fbpx

ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული 5 DApp-ი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


გააზიარე სტატია


კრიპტო-ვალუტების უკან მდგარი ტექნოლოგია – ბლოკჩეინი არის ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვის, საიმედოდ დაცვის, დეცენტრალიზაციის და აბსოლუტური სანდოობის ტექნოლოგია, რომელზეც, კრიპტო-ვალუტების გარდა, სხვა უმარავი რამის დაშენება შეიძლება.

წარმოგიდგენთ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ხუთ DApp-ს (დეცენტრალიზებულ აპლიკაციას), რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის და რომლებზეც დეველოპერები და ენტერპრენუარები უკვე აქტიურად მუშაობენ.

ამ ჩამონათვალში მოხვედრილი აპლიკაციები დეველოპმენტის ფაზაშია და მათი გამოყენება, სავარაუდოდ, 2018 წლის მეორე ნახევარში შეგვეძლება.

TENX

დღეს, მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილია, სადაც კრიპტოვალუტით რაიმეს შეძენა შეგიძლიათ. იმისთვის, რომ თქვენი უბნის მაღაზიაში ბიტკოინით ან ეთრით პურის ყიდვა შეგეძლოთ, ამისთვის საჭიროა მთავრობებმა ეს კრიპტოვალუტები საგადამხდელო საშუალებად აღიარონ და მულტისავალუტო რეჟიმი დაუშვან – რასაც, ბიუროკრატია მთელი ძალით შეეწინააღმდეგება.TENX არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან და ის ორი რამისგან შედგება – პლასტიკური ბარათისგან და კრიპტო-საფულისგან. გადმოწერთ TENX-ის საფულე-აპლიკაციას ტელეფონში, ჩაყრით იქ თქვენს კრიპტო-ფულს და TENX-ის პლასტიკური ბარათით შეგეძლებათ მსოფლიოს ნებისმიერ მაღაზიაში შეიძინოთ რაც გსურთ – ეს სპეციალური პლასტიკური ბარათი თქვენს კრიპტო-ვალუტას ავტომატურად გადაცვლის იმ ქვეყნის ფულად, რომელშიც ვაჭრობთ: საქართველოში – ლარად, ბრიტანეთში – სტერლინგად და ა.შ.  ვალუტის გადაცვლის საკომისიო? 0% (პროექტი ბეტა-ტესტირების ფაზაშია)

EtherTweet


დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ-სოციალური ქსელის პირველი მცდელობაა. ეს პროექტი ყველასთვის კარგად ნაცნობი Tweeter-ის ანალოგია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ვერავინ შეგიზღუდავთ საკუთარი აზრის გამოთქმას, ვერავინ გაგიკონტროლებთ რა დატვიტოთ და სრული თავისუფლება სუფევს.ტვიტის წაშლა სისტემიდან მხოლოდ მის ავტორს შეუძლია. კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ ამ სოციალურ ქსელში ე.წ. Following-ის ფუნქცია განზრახ გაუქმებულია, სამაგიეროდ შეგიძლიათ თქვენს მიერ მოწონებული ტვიტის ავტორს ამ ქსელის ვალუტა, Ether გადაურიცხოთ მადლობის ნიშნად.

Basic Attention (BAT)


არის ბლოკჩინზე დაფუძნებული პროექტი, რომლის მიზანიცაა შეცვალოს ინტერნეტ-რეკლამის ფორმები და მეთოდოლოგია.  BAT-ში ცენტრალურ ადგილს ვებ ბრაუზერი Brave-ია. ამ ბრაუზერით ინტერნეტში შესვლისას, თქვენ არცერთი რეკლამა არ ამოგივარდებათ – გარდა იმისა, რომლის ნახვასახ თავად გადაწყვეტთ.ანუ, Brave-ში ქმნით თქვენს პროფილს, შემდეგ კი უთითებთ, რა თემები გაინტერესებთ და რაზე ნახავდით რეკლამას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ისაა, რომ რეკლამის ნახვისთვის თქვენ ფულს გადაგიხდან რეკლამის განმთავსებლები.

Sia


ეს გახლავთ დეცენტრალიზებული ქლაუდ-სერვისი.დღეს თუ თქვენ Google Drive-ს, ან Dropbox-ს ინახავთ თქვენი ფაილების შესანახად, თქვენ ამ ფაილებს კონკრეტულ კომპანიას “ანდობთ” იმ იმედით, რომ ეს კომპანია პატიოსნად მოიქცევა, არ დაკარგავს თქვენს ინფორმაციას და არც სათავისოდ გამოიყენებს. თან, ეს სერვისი დღეს ძალიან ძვირი ჯდება – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით ინფორმაციის შენახვა გინდათ.10 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაციის შენახვა გუგლის ქლაუდზე თვეში 200$-მდე დაგიჯდებათ. Sia კი ამ მოცულობის სივრცეს სულ რაღაც 20$-ად მოგაწვდით.როგორ ახერხებს ამას? იმის ხარჯზე, რომ Sia-ს პლატფორმა ორმხრივია. თქვენ შეგიძლიათ Sia-ს აპლიკაცია ჩამოტვირთოთ თქვენს კომპიუტერში და საკუთარი ვინჩესტერის გამოუყენებელი გიგაბაიტები გააქირავოთ. ხოლო დამქირავებელი იმ 20$-ს პირდაპირ თქვენ გადაგიხდით.თან, ეს ტექნოლოგია დღევანდელ მსგავს სერვისებთან შედარებით ბევრად უსაფრთხოა – როდესაც თქვენ Sia-ს ქლაუდზე ვთქვათ ფოტოს ატვირთავთ, ალგორითმი ამ ფოტოს პიქსელებად დაშლის და მილიონობით სხვადასხვა “გამქირავებლის” კომპიუტერში უმცირეს ნაკუწებად გადაანაწილებს. ამ ნაკუწების უკან, ფოტოდ შეკვრა მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ. შედეგად – თქვენი ინფორმაცია ძალიან დაცულია და მასზე წვდომა თქვენს გარდა არავის აქვს.

Lockchain


როდესაც Booking.com-ზე სასტუმროს ნომერს ან Airbnb-ზე ბინას ქირაობთ, თქვენი გადახდილი თანხის 10% ამ შუამავალ ვებსაიტს მიაქვს. შესაბამისად, თქვენ რეალურად იხდით მეპატრონის მიერ დადებულ ფასზე 10%-ით მეტს. LockChain-ის შემქმნელებმა კი გადაწყვიტეს, რომ ბლოკჩინის დახმარებით ამ ბიზნესში შუამავლების საჭიროება გააქრონ.LockChain არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი პირდაპირ დაუკავშირდება სასტუმროსა თუ ბინის მეპატრონეს და ამაში საკომისიოს, საშუამავლოს გადახდა არ მოუწევს. შედეგად, ონლაინ ბუქინგის ფასები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5-10%-ით შემცირდება.


რეკომენდებული სტატიები
ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში
2008 წელს “მოიგონეს” ბიტკოინი. 2010-ში ერთი ბიტკოინი 6 ცენტი ღირდა. 2017 წლის იანვარში, ანუ ერთი წლის წინ, ბიტკოინის საყიდლად უკვე 1000 დოლარის გადახდა მოგიწევდათ. დღეს 1 ბიტკოინი = 8000$ (ამ სტატიას 20 ნოემბერს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მისი გამოქვეყნების მომენტისთვის ისევ მწარედ ვინანებ, რომ თუნდაც ამ ფასად არ ვიყიდე…)
ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები
ბლოკჩეინს, როგორც ცალკე აღებულ ტექნოლოგიას, უზარმაზარი მომავალი აქვს და მალე მას იმგვარად და ისეთ სფეროებში გამოვიყენებთ, დღეს რომ აზრადაც არ მოგვივა
სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტას კრძალავს

სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტას კრძალავს

სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტას კრძალავს
სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს ქვეყანაში კრიპტოვალუტის ვაჭრობის აკრძალვას, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების განხორციელებას გარკვეული დრო დაჭირდება.
გლდანის Bitfury სავარაუდოდ, 16,7 მილიარდი ლარის ბიტკოინებს ფლობს

გლდანის Bitfury სავარაუდოდ, 16,7 მილიარდი ლარის ბიტკოინებს ფლობს

გლდანის Bitfury სავარაუდოდ, 16,7 მილიარდი ლარის ბიტკოინებს ფლობს
ოფიციალური ინფორმაციით, Bitfury ეკუთვნის ჰოლანდიაში დარეგისტრირებულ ჰოლდინგს “Bitfury Holding BV”, რომელიც, თავის მხრივ, ეკუთვნის ლუქსემბურგში დარეგისტრირებულ კომპანია “Bitfury Sarl”-ს, რომელიც, ასევე თავის მხრივ ეკუთვნის ოფშორში, კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებულ “Bitfury Group LTD”
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.