fbpx

სერიალ Stranger Things მე-3 სეზონისთვის ემზადება


გააზიარე სტატია

ნეთფლიქსმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი, Stranger Things, კიდევ ერთი სეზონით განაახლა და მესამე სეზონისთვის მზადებასაც შეუდგა.

შოუს შემქმნელ ძმებ დაფერებს სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებიათ, თუმცა ამერიკული მედია წერს, რომ ნეთფლიქსზე მესამე სეზონის პრემიერა 2019 წლამდე არ შედგება.

საბედნიეროდ, პროდიუსერებმა გადაწყვიტეს მოლოდინი შეგვიმსუბუქონ და რამდენიმე საინტერესო დეტალი გაახმაურეს:

  • შოუს პროდიუსერმა შონ ლევიმ თქვა, რომ დიდი ალბათობით მესამე სეზონში, მეორეს მსგავსად, 9 ეპიზოდი იქნება.
  • ცვლილებები შეეხება სერიალში მონაწილე პერსონაჟებსაც, მაგალითად, ამჯერად ცნობილი სიუჟეტის ეპიცენტრში არა უილ ბაიერსი, არამედ სხვა გმირები იქნებიან.

“გვსურს ამჯერად აქცენტი ყველა პერსონაჟზე გადავანაწილოთ, შესაძლოა, ახლა მეტი ყურადღება დავუთმოთ დასტინს, ჰუპერს, რა თქმა უნდა, ვაინონა რაიდერის გმირს და სხვა ახალ პერსონაჟებს”, – ამბობს ლევი.

ახალი პერსონაჟების ხსენების შემდეგ კი ნეტფლიქსმა კასტინგიც გამოაცხადა, სადაც შოუსთვის სამი ახალი გმირის ძებნა დაიწყეს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ:

  • მესამე სეზონში ვიხილავთ ანგარებიან და კარიერისტ პოლიტიკოსს, ლარი კლინს, ახალი ამბების სკანდალურ რეპორტიორს, ბრიუსსა და ჯოისის 70 წელს გადაცილებულ მეზობელს, მისის პატრისია ბრაუნს.
  • სერიალში აუცილებლად ვიხილავთ მილი ბობი ბრაუნის პერსონაჟ ილევენსაც, რომელიც შესაძლოა წინა სეზონში უფრო მცირე დოზით ჩანდა, მაგრამ ის Stranger Things-ის სავიზიტო ბარათი ნამდვილად არის.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.