fbpx

8 მარტი – დილიდან


გააზიარე სტატია


1. დღეს 8 მარტია, ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული, რომელიც პირველად 1909 წელს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია “ტრაიენგლ შირტუეისტის” საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი, რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი. 1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი, როგორც ქალთა საერთაშორისო დღე.

წყარო: https://en.wikipedia.org

 

2. HBO-ს საკულტო სერიალის, “სექსი დიდ ქალაქში” ვარსკვლავი სინტია ნიქსონი ნიუ-იორკის გუბერნატორის პოზიციაზე საბრძოლველად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ნიქსონი არჩევნებში სავარაუდოდ ლიბერალური ძალების მხრიდან იქნება წარდგენილი. “ის არასტანდარტული კანდიდატია პერსპექტიული შესაძლებლობებით. მას შეუძლია ადამიანების შთაგონება”, – ამბობს ბილ ისტონი, ხარისხიანი განათლების ადვოკატირების ჯგუფის ხელმძღვანელი.


წყარო: https://nypost.com/

 

3. ჟურნალმა Forbes-მა უმდიდრესი ადამიანების განახლებული, 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წინა წლის რეიტინგთან შედარებით წლევანდელში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ზედიზედ ოთხწლიანი ლიდერობის შემდეგ Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა რეიტინგის პირველი ადგილი Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს დაუთმო, რომლის ქონებაც $112 მილიარდს შეადგენს. სიაში შემავალი ბიზნესმენების ჯამური ქონება $9,1 ტრილიონია, რაც 18%-ით აღემატება წინა წლის იგივე მაჩვენებელს.


წყარო: https://www.forbes.com/

 

4. National Geographic-ის ახალმა კვლევამ, რომელიც კატების გენებზე სიღრმისეულ დაკვირვებას მოიცავს, ცხადყო, რომ კატები ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრის შემდეგ თითქმის არ შეცვლილან და მეტიც, მოშინაურებული კატების დნმ-ის ამომწურავმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ათასობით წელი ცხოვრობდნენ ადამიანების გვერდით, სანამ საბოლოოდ “დათანხმდებოდნენ” მოშინაურებაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მცირედად თუ განსხვავდებოდნენ გარეულ პირობებში მცხოვრები კატებისაგან. მთავარი განსხვავება ბეწვზე ზოლებისა თუ წერტილების სპეციფიკური განლაგება იყო.


წყარო: https://news.nationalgeographic.com/

 

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. შეთანხმება მიხეილ ჯანელიძის სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება და ის უახლოეს დღეებში ამოქმედდება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას ხალხთა შორის კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

 

6. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის იუბილეზე GTA-ის შემქმნელები შესაძლოა დაუბრუნდნენ იმ ქალაქს, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. GTA VI-ის მთავარი ქალაქი, სავარაუდოდ, კვლავ Vice City იქნება, ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად კი ქალი დაემატება. მაიამის ქვიშიანი სანაპიროების გარდა, თამაშს დაემატება გასვლითი მისიები სამხრეთ ამერიკაში, რომლის შესრულებაც მთავარ პერსონაჟებს მოუწევთ.


წყარო: http://www.ladbible.com/

 

7. დღეს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15 საათზე ქალთა მოძრაობა იუსტიციის სახლთან გამართავს აქციას, რომელიც ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვას ეძღვნება. ქალთა მოძრაობა ითხოვს, სახელმწიფომ აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. ისინი იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს სთხოვენ გამოსცეს ბრძანება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემის და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე. ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ სახელმწიფოსგან ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სტერილიზაციის მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაა.


წყარო: https://www.facebook.com/events/1622951697797174/

 

8. ქართველი რეჟისორის, რატი ონელის დოკუმენტურმა ფილმმა “მზის ქალაქი” ხორვატიაში ZagrebDox-ის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური აღიარება მოიპოვა. ონელის ფილმი პოსტ-აპოკალიპსური ქალაქი-აჩრდილის, ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და განსაკუთრებით – მანგანუმის მოპოვებით. ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.


წყარო: http://zagrebdox.net/

 

9. ანა ურუშაძის ფილმს, “საშიში დედა”, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აჩვენებენ. ფილმის ამერიკული პრემიერა კინოფესტივალ “SCOPE”-ის სექციაში “ახალი რეჟისორები/ახალი ფილმები” შედგება. კინოფორუმზე ნაჩვენები იქნება რუსი, იაპონელი, კანადელი, ირანელი, ტაივანელი, არგენტინელი, პორტუგალიელი, ბრაზილიელი, გერმანელი, ფრანგი, შვეიცარიელი და სხვა ქვეყნების რეჟისორების ნამუშევრები.


წყარო: https://www.festivalscope.com/


რეკომენდებული სტატიები
დილიდან - 7 მარტი, 2018

დილიდან - 7 მარტი, 2018

დილიდან - 7 მარტი, 2018
შევარდნაძის ჩამოსვლის წლისთავი, Black Mirror-ის ახალი სეზონი, ბიონსე, ჯეიზი და სხვა საინტერესო ამბები დილიდან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.