Beauty and the Box selected by თეონა თავართქილაძე
მსოფლიო სილამაზის ინდუსტრია უკვე რამდენიმე წელია Beauty Subscription Box სერვისმა მოიცვა და დაიწყო Box ეპოქა – ყუთების მოგზაურობა მსოფლიო მასშტაბით.
და აი საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდა პირველი Beauty Subscription Box…
Beauty and the Box – ასე ჰქვია ყოველთვიურ ამანათს. სილამაზის პროდუქტების გზავნილს პირადად თქვენთვის დიზაინერი თეონა თავართქილაძე აკომპლექტებს და წარმოგიდგენთ ცნობილი ბრენდების თავის მოვლის საუკეთესო საშუალებებს – ყოველთვე განსხვავებულ და განსაკუთრებულ ნაკრებს.
თვის ყუთი შედგება 5-7 სხვადასხვა მოცულობის კოსმეტიკური – თმის, კანის თუ სახის მოვლის საშუალებებისგან და თან მოჰყვება საინფორმაციო ჟურნალი.
დღეიდან შეგიძლიათ Beauty and the Box-ის გამომწერი გახდეთ და დაელოდოთ ყოველთვე თქვენი სილამაზის პროდუქტების გზავნილს by Teona Tavartkiladze.
პრინციპი მარტივია: იმისთვის, რომ ყოველთვე მიიღოთ სილამაზის ამანათი, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე beautybox.ge და გამოიწეროთ beauty and the box. შეგიძლიათ აირჩიოთ გამოწერის ტიპიც – beauty box – თვეში 30 ლარად, წელიწადში – 300 ლარად ან გაუგზავნოთ ყოველთვიური სილამაზის ამანათი საჩუქრად თქვენს ადრესატს.
Beauty Box სერვისი დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს.