fbpx

ისტორიაში პირველად, თვითმავალი ავტომანქანის მონაწილეობით ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა


გააზიარე სტატია

 

კომპანია Uber-ის თვითმავალი მანქანა არიზონაში ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაზარალებული ტრამვისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ეს ისტორიაში პირველი ფატალური შემთხვევაა თვითმავალი მანქანის მონაწილეობით.

Uber-ის წარმომადგენლებმა მწუხარება გამოთქვეს მომხდარის გამო და კომპანიამ ამ მომენტისთვის შეაჩერა ყველა ავტონომიური თვითმავალი მანქანის გადაადგილება და ტესტები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ბოლო წლების მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტენსიურად მიმდინარეობს ტესტირება და დახვეწა თვითმავალი ავტომობილებისა, რომლებსაც „ხელოვნური ინტელექტის“ პროგრამული რობოტები მართავენ.

მსგავს საავტომობილო ტესტებში ჩართულები არიან ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა  Google, Uber, Tesla და სხვა მსხვილი კომპანიები.

ამ ინციდენტამდე, უპილოტო, თვითმავალი მანქანები ავტოინდუსტრიის პერსპექტიულ და დიდი იმედების მომცემ სამომავლო პროდუქტად ფასდებოდა.

წყარო: Bloomberg


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.