fbpx

30 მარტი – დილიდან


გააზიარე სტატია

პირველად საქართველოში 30 მარტს საქართველოს მწერალთა სახლი წარმოგიდგენთ მრავალკონცეპტიან გამოფენას სამი სახელგანთქმული მხატვრის შესახებ

#tableauxvivants #livingpaintings #magritte #fridakahlo #electronicmusic #operavoices #contemporaryinstallations #graphicdesign #perfume => L'OEIL ECOUTE , the multidisciplinary collective in Tbilisi => Writer's House => 31.03 => last tickets ONLINE

Gepostet von Celia Stroom am Dienstag, 27. März 2018

სადაც თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას შეეცდებიან ხმით, კოსტიუმებით, მუსიკით და, რა თქმა უნდა, ნახატებით. გამოფენის ორგანიზატორი ქალთა მულტიდისციპლინარული ჯგუფი (პარიზი – ბერლინი – თბილისი) საშუალებას გაძლევთ შეიგრძნოთ ცოცხალი ფერწერა და ხელოვნების ისტორია სხვადასხვა ინტერპრეტაციით აღიქვათ. ანალოგიური წარმოდგენის ნახვა შეგეძლებათ პირველ აპრილსაც, ამჯერად DRAMA Bar-ში.
წყარო: https://www.facebook.com/

 

Warner Bros. აქტიურად ემზადება Wonder Woman-ის მეორე ნაწილის გადასაღებად

The follow-up is set in the 1980s against the backdrop of the Cold War.

დადასტურდა ინფორმაცია, რომ მეორე ნაწილში ვიხილავთ GOT-ისა და Narcos-ის ვარსკვლავს, პედრო პასკალსაც. რეჟისორმა პატი ჯენკინსმა ოფიციალურად დაადასტურა ისიც, რომ მეორე ნაწილის რეჟისორიც თავად იქნება. სავარაუდოდ, ფილმში მოქმედება 1980-იან წლებში განვითარდება და გალ გადოტის პერსონაჟი ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოლებს.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

The Handmaid’s Tale-ის რეჟისორი რიდ მორენო Fox Searchlight-ის დაკვეთით ანა ფრანკის შესახებ ფილმს, Keeper of the Diary, გადაიღებს

Reed Morano

ანა ფრანკი ებრაელი გოგო იყო, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში ნაცისტური ტერორისგან თავდასაცავად ამსტერდამში, პატარა სხვენს ოჯახთან ერთად აფარებდა თავს. ამ ეტაპზე ფილმის შესახებ ყველა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
წყარო: https://www.thewrap.com/

 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული ნეტფლიქსის დრამა The Crown მესამე სეზონისთვის ემზადება

The 'Game of Thrones' and 'Outlander' alum will take over the role from Matt Smith for seasons three and four of the Netflix royal drama.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრამის მესამე სეზონში პოლ ბეთანი ელიზაბეტის ქმრის, პრინც ფილიპის როლზე მეთ სმიტს შეცვლიდა, თუმცა არხმა და ბეთანიმ მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს და ეს როლიც საბოლოოდ სხვა მსახიობს ერგო. მეთ სმიტის ნაცვლად ფილიპის როლზე ტობიას მენზისს ვიხილავთ.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ქართველი მსახიობი ელენა სატინი CBS-ის ახალ სერიალში, Strange Angel, რუპერტ ფრენდთან ერთად ითამაშებს

Image result for Elena Satine Set To Recur In CBS All Access Series

ახალი შოუს შემქმნელი Black Swan-ის სცენარისტი მარკ ჰეიმენია, რომელიც სერიალს ჯორჯ პენდლის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით წერს და ის ნამდვილ ამბავს ეფუძნება. სიუჟეტის ეპიცენტრში 1930-40-იანი წლების ამერიკა და საიდუმლო სამეცნიერო ექსპერიმენტია.
წყარო: http://deadline.com/

 

კინოსტუდია Fox ნაცისტური რეჟიმისა და ჰოლოკოსტის შესახებ ფილმს გადაიღებს

Scarlett Johansson Jojo Rabbit

დრამაში მთავარ როლს მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი შეასრულებს, სიუჟეტი კი გერმანული არმიის თინეიჯერი ჯარისკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გაიგებს, რომ დედამისი სახლში ებრაელ ბიჭს მალავს.
წყარო: http://variety.com/

 

Westworld-ის მეორე სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა

გულშემატკივრები დიდი მონდომებით ელიან HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის, Westworld-ის მეორე სეზონს. ცნობილია მეორე სეზონის პრემიერის თარიღიც – შოუ ეთერში 23 აპრილს დაბრუნდება. ცოტა ხნის წინ კი HBO-მ შოუს მეორე სეზონის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა:
წყარო: https://www.youtube.com

 

მეცნიერებმა ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

რომელიც სხვა ორგანოებისა თუ ქსოვილების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. ახლად აღმოჩენილ ორგანოს ინტერსტიტიუმი ჰქვია. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული, სითხით სავსე “სათავსოების” ქსელია რომელიც კანის ქვეშ, მუცელში, ფილტვებში, სისხლძარღვებსა და კუნთებში გვხვდება.
წყარო: http://time.com/

 

ხვალ, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საერთაშორისო ფოტოგამოფენა “საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი 2017” გაიხსნება

Image may contain: text

ინფორმაციას საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ფოტორაუნდის, “საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი 2017” საუკეთესო ფოტონამუშევრები.
წყარო: https://www.facebook.com


რეკომენდებული სტატიები
29 მარტი - დილიდან

29 მარტი - დილიდან

29 მარტი - დილიდან
Hulu-მ ცოტა ხნის წინ ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სერიალის, The Handmaid's Tale-ის მეორე სეზონის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა
28 მარტი - დილიდან

28 მარტი - დილიდან

28 მარტი - დილიდან
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისათვის ფილმები ჟესტურ ენაზე იქნება ადაპტირებული
"In Her Image"- ქართულ Sci-Fi-ში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი შეასრულებს
Play Video

"In Her Image"- ქართულ Sci-Fi-ში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი შეასრულებს

"In Her Image"- ქართულ Sci-Fi-ში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი შეასრულებს
სამეცნიერო ფანტასტიკის ქართველ მოყვარულებს სულ მალე რეჟისორ ნიკა ქევხიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის In Her Image-ს ნახვის საშუალება ექნებათ
“მანდარინები” IMDB-ს ტოპ-250 საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა

“მანდარინები” IMDB-ს ტოპ-250 საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა

“მანდარინები” IMDB-ს ტოპ-250 საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა
რეჟისორ ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები” კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საიტის ტოპ-250 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.