fbpx

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა – დაშავებულები თბილისში გადმოჰყავთ


გააზიარე სტატია

განახლება 15:17 – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაცია

გუდაურში დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

გუდაურში დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

არსებული ინფორმაციით, მათ თავის ტრავმა და ღია მოტეხილობები აღენიშნებათ.

დაშავებულებიდან ორი უკრაინის, რუსეთის – ოთხი,  შვედეთის – ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა.

დაშავებულებს შორის ერთი ფეხმძიმეა.

საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი გუდაურის ამბულატორიაში იმყოფებიან და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალში გადაყვანას სამინისტრო უზრუნველყოფს, რომელმაც კურორტზე სამი რეანომობილი გაგზავნა.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

განახლება 14:05 – Youtube-ზე გუდაურის საბაგიროს ავარიის ახალი ვიდეოები ვრცელდება

განახლება: გუდაურის საბაგიროს ავარიაზე „იმედი“ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

“სავარაუდოდ, დაშავებულია 10-12 ადამიანი.

ორი მათგანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, უკვე გადამოჰყავთ თბილისში – ამ ინფორმაციას ყაზბეგის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი ავრცელებს. მისივე ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.“


დღეს 12:48 წუთზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გავიდა მობილურით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ გამოვიდა მწყობრიდან გუდაურის ერთ-ერთი საბაგირო.

ტელეკომპანიის ცნობით არიან დაშავებულები.

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/99188


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.