანი მოიხმარს. ხატვისგან განსხვავებით გაფერადება უფრო მარტივია და ნაკლებ შემოქმედებით უნარს მოითხოვს, შესაბამისად, თვითშეფასებაზე უარყოფითად არ მოქმედებს, ფერებისა და ფორმების მართვა კი ადამიანს ნეგატიური განწყობებისგან ათავისუფლებს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გასაფერადებლების ფორმა არის ე.წ. მანდალა, რომელიც სათავეს ინდური და ბუდისტური კულტურებიდან იღებს. მანდალას აქვს ცენტრი, საიდანაც იშლება სხვადასხვა პერსპექტივა.

პირველი დიდი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც მისით დაინტერესდა, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ გუსტავ იუნგი გახლდათ. კარლ იუნგი დიდხანს სწავლობდა მანდალას ფენომენს, თავადაც იგონებდა მათ და ხატავდა.

იუნგმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ცხოვრების რთულ პერიოდებში ადამიანები მიდრეკილნი ვართ სრულიად გაუცნობიერებლად ვხატოთ, ან დაგვესიზმროს მანდალის, ლაბირინთების მსგავსი რამეები და მიხვდა, რომ მანდალა ჩვენი ფსიქიკის პროექცია იყო და მისი ხატვის და გაფერადების პროცესიც საკუთარ თავში გარკვევის სიმბოლური გამოხატულებაა.

ძერწვა, კერამიკაზე მუშაობა

სხვადასხვა ფაქტურაზე ხელით შრომა და მათგან კონკრეტული ფორმების მიღება ადამიანში დადებით ემოციებს აღძრავს, აღიზიანებს მის შემოქმედებით აზროვნებას და ანიჭებს თვითკმაყოფილების შეგრძნებას.

მუსიკა

თუ მუსიკალური ადამიანი ხართ, შეგიძლიათ თავად სცადოთ სიმღერა, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა ან სულაც მობილურ აპლიკაციებში კომპოზიციების შექმნა და ამით მიიღოთ სიამოვნება. თუ საკუთარ მუსიკალურ უნარებს ნაკლებად ენდობით, შეგიძლიათ მსმენელის როლში მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება მუსიკისგან: გამოყავით დღეები, როცა დაუთმობთ ახალი, თქვენთვის უცნობი შემსრულებლების აღმოჩენას და მათ შესწავლას, დააჯგუფეთ საყვარელი არტისტები სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, ცვალეთ მუსიკა განწყობების მიხედვით, შეადგინეთ თქვენი საკუთარი ფლეილისტები მაგალითად, youtube-ზე ან გამოიყენეთ ისეთი ონლაინ რესურსები (https://8tracks.com/, http://last.fm/ და სხვ.), რომელიც საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა თემის, განწყობისა და ჟანრის მიხედვით დაწყობილი მუსიკალური “ნაკრებები” აირჩიოთ.

ფოტოგრაფია


თანამედროვე სმარტფონებმა ფოტოგრაფია ისეთი ხელმისაწვდომი გახადა, რომ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლია მოსინჯოს ძალები ამ სფეროში. საინტერესო კადრებისა და სიტუაციების ძებნა და მათი კარგ ფოტოებად ქცევა დამატებითი მოტივაციაა სეირნობისთვის, გარემოზე დაკვირვებისთვის და საკუთარი საფიქრალიდან სხვა ადამიანებზე ყურადღების გადასატანად, რაც საბოლოო ჯამში სტრესულ განწყობებს ამცირებს.


რეკომენდებული სტატიები
როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით
გთავაზობთ თვითდასაქმების რამდენიმე გზას, რისთვისაც მხოლოდ ინტერნეტი და საკუთარი უნარების განვითარება დაგჭირდებათ
სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები

სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები

სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები
სპეციალისტები სტრესის ორ სახეს გამოყოფენ: ქრონიკულს და ყოველდღიურს. ქრონიკული სტრესის შემთხვევაში ადამიანს მუდმივად აწუხებს დაძაბულობის განცდა, რაც დროთა განმავლობაში საფრთხეს უქმნის იმუნურ სისტემას და ასუსტებს ორგანიზმის უნარს, გაუწიოს წინააღმდეგობა შფოთვებს და შესაძლოა გამოიწვიოს გულის დაავადებები, ინსომნია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და სხვა გართულებები.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.