fbpx

მომავლის პროფესიები


გააზიარე სტატია

მომავლის პროფესიების გაჩენას და არსებული საქმიანობების ადაპტირებას ერთის მხრივ ტექნოლოგიური პროგრესი განაპირობებს, მეორეს მხრივ კი ადამიანების ცხოვრების წესის ცვლილება და ამ ცვლილებებთან ადაპტირების საჭიროებები.

პროფესიები, რომლებსაც ამ ნაწილში შემოგთავაზებთ, სწორედ ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამ და გარემოს ცვლილებებმა გამოიწვიეს; “მომავლის პროფესიების” პირველი ნაწილის ნახვა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.

დრონის პილოტი – სხვადასხვა სპეციფიკის დრონების გამოჩენამ მათი გამოყენების მოთხოვნა გაზარდა და ცხადია, გაჩნდა ისეთი სპეციალისტების საჭიროება, რომლებსაც მაქსიმალურად ეფექტიანად შეუძლიათ დრონით საინტერესო მასალის მოპოვება, საფრენი ტრაექტორიის სწორად განსაზღვრა და მისი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება.

განახლებადი ენერგიების სპეციალისტები – სწრაფად პროგრესირებად გლობალურ დათბობასთან ერთად, საჭირო ხდება ენერგიის განახლებადი წყაროების ძიება, შესაბამისად, იქმნება პოზიციები, რომლებიც გულისხმობს ქარის ელექტროსადგურების დიზაინის შემუშავებას და ფუნქციურობას, ასევე მზისა და ტალღის ენერგიაზე მომუშავე დანადგარების წარმოებას.

კვების ინჟინერი – დედამიწის მოსახლეობის მუდმივი ზრდა შიმშილის პრობლემის მოგვარებას მოითხოვს. მისი გადაწყვეტისთვის უკვე დღესაც არაა საკმარისი არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი.
კვებითი ინჟინერიის ამოცანა იქნება დიდი რაოდენობით ცილების და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების წარმოება მინიმალურ მიწის ფართობზე და ასევე მინიმალური ენერგოდანახარჯებით.

კვებითი ინჟინერიის პროფესია მოითხოვს ცოდნას სხვადასხვა დარგებიდან – ეს პროფესია არსებობს დღესაც, თუმცა მომავალში ის შეიცვლება – ბიოლოგიის, ქიმიის, გენეტიკის და მასალათმცოდნეობის გამოყენებით.

ამ დარგის სპეციალისტებს მოუწევთ ახალი პროდუქტების შექმნა მცენარეებიდან და ნარჩენებიდანაც კი. ასეთი ექსპერიმენტები უკვე მთელ მსოფლიოში ტარდება.

ინჟინერ-რობოტექნიკოსი – Cisco-ს ექსპერტების მონაცემებით, ამჟამად განვითარებული ქვეყნების ქალაქებში ოჯახური რობოტების რაოდენობა ორმაგდება.

2020 წლის შემდეგ ოჯახური, სამრეწველო და სამედიცინო რობოტების არსებობა აუცილებელი გახდება. ამასთან, სავარაუდოა სამრეწველო წარმოების დაახლოებით 90%-ის ავტომატიზება.

რობოტები შეცვლიან ადამიანებს ყველაზე საშიშ საქმიანობაში – მაგალითად, მაღაროებში და წყალქვეშა სამუშაოებში.
ჭკვიანი გარემოს დამპროექტებლები – მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქები სწრაფად „ჭკვიანდებიან“. მაგალითად, ნიუ-იორკის ქუჩის უსაფრთხოების სისტემა ავტომატურად ცნობს სროლის ხმას და ადგენს ადგილს, სადაც ისვრიან.

ასევე მოქმედებს სისტემა, რომელიც აანალიზებს შენობებში ხანძრის გაჩენის საფრთხეს. ბარსელონაში ნაგვის „ჭკვიანი“ კონტეინერები ატყობინებენ კომუნალურ სამსახურებს მათი ავსების შესახებ.

ეს პროფესია აერთიანებს რამდენიმე ვიწრო სპეციალობას და მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებში მონაცემების დამუშავებას და ინტერნეტის კარგად ცოდნას. ის ასევე მოითხოვს მაღალ კომპეტენტურობას ისეთ დარგებში, როგორიცაა მასალათმცოდნეობა, ქიმია, ნანოტექნოლოგიები.

ასევე, ჭკვიანი გარემოს დამპროექტებელი უნდა აზროვნებდეს ისე, როგორც არქიტექტორი, ამიტომაც ის კარგად უნდა ერკვეოდეს სოციოლოგიასა და ურბანისტიკაში.

ონლაინ პედაგოგები – სხვადასხვა კურსები და ტრენინგები ინტერნეტით აგროვებს ათასობით მსმენელს მთელ მსოფლიოში. უახლოესი 20 წლის განმავლობაში, ცოდნის დიდ ნაწილს ადამიანები მიიღებენ ინტერნეტიდან – დამოუკიდებლად, ან ონლაინ-პედაგოგების მეშვეობით.

ჩვეულებრივი ვიდეოკავშირის გარდა ამ პროცესში გამოიყენება ინტერაქტიური ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლების „ცოცხალ“ პროცესს. ასევე, აქტიურად გამოიყენება სწავლების სათამაშო ფორმები, განსაკუთრებით, უმცროს და საშუალო ასაკში.

ვირტუალური რეალობა გახდება სწავლების განუყოფელი ნაწილი – მოსწავლეებს შეეძლებათ აბსტრაქტული მცნებების ვიზუალიზაცია, თუნდაც ისტორიული ეპოქების რეკონსტრუქცია.


რეკომენდებული სტატიები
მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები
გთავაზობთ პოსტების ციკლს მომავლის იმ პროფესიებზე, რომლებზეც სხვადასხვა კვლევების თანახმად მომდევნო წლებში მოთხოვნა გაიზრდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.