fbpx

ილონ მასკის დედა


გააზიარე სტატია

ონლაინ გამოცემა Women in the World-მა ილონ მასკის დედის – მეი მასკის ფოტოები და ინტერვიუ გამოაქვეყნა.

მეი მასკი 67 წლისაა და თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ მიმზიდველად გამოიყურება. მისი სამოდელო კარიერა 15 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მეი მასკის ფოტოები დაბეჭდილია ისეთი გამოცემების გარეკანებზე, როგორებიცაა: ELLE Quebec, Zoomer, TIME Health, და New York.

დიდი ხნის წინ მეი მასკი სამხრეთ აფრიკიდან საცხოვრებლად კანადაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადმოვიდა, სადაც მაგისტრანტის ორი ხარისხი მოიპოვა – დიეტოლოგიასა და საკვები პროდუქტების მეცნიერებაში.

ამის შემდეგ ის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა პროფილის პოზიციებზე – როგორც ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი, დიეტოლოგი, კვების კონსულტანტი და, რა თქმა უნდა – როგორც მოდელი.

მეი მასკის თქმით, მას გაუმართლა, რომ სამი ასეთი შვილი ჰყავს: “ისინი ყოველთვის კარგად იქცეოდნენ, თუმცა მე თვითონ არასდროს ვაძლევდი უზნეოდ მოქცევის უფლებას. მათ ვერც ჩემი ცხოვრების არევ-დარევის უფლებას მივცემდი. იგივეს ვაკეთებ ჩემს შვილიშვილებთანაც.”

თუმცა, მეი თავის შვილებს ჭკუის სწავლებით ტვინს არასდროს უხვრეტდა. ამის ნაცვლად ის მათ საკუთარი მაგალითით ასწავლიდა: “ჩემი შვილები თავდადებულად მშრომელ ადამიანად მიცნობენ. იციან, რომ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად და რომ უნდა გაუფრთხილდნენ გარშემომყოფებს”

“ილონს რაც შეეხება, ის, რა თქმა უნდა, სცილდება ყველაფერს, რაც კი შეიძლება მშობელმა დედამ ინატროს. ილონი უბრალოდ განსხვავებულია. და ჩვენ მისით ძალიან ვამაყობთ”.

მეის სიტყვებით, ილონი კლასში ყველაზე პატარა იყო და მას ხშირად ავიწროებდნენ, ისევე როგორც მეის – ბავშვობაში. “ილონის თანატოლებს არ ესმოდათ მისი, რადგან ის ხშირად ასაკისთვის შეუფერებელ თემებზე ლაპარაკობდა.”

“არ მიყვარს, როცა მას მილიარდერ (Billionair) ილონ მასკად მოიხსენიებენ. მასზე უნდა თქვან ბრწყინვალე (Brilliant) ილონ მასკი. ის არ ყიდულობს იახტებს და კუნძულებს, ის ინვესტიციას მომავალში აბანდებს”.

მეის სჯერა, რომ მისი შვილი მარსზე მოგზაურობას “ხანმოკლესა და კომფორტულს” გახდის, და მარსის ქალაქები გაივსება კარგი, მშრომელი ადამიანებით.

მეის სილამაზის საიდუმლო, მისივე თქმით, სწორი კვება და კარგი თმის ვარცხნილობაა.

“ასაკში შესვლას მე ბედნიერებად აღვიქვამ, რადგან ვალდებულებების ნაცვლად საშუალება გაქვს აკეთო ის, რაც მოგესურვება. სწავლობ “არას” თქმას. ამწუთას ჩემს ცუგას ველაპარაკები, რაც ძალიან დამამშვიდებელია.”

მე აღვნიშნავ ჩემს დაბადების დღეს. არ მაინტერესებს, ვინმემ იცის თუ არა ჩემი ასაკი. მე აუზში საცურაო კოსტიუმით ვცურავ. გამოვიყურები თუ არა ხანდაზმულად? რა თქმა უნდა – კი, მე ხომ მართლა ხანდაზმული ვარ. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დროა.”


რეკომენდებული სტატიები
საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე

საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე

საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე
ელონ მასკის Falcon Heavy-ს კოსმოსში გაშვებამ ბევრ ადამიანს მისცა ინსპირაცია სახუმარო კომენტარებისთვის ფოტო და ვიდეო ფორმატში დასამზადებლად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.