ტარანტინოს ახალ ფილმს „ერთხელ ჰოლივუდში“ ჰქვია


გააზიარე სტატია

 

რეჟისორი კვენტინ ტარანტინო Sony-ისთან ერთად თავის მეცხრე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებებს ზაფხულში დაიწყებს. ფილმს “ერთხელ ჰოლივუდში” ერქმევა.

ფილმთან დაკავშირებით ბევრი დეტალი ჯერ კიდევ არ არის გახმაურებული, თუმცა ვიცით, რომ სიუჟეტი  იქნება და მოქმედება 1969 წელს განვითარდება. ეს სწორედ ის წელია, როდესაც “მენსონის ოჯახის” ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ. მენსონის დავალებით სასტიკად მოკლეს სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი.

შერონ ტეიტი, 1969

“სცენარზე ხუთი წელზე მეტია, რაც ვმუშაობ. გარდა ამისა, ლოს-ანჯელესში მაქვს გატარებული თითქმის მთელი ცხოვრება, როდესაც “მენსონის ოჯახმა” შერონ ტეიტი მოკლა, მაშინ შვიდი წლის ვიყავი. მიხარია, რომ ლოს-ანჯელესის და ჰოლივუდის ამ გახმაურებულ ამბავზე მოვყვები”, – ამბობს რეჟისორი.

რაც შეეხებათ მსახიობებს, მას შემდეგ, რაც ტარანტინომ ფილმი დაანონსა, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ მთავარ, შერონ ტეიტის როლზე ჯენიფერ ლოურენსი და მარგო რობი განიხილებოდნენ.

ჯერ არავინ იცის, ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობებიდან რომელიმეს ვიხილავთ თუ არა ტარანტინოს ახალ ფილმში, მაგრამ უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ “ერთხელ ჰოლივუდში” ნამდვილად ვარსკვლავური შემადგენლობით გამოვა. ამისთვის კი იმის ცოდნაც საკმარისია, რომ ტარანტინომ როლზე ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი დაამტკიცა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ტარანტინომ უკვე დაიწყო პოლონელი მსახიობის ძებნა, რომელიც ფილმში რეჟისორ რომან პოლანსკის როლს შეასრულებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ტარანტინომ როლი უკვე შესთავაზა ალ პაჩინოს.

“ერთხელ ჰოლივუდში” ეკრანებზე 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა. ზუსტად 50 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც მენსონის ოჯახმა სასტიკად აწამა და მოკლა შერონ ტეიტი.  

 

წყარო: Rollingstone


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.