მეორადი სათამაშოების მაღაზიები თბილისში
ბავშვისთვის სათამაშოების არჩევისას ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: უპირველესად – უსაფრთხოება. ასევე, შეესაბამება თუ არა პროდუქცია ბავშვის ასაკსა და ინტერესებს და რამდენად დაეხმარება მას უნარების განვითარებაში
ხარისხიანი სათამაშოს არჩევა საქართველოში არც ისე მარტივია: 2016-2017 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების დიდი ნაწილი მავნე ნივთიერებებს შეიცავს და მათი გამოყენება აკრძალულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
მავნე ნივთიერება, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ სათამაშოებში დასაშვებზე მეტი ნორმით აღმოჩნდა, პლასტმასის დამარბილებლად გამოიყენება, ადვილად აღწევს ბავშვის ორგანიზმში, ილექება და, შესაძლოა, გამოიწვიოს თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება, ასევე შეაფერხოს რეპროდუქციული განვითარება.
იმ ქსელურ მაღაზიებში კი, სადაც უსაფრთხო სათამაშოები იყიდება, ფასებიც როგორც წესი, უფრო მაღალია. არსებულ რეალობაში ბევრი მშობლისთვის კარგი გამოსავალი აღმოჩნდა მეორადი, ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან ჩამოტანილი სათამაშოების მაღაზიები, რომელთა ნაწილი ინტერნეტშიც საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი და მომხმარებელს სასურველ ხარისხიან პროდუქციას მისაღებ ფასად (და რიგ შემთხვევებში ადგილზე მიტანის სერვისსაც) სთავაზობს.
სათამაშოების ამგვარ მაღაზიებში ყიდვას კიდევ ერთი ხიბლი ახლავს: – აქ დიდია შანსი იმისა, რომ წლების წინ გამოშვებულ, საკულტო სათამაშოებს იპოვით, ან ბავშვობის მოგონებებს გაიცოცხლებთ;
გთავაზობთ მეორადი სათამაშოების რამდენიმე მაღაზიას, რომელში სტუმრობაც შესაძლოა თქვენთვის საინტერესო და ხელსაყრელი აღმოჩნდეს: