ჰარვი ვაინშტაინის შესახებ ბროდვეისთვის პიესა დაიწერება
გააზიარე სტატია

Chicago Tribune-თან ინტერვიუს დროს პულიცერიის პრემიის მფლობელმა სცენარისტმა დევიდ მამეტმა თქვა, რომ ახალ პიესაზე მუშაობს, რომლის მთავარი თემაც ქალთა მიმართ ძალადობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სექსუალური შევიწროება იქნება.

“ჩემმა აგენტმა მკითხა, თუ რატომ არ ვწერდი პიესას ჰარვი ვაინშტაინის შესახებ, მეც გადავწყვიტე ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სკანდალი ბროდვეის სცენაზე დავდგა”, – ამბობს დევიდ მამეტი.
როგორც ცნობილია, მთავარი როლზე დევიდს სურს ასევე პულიცერის პრემიის მფლობელი სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი ტრეისი ლეტსი დაამტკიცოს.
წყარო: Billboard


