fbpx

7 მაღალტექნოლოგიური ეკიპირება 2017/18-ის ზამთრის სეზონისთვის


გააზიარე სტატია


მაშინ, როდესაც თქვენს მაცივარს შეუძლია საკვების მარაგი გიკონტროლოთ და ტელეფონზე აგიტვირთოთ, თუ რა პროდუქტი გაქვთ ამ კვირაში საყიდელი და რა რაოდენობით, რა გასაკვირია, რომ hi-tech-მა სამთო-სათხილამურო ეკიპირებაში შეაღწია და ჩვენს ტრადიციულ ნივთებს დამატებითი, საჭირო ფუნქციები შესძინა.

წარმოგიდგენთ 2017-2018-ის ზამთრის სეზონის ტექნოლოგიურად დახვეწილ “სათამაშოებს”

TermalCELL

საფენები – ზამთრის სპორტის თითქმის ყველა სახეობაში მთავარი დატვირთვა ფეხებზე მოდის. TermalCELL-ის ფეხსაცმლის საფენები თქვენს ტერფებს საჭირო სითბოთი 5 საათი უზრუნველყოფს.
ფასი – 119$

ThermoCharge

ეს 2in1 მოწყობილობა ერთდროულად ენერგიის ბანკიცაა (4100 mAh) და, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი ხელების გათბობაზეც იზრუნებს. იგი სწრაფად ცხელდება 45 გრადუსამდე და ცივ ამინდში მარტივად შეუძლია ჰიპოთერმიისგან გიხსნათ.
ფასი ამაზონზე – 30$

Opedix Dual-Tech 2

ფეხების დაცვის კიდევ ერთი საინტერესო საშუალება. Opedix-ის რეიტუზი ერთდროულად ორ ფუნქციას ასრულებს – მაღალტექნოლოგიური ქსოვილის საშუალებით თქვენი სხეულის ტემპერატურას ინარჩუნებს და ამავდროულად, თქვენი კუნთების ანატომიური აგებულების შესაბამისი დიზაინით, გიადვილებთ მოძრაობასა და დატვირთვის გადატანას.
ფასი მომწოდებლის საიტზე – 225$

Mammut Airbag System

თუ გაუკვალავში და ზვავსაშიშ ზონაში გიყვართ სრიალი, ამ მოწყობილობამ შეიძლება თქვენი სიცოცხლეც კი იხსნას. ზურგჩანთაზე დასამაგრებელი ეს აირბაგი ზვავის შემთხვევაში იხსნება და თოვლს თქვენი ჩათრევის საშუალებას არ აძლევს – მასზე ისე იტივტივებთ, როგორც წყალზე გასაბერი ნავით.
ფასი მომწოდებლის საიტზე – 400$

Uvex Snowstrike

სათხილამურო სათვალე, რომლის ლინზაც ღილაკის ერთი დაჭერით იცვლის ფერს. სათვალეში ჩაშენებული სენსორები ასევე აღიქვამენ გარემოს განათების მდგომარეობას და წამის მეათედში ცვლიან ლინზის დაბურულობის დონეს. Not bad…
ფასი Backcountry.com-ზე – 500$

Smith I/OX 

ზამთრის სპორტის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ, რომ სრიალისას ერთ-ერთი მთავარი დისკომფორტი სათვალის შუშის შიგნიდან დაორთქვლაა – მხედველობა თითქმის ნულზე ჩამოდის და გადაადგილება შეუძლებელი ხდება. Smith ამ პრობლემას თავის უახლეს სათვალეში შიდა ვენტილატორის ჩამონტაჟებით ებრძვის. როგორც რევიუები იტყობინება, მეთოდი ჯერ მთლად ეფექტიანი ვერ არის, მაგრამ მიმართულება სწორია და იმედია, უკვე მომავალ წელს ვიხილავთ Smith-ის სრულიად დაუორთქლავ სათვალეს.
ფასი მწარმოებლის საიტზე – 200$

Rossignol Tracker

ეს მოწყობილობა განსაკუთრებით გამოადგებათ იმ მოთხილამურეებს, რომლებსაც საკუთარი პერფორმანსის გაუმჯობესება სურთ. ტრეკერი მარტივად მაგრდება ფეხზე, სინქრონდება თქვენს iOS სმარტფონთან და გაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას თქვენი სრიალის შესახებ – ალტიტუდი, სისწრაფე, მარშრუტი, გადატვირთვა მოსახვევებში, თხილამურის პირიდან პირზე გადასვლის სისწრაფე და ა.შ.
ფასი ამაზონზე – 198$

უსაფრთხო და სასიამოვნო სეზონს გისურვებთ.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.