fbpx

კრიპტოვალუტის მოპოვება მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებს აფერხებს


გააზიარე სტატია

კრიპტოვალუტების მაინინგმა დედამიწის ენერგომოხმარებაში საგრძნობი ცვლილება შეიტანა. Digiconomics-ის მონაცემებით, მარტო ბიტკოინის მაინინგი წლიურად 52 ტერავატ-საათ ენერგიას მოითხოვს. ეს კი იმაზე მეტია, რასაც პორტუგალია (49.8 ტვ.სთ) ან უზბეკეთი (51.2 ტვ.სთ) მოიხმარენ წლიურად და ოდნავ ჩამორჩება ისრაელის წლიურ ენერგომოხმარებას (56,6 ტვ.სთ).

მაგრამ პრიპტოვალუტებმა მხოლოდ გარემოსდამცველებს და ენერგეტიკის სამინისტროებს როდი გაუჩინეს თავსატეხი.

საქმე ისაა, რომ ციფრული ვალუტების მოსაპოვებლად, გარდა სპეციალური ტექნიკისა (ASIK), აქტიურად გამოიყენება პერსონალური კომპიუტერის ვიდეოდაფები, ე.წ. GPU-ები. დიახ, სწორედ ის ვიდეოდაფები, რომლის მეშვეობითაც თქვენი კომპიუტერი ვიზუალურ მასალას ამუშავებს და საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ სხვადასხვა ვიდეოთამაშები, უყუროთ ფილმებს კარგ ხარისხში და იმუშაოთ გრაფიკულ რედაქტორებში.
ასეთ ვიდეოდაფებს მაინერები ბითუმად ყიდულობენ, აერთიანებენ მაინინგ-მასივებში და სხვადასხვა ციფრულ ფულს ამაინინგებენ.

მაგალითისთვის, 9 ასეთი ვიდეოდაფით შეკრულ მასივს ადგილობრივ ბაზარზე 11 000 ლარად შეიძენთ.

ვიდეოდაფებზე ისეთი ნადირობაა გამოცხადებული, რომ მაინერები GPU-ების მწარმოებელ ქარხნებს ჩინეთში უკავშირდებიან და წინასწარ ყიდულობენ ჯერ კიდევ არგამოშვებულ ტექნიკას.

ამ ციებ-ცხელებამ ხარისხიანი ვიდეოთამაშების მოყვარულებთან ერთად, მეცნიერებსაც შეუქმნა პრობლემები, მათ შორისაა ცნობილი სამეცნიერო პროექტი SETI Institute (Search of Extraterrestrial Intelligence), რომელიც 1984 წელს დაარსდა აშშ-ში, საკრამენტოში და რომლსი მიზანიც კოსმოსში არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენაა.

ეს ინსტიტუტი თანამშრომლობს უამრავ რადიოტელესკოპთან დედამიწის მასშტაბით და მათ მიერ კოსმოსიდან უწყვეტ რეჟიმში მიღებულ რადიოსიგნალებს აანალიზებს, მათში რაიმე უჩვეულოსა და გონიერის კვალის აღმოსაჩენად.

SETI-ს წარმომადგენელმა, დოქტორმა ვერტჰაიმერმა BBC-ს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფულიც აქვთ და სურვილიც, უახლესი ვიდეოდაფების შოვნა ბოლო თვეებია შეუძლებელი გახდა.

“გვინდოდა უახლესი GPU-ების შეძენა, მაგრამ ვერ ვიშოვეთ. ეს ზღუდავს არამიწიერი არსებების ძიების არეალს და ჩვენი ცენტრების შესაძლებლობებს. კითხვაზე პასუხი – ვართ თუ არა მარტოები სამყაროში – შეიძლება კიდევ დიდხანს გაუცემელი დარჩეს,” – თქვა მეცნიერმა. “ეს ახალი პრობლემაა და მას ბოლო თვეებში გადავაწყდით, ვიდეოდაფების შეძენისას.”

SETI-ს მეცნიერები ამ ვიდეოდაფებით ორი რადიოტელესკოპის, დასავლეთ ვირჯინიაში განთავსებული Green Bank-ის და ავსტრალიაში განთავსებული Parkes-ის გაძლიერებას აპირებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ინსტიტუტი მთლიანად კერძო დაფინანსებაზეა და ადრეულ 2000-იანებში იმის ხარჯზე მუშაობდა, რომ ყველა მსურველს შეეძლო საკუთარ კომპიუტერში SETI-ს აპლიკაცია გადმოეწერა და საკუთარი ვიდეოდაფის სიმძლავრის ნაწილი ეთხოვებინა უნივერსიტეტისთვის, რადიოსიგნალების გასაშიფრად.

თუ ამ პროექტში ერთხელ მაინც მიგიღიათ მონაწილეობა, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაინინგი და კრიპტოვალუტები არ არსებობდა, თქვენ უცხოპლანეტელებს ამაინინგებდით.


რეკომენდებული სტატიები
ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები
ბლოკჩეინს, როგორც ცალკე აღებულ ტექნოლოგიას, უზარმაზარი მომავალი აქვს და მალე მას იმგვარად და ისეთ სფეროებში გამოვიყენებთ, დღეს რომ აზრადაც არ მოგვივა
ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში
2008 წელს “მოიგონეს” ბიტკოინი. 2010-ში ერთი ბიტკოინი 6 ცენტი ღირდა. 2017 წლის იანვარში, ანუ ერთი წლის წინ, ბიტკოინის საყიდლად უკვე 1000 დოლარის გადახდა მოგიწევდათ. დღეს 1 ბიტკოინი = 8000$ (ამ სტატიას 20 ნოემბერს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მისი გამოქვეყნების მომენტისთვის ისევ მწარედ ვინანებ, რომ თუნდაც ამ ფასად არ ვიყიდე…)
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.