ალტერვიჟენი Tbilisi Open Air-ის ლაინაპს აქვეყნებს
გააზიარე სტატია
Tbilisi Open Air 2018 – 22, 23 და 24 ივნისს, ფესტივალის მიმდინარე მისამართზე – ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ლისი ვანდერლენდში გაიმართება.
სამი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეები პუბლიკის წინაშე ოთხ განსხვავებულ სცენაზე გამოვლენ – Main Stage, Eye Stage, Garden Stage, Singer Jazz Stage.
ფესტივალის ლაინაპი კი ასე გამოყურება:
ინფორმაცია ბილეთების შესახებ:
28 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, ონლაინ, tkt.ge-ზე, გაიყიდება მხოლოდ სამდღიანი აბონემენტი, Early Bird, რომლის ფასიც 110 ლარია, თი ბი სი ბანკის ნებისმიერი ბარათით ყიდვის შემთხვევაში იმოქმედებს 20%-იანი cashback სისტემა. 17 აპრილიდან დაიწყება ყოველდღიური ბილეთების გაყიდვაც.
აბონემენტის საბოლოო ფასი კი გახდება 170 ლარი.