fbpx

ავტობიოგრაფიები „მშრალი ხიდიდან“


გააზიარე სტატია


რამდენი წლის წინ გამოვედი აქ სამუშაოდ, ზუსტად აღარც კი მახსოვს.
ძირითადად ძველი რკინისა და ქაღალდის ფულს ვყიდი. ამ საქმით დიდი ხანია
დაინტერესებული ვარ. 24 წელი ვმუშაობდი მოლარედ და ალბათ პირველად ამ
პერიოდში დამაინტერესა ნუმიზმატიკამ.

თავის დროზე მეც ვაგროვებდი ჩემი კოლექციისთვის მონეტებს, მაგრამ დღეს ძირითადად გაყიდვით ვარ დაკავებული. უამრავი ძველი ნივთი მაქვს. ზოგს თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს, ზოგიც, უბრალოდ, ისტორიის გარეშე მხოლოდ წარსულის გაჩერებულ წამს მოგაგონებთ, მაგალითად, მაქვს ძველი საფოსტო მარკები, რომლებიც საუკუნეზე მეტს ითვლიან, საბჭოთა დროინდელი მედლები, აი, ერთი ოლიმპიური მედალიც მქონია.

ბევრნაირი ადამიანი ინტერესდება აქაურობით და ჩვენი ნივთებით – როგორც ტურისტები, ისევე ადგილობრივები, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვის რისთვის მიაქვს მონეტები, ვფიქრობ, რომ უფრო ხშირად პირადი კოლექციისთვის არჩევენ ან მეგობრისთვის, რადგან
ორიგინალური და საინტერესო საჩუქარია.


3 წლის წინ გამოვედი აქ სამუშაოდ, მას მერე, რაც კარგი ცხოვრება მქონდა, არაფერი
მაკლდა და უცებ ყველაფერი დავკარგე. როცა შეძლებულად ვცხოვრობდი, ამ
ყველაფერთან ასეთი ახლო შეხება არ მქონია. უბრალოდ, კინოპროექტორები
მაინტერესებდა ძალიან და ვყიდულობდი ჩემთვის, პირადი კოლექციისთვის.

ახლა კი მიწევს ყველაფერი გამოვიტანო და აქ გავყიდო. აი, მაგალითად, ეს არის 1967 წელს
გამოშვებული 8-მილიმეტრიანი პროექტორი, საკოლექციოა. ბევრი მაქვს 70-იანებში გამოშვებულიც, თუმცა მყიდველი ძირითადად კიდევ უფრო ძველი წარმოების პროდუქციით
ინტერესდება.


დაახლოებით 20 წელიწადია უკვე აქ და ამ საქმით ვარ დაკავებული.
სიმართლე რომ გითხრათ, აქ დიდად არაფერი იცვლება. ყველაფერი წრეზე ტრიალებს.
აი, მაგალითად, ეს თუშური თუნგი დღეს შეიძლება გავყიდო, ვინმემ წაიღოს,
რამდენიმე წელიწადში კი ისევ მოიტანოს, ოღონდ მისმა შვილმა და ისევ ჩემთან
ჩააბაროს. ამიტომ ნივთს როცა ვყიდი, საბოლოოდ არასდროს ვემშვიდობები ხოლმე.


სამსახურში შემცირებაში მოვყევი 30 წლის წინ და მას შემდეგ აქ ვდგავარ.
ფოტოგრაფიით ვიყავი ადრე გატაცებული და აქედან გამომდინარე ძირითადად ამ პროდუქციით ვვაჭრობ.

საინტერესო ჩემთვის ამაში არაფერია, შეიძლება ზოგი აქ ყოფნით რაღაც სიამოვნებას იღებს ან ჰობივით აქვს, არ ვიცი, ჩემთვის აქ დგომა ჯოჯოხეთია.

დილით მოვდივარ და საღამოს ძალიან დაღლილი მივდივარ. ვოცნებობ, რომ ისევ ვიშოვო სამსახური და აქაურობას თავი დავაღწიო. აქ არაფერი მაკავებს გარდა თვით გადარჩენისა.


ტაილანდიდან ჩამოვედით. რამდენიმე დღეა უკვე, რაც თბილისში ვართ და
გულწრფელად გეტყვით, მართლა ძალიან მოვიხიბლეთ ამ ქალაქით. მშრალ ხიდზე
მოსვლა არავის ურჩევია, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენით, შემთხვევით მოვაგენით
ამ ადგილს და ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ბევრი ძველი და საინტერესო ნივთი იყიდება.

ავტორები: დემეტრე დათიაშვილი, გუგა ჩხიკვიშვილი


რეკომენდებული სტატიები
ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში

ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში

ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში
დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, ნაგვის ჩაბარების 8 პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მინის, ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების ჩაბარება შეიძლება
ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში
იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დედაქალაქში ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ე.წ. კომპანიონი ცხოველების მსურველთა რაოდენობამ, ვერ იპოვით ბევრ ადამიანს, ვისაც ეგზოტიკური, ანდა „უცნაური“ შინაური ბინადარი ჰყავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.