fbpx

ფეისბუკით უკვე 3D პოსტების გამოქვეყნებაც შეგიძლიათ


გააზიარე სტატია

ფეისბუკის განცხადებით, მისი მომხმარებლების პოსტებს 3D (სამგანზომილებიანი) ფორმატის – gITF 2.0-ის მხარდაჭერა ექნებათ.

ეს ფორმატი არა მხოლოდ ტექსტურისა და განათების უფრო რეალისტურ გამოსახულებას იძლევა, არამედ 3D ფორმატის მხარდაჭერის მქონე მობილური ტელეფონებით შექმნილი ასეთი ფაილების ფართოდ გაზიარების საშუალებასაც.

ფეისბუკის მომხმარებელი შეძლებს 3D იმიჯები Oculus Medium-იდან და საბოლოოდ Google Poly-დანაც დაპოსტოს. როგორც ცნობილია, 3D და ვირტუალური რეალობის გაფართოებები ფეისბუკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

Sony Xperia XZ1-ით გადაღებული 3D ფოტო (შეგიძლიათ ამოძრავოთ):


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.