5 სერიალი, რომელიც 2018 წელს გამოდის

დიდი ხანია, რაც სერიალები პოპულარობით კინოს გაუთანაბრდა (თუ არ გადაუსწრო) და საკუთარი ადგილი დაიკავა. ოცდამეერთე საუკუნე უკვე წარმოუდგენელია სატელევიზიო შოუების გარეშე, რომლებიც ყველა გემოვნებისა და მსოფლმხედველობის მაყურებლებისთვისაა მორგებული და რომელთა ახალი სეზონების გამოსვლაც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცევა ხოლმე.
ისევე როგორც გასული წლები, 2018-იც დატვირთული და საინტერესო იქნება ტელევიზიისთვის, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნეტფლიქსმა რამდენიმე მილიარდი დოლარი გაიღო სერიალების გადასაღებად, Facebook-მა კი საკუთარი შოუები შეუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ წინ უამრავი საინტერესო სერიალი გველოდება, At.ge მათგან მხოლოდ 5 მნიშვნელოვან სერიალს გაგაცნობთ, რომლებსაც მაყურებლები და კრიტიკოსები ერთნაირი ინტერესით ელოდებიან.
Homecoming
Homecoming Amazon-ის ახალ პოლიტიკური თრილერია, რომლის სცენარსაც Mr. Robot-ის შემქმნელი სემ ისმაილი წერს და ის Gimlet Media-ს პოდკასტებზეა დაფუძნებული, რომელშიც ჯარისკაცები ყვებიან, თუ როგორ ადაპტირდნენ გარემოსთან ომიდან დაბრუნების შემდეგ. ჯულია რობერტსი პოლიტიკურ თრილერში სამთავრობო აგენტის როლს შეასრულებს, რომელიც ჯარისკაცებს ზედამხედველობას უწევს. სერიალის პირველ სეზონში ათ სერიას გამოუშვებენ. სემ ისმაილის პროექტი იქნება პირველი, რომელსაც Universal-ის ახალ პავილიონებში გადაიღებენ, რომელიც უმაღლესი კლასის ტექნიკური ინვენტარით არის აღჭურვილი. Homecoming პოდკასტების სერია 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა და გამოხმაურება სამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორიდანაც საკმაოდ დიდი იყო. როგორც ცნობილია, უკვე დამტკიცებულია სერიალის ორი სეზონი.
ჯულია რობერტსთან ერთად სერიალში დერმოტ მალრუნი, ბობი კანავალე და სტეფან ჯეიმსი ითამაშებენ.

წყარო: http://variety.com/
Sharp Objects
ოსკარის ნომინანტი მსახიობი ემი ადამსი HBO-ს ახალ სერიალში Sharp Objects მთავარ როლს შეასრულებს. ადამსი რეპორტიორის როლს მოირგებს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა, ახლა კი მშობლიურ ქალაქში ორი თინეიჯერი გოგონას სასტიკი მკვლელობის გასაშუქებლად ჩადის.
კამილა (ემი ადამსი) არასდროს საუბრობდა საკუთარ წარსულზე, მშობლებზე და ძმაზე, თუმცა ქალაქში დაბრუნებისას ძველ სახლში დარჩენა მოუწევს და გადარჩენისთვის საკუთარ წარსულში, აწმყოსა და მომავალში გარკვევა დასჭირდება.
სერიალის სიუჟეტი ჯილიან ფლინის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, რომელსაც ეკუთვნის ისეთი გახმაურებული წიგნი, როგორიცაა Gone Girl. მისი ეკრანიზაცია დეივიდ ფინჩერმა 2014 წელს გადაიღო.

წყარო: http://variety.com
Maniac
ოსკარის მფლობელები სალი ფილდი, ემა სტოუნი, აგრეთვე ჯონა ჰილი და ჯასტინ ტერუ ნეტფლიქსის ახალი სერიალში, Maniac, ერთად თამაშობენ.
ახალი კომედიური დრამის სცენარი პატრიკ სამერველმა დაწერა, სიუჟეტი კი 2014 წლის ნორვეგიულ სერიალზე იქნება დაფუძნებული და ის ფსიქიატრიულის პაციენტებზე მოგვითხრობს, რომლებიც საკუთარ ფანტაზიაში ახალ ცხოვრებას იწყებენ.

წყარი: http://www.digitalspy.com
Patrick Melrose
პატრიკ მელროუზი – ფლეიბოი, არისტოკრატი, ალკოჰოლიკი და ნარკოდამოკიდებულია. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა: ტირანი მამა საშინლად ექცეოდა, დედა კი შვილის ტანჯვას ხედავდა, თუმცა მის დასაცავად არაფერს აკეთებდა. ბავშვობიდან გამოყოლილ ტრავმებს პატრიკი ალკოჰოლითა და შავი იუმორით იამებს.
წყარო: https://www.youtube.com
The Romanoffs
Mad Men-ის შემქმნელის, მეთიუ ვეინერის ახალ დრამაში The Romanoffs, რომელსაც ამაზონი გადაიღებს, მთავარ როლს ლეგენდარული ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი შეასრულებს. ვეინერის ახალ სერიალში მოქმედება თანამედროვე ეპოქაში ხდება, თუმცა ის იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებსაც თავი რომანოვების შთამომავლები ჰგონიათ.


