დილიდან – 7 მარტი, 2018
გათენდა 7 მარტი და AT_ წარმოგიდგენთ ყველანაირ ამბავს, რაც ამა თუ იმ რაკურსით დღევანდელ დღეს უკავშირდება
+ 1992 წლის 7 მარტს დროებითი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მმართველად საქართველოში მოიწვიეს ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე და თქვენ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ამ მოვლენის ამსახველ საარქივო კადრებს თბილისის აეროპორტიდან:
წყარო: https://ka.wikipedia.org/
+ რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ახალ მხატვრულ ფილმზე, “მინდვრის ყვავილები” მუშაობა დაიწყო. როგორც რეჟისორი ამბობს, ეს მისი ყველაზე გულწრფელი ფილმი იქნება, რომელიც მთლიანად მის პირად განცდებსა და გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული.
წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter
+ Netflix-მა დაადასტურა, რომ სერიალი Black Mirror მეხუთე სეზონით კვლავ მათ არხზე დაბრუნდება და ამის დასადასტურებლად ტვიტერზე პირველი, 17 წამიანი ტიზერიც გამოაქვეყნა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com
+ 2018 წლის ოსკარს, შოუების ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. შოუს, რომელიც 3 საათსა და 53 წუთს გრძელდებოდა, საერთო ჯამში 26.5 მილიონმა მაყურებელმა უყურე, რაც წინა წლის რეიტინგთან შედარებით 16%-ით დაბალია.
წყარო: http://deadline.com
+ ბიონსემ ინსტაგრამზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულ ტურნეში ჯეი ზისთან ერთად გაემგზავრენა. ცნობილია ისიც, რომ ამჟამად წყვილი ერთობლივ სიმღერაზე მუშაობს.
წყარო: https://www.thedailybeast.com
+ ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე 6 ქართულ ფილმს აჩვენებენ. როგორც ირანული ფესტივალის საერთაშორისო კომუნიკაციების დირექტორი ამბობს, გადაწყვეტილება ქართული ფილმების ბოლოდროინდელი წარმატების გამო მიიღო. ფაჯრის საერთაშორისო ფესტივალი თეირანში 19-27 აპრილს ჩატარდება.
წყარო: http://fajriff.com
+ 19:00-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და პლატფორმა ქალები საქართველოდან წიგნის “ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი” პრეზენტაციას გამართავს.
მისამართი: საქართველოს მწერალთა სახლი, მაჩაბლის ქ. #13.
წყარო: https://www.facebook.com/events/1961990980684506/
+ The Calvert Journal-მა ქართველ ქალ რეჟისორებს სტატია მიუძღვნა, რომლის ავტორიც, თამარ კოპლატაძე წერს, რომ ქართული კინო ქალმა რეჟისორებმა და მათ მიერ შექმნილმა ძლიერმა ქალმა პერსონაჟებმა შექმნეს.
“პათოსისთვის თავის არიდებით და ხანდახან იუმორის მოშველიებით, ეს საერთაშორისოდ აღიარებული ფილმები ასახავენ სამყაროს, სადაც კაცებისა და მამების ფიგურები ან გარდაცვლილები არიან, ან არ არსებობენ ან პასიურ როლს ითავსებენ მათ ნაცვლად კი ოჯახურ თუ ფინანსურ სადავეებს ქალები იღებენ”, – წერს ავტორი
წყარო: https://www.calvertjournal.com
+ საქართველოს ეროვნული მუზეუმში გრძელდება გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, სადაც რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში შესრულებული გრაფიკული ნამუშევრებია წარმოდგენილი. კვირის დღეებში მუზეუმი შედარებით ცარიელია და თქვენ საშუალება გექნებათ ექსპოზიცია სიმშვიდეში დაათვალიეროთ.
წყარო: https://www.facebook.com/events/208732953010818
+ 7 მარტს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მეორე ტომის პრეზენტაცია ჩატარდება. მეორე ტომში შესულია პუბლიცისტური, ლიტერატურული და საისტორიო თხზულებები.
წყარო: https://www.facebook.com/events/177944919487657