თბილისის ქარიშხლის ანიმაცია და მონაცემები ამინდის საერთაშორისო საიტებიდან
გააზიარე სტატია

საქართველოში დღეს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
ამინდის საერთაშორისო საიტები ქარის სიჩქარესთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან.
ნორვეგიული რესურსი http://yr.no გვაუწყებს, რომ ქარის სიჩქარე თბილისში პარასკევის საღამოდან შაბათის დილამდე 9-11 მეტრი წამში (32-40 კმ/სთ) იქნება

Meteoblue-ს მონაცემებით, დასავლეთის ქარის სიჩქარე თბილისში პარასკევი საღამოდან შაბათის შუადღემდე 50 კმ/საათის ფარგლებში შენარჩუნდება
პარასკევი – საღამო

შაბათი – დილა

ხოლო Accuweather-ის ინფორმაციით, პარასკევ საღამოს ქარის სიჩქარე 45 კმ/საათამდე იქნება და შაბათს დილამდე 30 კმ/საათამდე დაიკლებს
პარასკევი – საღამო

შაბათი – დილა

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ქარის გადაადგილების ანიმაცია (ყვითელი და ნარინჯისფერი ძლიერ ქარს აღნიშნავს)

