fbpx

19 მარტი – დილიდან 


გააზიარე სტატია

ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტს, ჯონ ბეილის, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბეილის ბრალი სამმა ადამიანმა დასდო, თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. აკადემიის პრეზიდენტის წინააღმდეგ უკვე დაწყებულია გამოძიებაც. ბრალდებებთან დაკავშირებით საჯარო განცხადება ამ დროისთვის არც აკადემიაში და არც ბეილის წარმომადგენლების მხრიდან არ გაკეთებულა. ჯონ ბეილი ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტად 2017 წლის აგვისტოში აირჩიეს, მან ამ პოსტზე შერილ ბუნ აიზეკსი შეცვალა. 
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

მელისა მაკარტი პირველად ითამაშებს დრამატულ როლს

მსახიობი მელისა მაკარტნი თავისი კარიერის განმავლობაში პირველად შეასრულებს დრამატულ როლს. Can You Ever Forgive Me? – ასე ჰქვია მარიელა ჰელერის ახალ კინოსურათს, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ყოფილი მწერლის ისტორიას, რომელიც წიგნებს ვეღარ აქვეყნებს, ამიტომ გადაწყვეტს თავისი ნაწერები ძველი, პოპულარული ადამიანების წერილებად გაასაღოს და ანტიკვარებზე მონადირე ადამიანებს მიჰყიდოს.
წყარო: https://www.youtube.com/

2017 წლის ყველაზე პოპულარული სახელები მსოფლიოში


საიტმა, Popsugar, 2017 წელს ბავშვებისთვის დარქმეული სახელების რეიტინგი გამოაქვეყნა. პოპულარული სახელების რეიტინგი ასეთია:
ბიჭები:
1. აშერი
2. ატიკუსი
3. ჯეკი
გოგოები:
1. ოლივია
2. ამელია
3. შარლოტა

წყარო: https://www.popsugar.com/

Cirque du Soleil-ის აკრობატი წარმოდგენის დროს დაიღუპა


უბედური შემთხვევა ფლორიდის შტატში მოხდა. 38 წლის იან არნომ სიმაღლიდან დაცემის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 
წყარო: https://www.reuters.com/

ნეტფლიქსის ახალი სერიალი თინეიჯერ მეგობრებზე

23 მარტს ნეტფლიქსზე ახალი სერიალის, Alexa & Katie, პრემიერა შედგება. სერიალი ორი თინეიჯერი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაგან ერთ-ერთს კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ. მას შემდეგ, რაც ალექსა გაიგებს, რომ კეიტის კიბო აქვს, გადაწყვეტს სოლიდარობის ნიშნად თმა გადაიპარსოს და თავის საუკეთესო მეგობარს მძიმე წუთების ყველაზე სახალისოდ გატარებაში დაეხმაროს.
წყარო: https://www.youtube.com/

ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო


ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ინიციატივით მიმდინარეობს. ისტორიული ცნობებით, რაც ასევე სამუშაოების პირველივე ეტაპიდან ნათლად ჩანს, ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

ლიკა ქავჟარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა


Iart Gallery-ში მაკა ნაცვლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ლიკა ქავჟარაძის ხსოვნას ეძღვნება და მისი პორტრეტის გარდა, გამოიფინა ლიკას კოსტიუმები, რომლებიც სხვადასხვა კინოფილმისთვის შეიქმნა. დამთვალიერებელს ხელოვანის ფერწერის, პოპ-არტის, გრაფიკისა და ვინტაჟის ნამუშევრების ნახვა შეუძლია.

ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ფაბრიკაში თინა ჩერტოვას ნამუშევრების გამოფენა გაიმართება


ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ფაბრიკაში თინა ჩერტოვას ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ამ თვის აღნიშვნის მიზანია ქალთა ისტორიული მიღწევების და მათი მნიშვნელობის წარმოჩენა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
წყარო: https://www.facebook.com/events/

მუსიკალური ჯგუფი Cigarettes After Sex 2018 წლის ივლისში თბილისში ჩამოვა


ამის შესახებ ჯგუფმა ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდზე ერთ-ერთი ფანის კითხვას უპასუხა. 23 მარტიდან 1 მაისამდე ჯგუფს ამერიკის ფარგლებში აქვს ტურნე. 15 მაისიდან 28 მაისამდე ისინი ვენაში, ბერლინში, ჰამბურგში, ლუქსემბურგში, დუბლინში, ლონდონში, პარიზსა და ციურიხში გამართავენ კონცერტებს. 11-12 ივნისს Cigarettes After Sex სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვს ესტუმრება, ხოლო 14 ივნისს კიევში გამართავს კონცერტს.
წყარო: https://www.instagram.com/


რეკომენდებული სტატიები
16 მარტი - დილიდან

16 მარტი - დილიდან

16 მარტი - დილიდან
დავით გარეჯის კომპლექსი ევროპა ნოსტრას "განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის" ფინალისტებს შორის მოხვდა
ტილდა სუინტონი ოქროს პალმის რტოს მფლობელი რეჟისორის ახალ ფილმში ითამაშებს

ტილდა სუინტონი ოქროს პალმის რტოს მფლობელი რეჟისორის ახალ ფილმში ითამაშებს

ტილდა სუინტონი ოქროს პალმის რტოს მფლობელი რეჟისორის ახალ ფილმში ითამაშებს
კანის კინოფესტივალის გამარჯვებული, ოქროს პალმის რტოს მფლობელი ტაილანდელი რეჟისორი, აპიჩატპონგ ვერასეტაკული ახალ ფილმს, Memoria-ს იღებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.