fbpx

უცხოური პრესა თინათინ ყაჯრიშვილის ახალ ფილმ „ჰორიზონტს“ ეხმაურება


გააზიარე სტატია

წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალმა 68-ედ უმასპინძლა კინოს მოყვარულებს. კინოფესტივალის საკონკურსო და სპეციალურ პროგრამაში 40-ზე მეტი ფილმი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ახალი ქართული ფილმიც, რომლის პრემიერაც სექცია “პანორამაში” გაიმართა.

“ჰორიზონტი” – ასე ჰქვია თინათინ ყაჯრიშვილის ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი ყოფილი ცოლ-ქმრის, ანას და გიორგის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაშორების რთულ ეტაპს გადიან.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფილმის დასრულების შემდეგ საერთაშორისო პრესაში ყაჯრიშვილის ახალ კინოსურათზე რეცენზიები დაიწერა.

მათ შორის იყო კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Variety.

ჟურნალისტი ალისა საიმონი სტატიის წერას ჰოლივუდში გახმაურებული სექსუალური შევიწროების თემით იწყებს და ამბობს, რომ ქართველი ქალი რეჟისორები საკუთარ ნამუშევრებში საქართველოში გამეფებული პატრიარქალური ქცევის შესახებ მინიშნებებს აკეთებენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ქალები კამპანია #metoo-ს არ შეუერთდნენ, ბოლოდროინდელი ქართული კინოსურათები, მაგალითად, როგორიც არის ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და ანა ურუშაძის “საშიში დედა”, იძლევა ინფორმაციას ადგილობრივი მამაკაცების პატრიარქალური ქცევის შესახებ. ხოლო თინათინ ყაჯრიშვილი, სულ სხვა ნარატივს გვთავაზობს – ნატურალისტური და მელანქოლიური დრამა გვიჩვენებს უარყოფილი ქმრის ტანჯვას”

ფილმის შესახებ საკუთარ რეცენზიას გვთავაზობს Cineuropa.

“თინათინ ყაჯრიშვილის პირველი მხატვრული ფილმი “პატარძლები” ახალი ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ქართველი ქალი რეჟისორი ახლა მეორე ფილმით ბრუნდება ბერლინალეს პანორამაზე და გვიჩვენებს, თუ რამდენად შორს შეიძლება გადახვეწოს ადამიანი აუტანელმა ტკივილმა როგორც ფსიქიკურად, ისე ემოციურად და ფსიქოლოგიურად,” – წერს სტატიის ავტორი.

გარდა ამისა, კინოკრიტიკოსი საკუთარ აღფრთოვანებას გამოხატავს მსახიობების მისამართითაც:

“გიორგი ბოჭორიშვილი გასაოცრად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ბრწყინვალედ გვიჩვენებს ემოციურად აშლილი ადამიანის მდგომარეობას, რაც შეეხება ია სუხიტაშვილს, ის თავისი დახვეწილი თამაშის მანერით დიდ ბრწყინვალებას მატებს ფილმს”, – წერს კინოკრიტიკოსი.

View of the Arts-ის ჟურნალისტის აზრით, წლევანდელი ბერლინალეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი სწორედ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი” იყო:

“თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმი შესაძლოა ყოფილიყო ჩვეულებრივი, მორიგი დრამა ცოლ-ქმრის დაშორებაზე, თუმცა ყაჯრიშვილმა თავის ფანტასტიკურ გუნდთან ერთად მოახერხა იმ სიღრმეების გადმოცემა, რომელიც ამბავს სულ სხვა პერსპექტივიდან დაგვანახებს”, – წერს ავტორი.

“ჰორიზონტი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ის საქართველო-შვედეთის კოპროდუქციაა. ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 2018 წელს შედგება.

ციტატა:
„ბერლინალეზე“ წარდგენილი ფილმის სიუჟეტი ყოფილი ცოლ-ქმრის, ანას და გიორგის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაშორების რთულ ეტაპს გადიან.

წყარო: Viewofthearts


რეკომენდებული სტატიები
5 ქართველი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში

5 ქართველი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში

5 ქართველი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში
გაგაცნობთ ქართველ სპეციალისტებს, რომლებიც, ცოდნითა და პროფესიონალიზმით წამყვანი კომპანიების მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და შესაბამისად, ამ კომპანიებშივე ახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას
არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან
ხელოვანის წიგნი (Artists' books) შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტის მიერ შექმნილი ნებისმიერი შინაარსის წიგნის ფორმის მქონე ნამუშევარი.
საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად
გთავაზობთ თბილისის უკეთ გასაცნობად შექმნილ სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე ტურის მარშრუტს, რომელთა გავლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამოუკიდებელ გიდებთან ერთად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.