fbpx

აქტიური საგანმანათლებლო ბლოგები საქართველოში


გააზიარე სტატია

განათლებისა და ბავშვთა აღზრდის თემაზე მსოფლიო ინტერნეტში უამრავი ბლოგია, რომლებსაც მშობლები, მასწავლებლები, ოჯახის ფსიქოლოგები, განათლების სპეციალისტები და ბავშვებთან მომუშავე ადამიანები ქმნიან და საკმაოდ საინტერესო კონტენტსაც გვთავაზობენ, რომელიც ძირითადად ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

ქართულ ინტერნეტში ძალიან ბევრი ბლოგი მოიძებნება, რომლებიც, როგორც ჩანს, სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებს კონკრეტული დავალების ფარგლებში აქვთ შექმნილი და მათ კონტენტს ძირითადად საგაკვეთილო პროცესის მოსაწყენი აღწერები შეადგენს.

ამ ტიპის ბლოგები წლების წინ არის შექმნილი და დღეს ალბათ ავტორებსაც აღარ ახსოვთ მათი არსებობა, არათუ მკითხველებს.

ჩვენ დავინტერესდით, არსებობს თუ არა სასარგებლო და ცოცხალი ბლოგები განათლების საკითხების შესახებ და სამი ასეთი ვიპოვეთ კიდეც:

http://www.ganatlebisreforma.com/ ამ ბლოგზე რეგულარულად იწერება განათლების რეფორმის შესახებ. აქ წაიკითხავთ იმის თაობაზე, თუ რა არგუმენტები დგას სხვადასხვა გადაწყვეტილების უკან და მისი მიზანია, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში განათლების პოლიტიკის გააზრებას. ბლოგში რეგულარულად იწერება განათლების რეფორმის შესახებ.
ბლოგს ამჟამად ჰყავს ორი ავტორი: სიკო ჯანაშია და მუად’დიბი.
მუად’დიბი ფსევდონიმია ერთი საინტერესო ადამიანის, რომელიც განათლების სფეროს გულშემატკივარია. სიმონ ჯანაშია კი განათლების სპეციალისტია.

 

https://ganatlebageo.wordpress.com/ – საინტერესო და სახალისო თემები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. ავტორმა ეს ბლოგი მას შემდეგ შექმნა, რაც თვითონ, როგორც დედას, დაუგროვდა კითხვები და მათზე პასუხების მოძიება დაიწყო. ბლოგის ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პირად გამოცდილებას თან ერთვის ავტორის მიერ ამა თუ იმ თემაზე დამუშავებული სპეციალისტების მოსაზრებები, კვლევები და მათთან დამაკავშირებელი ბმულები.

 

http://edulab.ge/ – EDULAB არის საგანმანათლებლო ვებგვერდი, რომლის მიზანია დაეხმაროს მათ, ვინც დაინტერესებულია პროფესიული განვითარებით, ვისაც სურს დროულად მიიღოს ინფორმაცია საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ.

Edulab-ის საძიებო სისტემა დაგეხმარებათ მარტივად მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ცენტრების შესახებაც. გვერდზე არსებული კატეგორიები კი, სადაც ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება, დაგეხმარებათ უკეთესად დაგეგმოთ თქვენი მომავალი .


რეკომენდებული სტატიები
10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს.
საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა

საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა

საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ტესტებში, მონაწილე 70 ქვეყნიდან საქართველო მე-60 ადგილზე გავიდა. გაგვასწრეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მონტენეგრო, კოსტა-რიკა, კოლუმბია, ტაილანდი და ტრინიდადი და ტობაგო.
სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში
გთავაზობთ დედაქალაქის მასშტაბით ბავშვთა სპორტული დარბაზებისა და კლუბების არასრულ ჩამონათვალს და მათი მომსახურების ღირებულებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.