fbpx

ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში


გააზიარე სტატია


რა ვუყოთ ნაგავს?

ნარჩენების გადამუშავება და სეპარაცია საქართველოში ნაკლებადაა დანერგილი და უმრავლესობამ არც კი იცის, რომ CENN USAID-ის პროექტის წყალობით თბილისის სხვადასხვა უბნებში, ნაგვის ჩაბარების 8 პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მინის, ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების ჩაბარება შეიძლება.

ჯერჯერობით სეპარაცია ადამიანის კეთილ ნებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ხარისხზეა დამოკიდებული, თუმცა, 2019 წლიდან, ნარჩენების დახარისხება სავალდებულო იქნება. (2014 წელს დამტკიცდა საქართველოს კანონი – ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან. კოდექსის თანახმად, 2019 წლიდან ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება).

იმედია, ვიდრე ამას კანონი დაგვავალდებულებს, სეპარაციის პუნქტები ქალაქის მასშტაბით კიდევ უფრო მომრავლდება და ამ სასარგებლო საქმეს დახარისხებული ნარჩენების დანიშნულების ადგილამდე მიტანა პრობლემას არ შეუქმნის.

გთავაზობთ თბილისში არსებული ნარჩენების სეპარირების ადგილების მისამართებს:

  • ჰიპერმარკეტი “გუდვილი”, ფარნავაზ მეფის გამზირი
  • სავაჭრო ცენტრი “ისთ ფოინთი”, თვალჭრელიძის 2
  • სასტუმრო “ძველი მეიდანი”, სამღებროს 9/11
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გულუას 6
  • ფაბრიკა, ნინოშვილის 8
  • “ჯი-თი-სი” კარფური, ვეკუას 3
  • თბილისი მოლი, კარფური, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ.
  • 54-ე საჯარო სკოლა, ფალიაშვილის 59

ჩაბარებისას ნარჩენი უნდა იყოს სუფთა. პლასტმასისა და ალუმინის ტარა – მშრალი, ხოლო ქაღალდი არ უნდა იყოს სველი და ცხიმიანი.

იხილეთ ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავახარისხოთ სწორად ნარჩენები:

რატომ უნდა დავახარისხოთ ნარჩენი?

  • სეპარაცია ამცირებს ნაგავსაყრელების რაოდენობასა და მათ უარყოფით გავლენას ეკოლოგიაზე; შესაბამისად – თითოეული ჩვენგანის საცხოვრებელ გარემოზეც.
  • ნარჩენების აუთვისებლობა და გადაუმუშავებლობა ზრდის საარსებო გარემოს დაბინძურებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.
  • ნარჩენების დახარისხებითა და გადამუშავებით იზოგება ბუნებრივი რესურსი და გამომუშავდება ახალი პროდუქცია.
  • იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

რეკომენდებული სტატიები
ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში
იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დედაქალაქში ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ე.წ. კომპანიონი ცხოველების მსურველთა რაოდენობამ, ვერ იპოვით ბევრ ადამიანს, ვისაც ეგზოტიკური, ანდა „უცნაური“ შინაური ბინადარი ჰყავს
შეუპოვარი მხედრობა:  მოპედისტები თბილისში

შეუპოვარი მხედრობა: მოპედისტები თბილისში

შეუპოვარი მხედრობა:  მოპედისტები თბილისში
თბილისის ქუჩებში ბოლო დროს მოტორისტების ახალი ჯგუფი - მოპედიანი ადამიანები გამოჩნდნენ. ისინი იმ უმცირესობაში არიან, ვისთვისაც არც საცობები არსებობს, არც პარკირების პრობლემა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.