fbpx

10 ახალი ვიდეოკლიპი მობეზრებული მუსიკის ჩასანაცვლებლად


გააზიარე სტატია


ყველაზე დიდი რუდუნებით შექმნილი ფლეილისტებიც კი რაღაც დროის შემდეგ ცვდება და შეიძლება თვეები ან წლებიც კი ისე გავიდეს, რომ ჩვენს რუტინაში ახალი მუსიკა არ შემოვიდეს.

იმის გამო, რომ ყოველდღიურად ასობით ინფორმაციული არხის სხეულში გატარების შემდეგ ხშირად აღარ გვრჩება იუთუბის ან სპოტიფაის ფაილების გროვაში ახალი მუსიკისთვის ქექვის ინსპირაცია, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ახალი ტრეკების ტოპ 10, რომელმაც ტექნოსგან ნაჯიჯგნ ქალაქში ინსტრუმენტული მუსიკით გამოწვეული შვება უნდა მოგგვაროთ.

AT.ge-ს პირველ მუსიკალურ ათეულს თბილისის ანდერგრაუნდში კარგად ცნობილი მუსიკოსი Vinda Folio წარმოგვიდგენს, რომელმაც დაუზარლად შეგვიგროვა 10 ახალი საინტერესო მუსიკალური პროექტი და მოცემულ კომპილაციას მარტივად – „თეთრი პოპი“ დაარქვა.

 

Steve Mason – All Come Down (Acoustic)

მეისონმა თავისი მუსიკალური კარიერა დაიწყო როგორც the Beta Band-ის ფრონტმენმა და დამფუძნებელმა. Q magazine წერს, რომ ამ ბენდის დატოვების შემდეგ მეისონს იმდენი ვალი ჰქონდა, რომ მშენებლობაზე მუშაობდა.

Michael Seyer – Lucky Love

ეს 22 წლის მუსიკოსი ყველაფერს თავის საძინებელში წერს და ამაყობს ამით, თუმცა მისი კონკრეტული ადგილი Bedroom Pop-ის სამყაროში ბოლომდე განსაზღვრული მაინც არ არის.

Westerman – Confirmation

ვესტერმანი 26 წლის ლონდონელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელმაც ბოლო წლებში რამდენიმე კარგად დამუშავებული არტ-პოპ სინგლი გამოუშვა.

Hatchie — Sure

Hatchie-ს სიტყვებით, “Sure” იმ მდგომარეობას ასახავს, რომელიც მის გარშემო ბევრ ადამიანს გადახდენია – „როცა ნეგატიურ ურთიერთობებში დიდხანს რჩები, მაგრამ ეს მაინც დაშორებაზე უფრო ადვილია“.

Still Corners – The Trip

Still Corners ლონდონური dream pop/synthpop მუსიკალური პროექტია, რომელიც კომპოზიტორ გრეგ ჰიუსა და ვოკალისტ ტესა მიურეის დუეტისგან შედგება. The Trip 2013 წელს მათ მეორე ალბომში, Strange Pleasures-ში შევიდა.

Porches – Now the Water

Porches-ს მინიმალიზმის გაცნობიერებული ინიციატივები ახასიათებს, ხოლო წყლის თემა მის სიმღერებში მუდმივად მეორდება. აარონ მეინს წყლის ობსესია ჭირს, რომლის ხატებაც მას მუდმივად თან სდევს აბაზანებისა და უფორმო ტბების სახით.

Selmer – Palm Tree

Selmer 6-კაციანი მუსიკალური ბენდია ოსლოდან, რომელიც lo-fi ლანდშაფტში არსებობს და სამოცდაათიანი წლების ინდი პოპის, როკის გიტარისა და კლავიშის საუნდს იყენებს.

Midnight Faces – Feeling Like a Stranger

Midnight Faces ამერიკული პოპ ჯგუფია გრანდ რაპიდსიდან (მიჩიგანი), რომელიც ამჯამად ლოს ანჯელესშია დაფუძნებული. მათი სტილი 1980-იანების სინთიპოპისა და პოსტ-პანკის გავლენებს განიცდის.

STRFKR – Being No One, Going Nowhere

STRFKR პორტლენდული ინდი როკ ბენდია, რომელიც 2007 წელს დაარსდა როგორც ჯოშუა ჰოდჯესის სოლო პროექტი. ამჟამად ბენდი 5 მუსიკოსისგან შედგება, ხოლო Being No One, Going Nowhere ჯგუფის 2016 წლის ალბომია, რომელიც იგივე სახელს ატარებს.

Sahara – Skyline

კომპლექსური და შიგადაშიგ მათემატიკური ინდი როკი ლონდონიდან, რომლის გავლენებზეც შეიძლება ენციკლოპედიის ერთი პატარა ტომი მაინც დაიწეროს.

Piano Magic – ‘Exile’

მუსიკალური კოლექტივი Piano Magic გლენ ჯონსონმა, დიკ რანსმა და დომინიკ ჩენნელმა 1996 წელს ლონდონში დააარსეს. მათ ჟღერადობას მსმენელის ხასიათისა და პრეფერენსების შესაბამისად, შეიძლება ემბიენტ-პოპი, პოსტ-როკი, ინდიტრონიკა, დარკ ვეივი ან სულაც ბაროკ-პოპი ვუწოდოთ. სამწუხაროდ ჯგუფი, რომელშიც თავდაპირველი შემადგენლობიდან მხოლოდ გლენ ჯონსონი რჩებოდა, გასულ წელს – 2017-ში დაიშალა და სამახსოვროდ დაგვიტოვა ეს შესანიშნავი ვიდეოკლიპი.

Night Moves – Colored Emotions

Night Moves-ის ინსპირაცია პინკ ფლოიდიდან დაწყებული, კურტის მეიფილდისსა და ნეილ იანგის გავლით ფსიქოდელიასა და ამერიკანას ჰორიზონტებზე, სოულისა და პოპის შარავანდედში იკარგება. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ მუსიკაში თუ ერკვევით, ამ ბენდის სილაღეს აუცილებლად შეიგრძნობთ.


რეკომენდებული სტატიები
წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან

წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან

წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან
მის სათვალეებს ვიტრინებიდან იტაცებენ პარიზში, ლაფაიეტის გალერეაში, ასევე იტაცებენ ინტერნეტმაღაზიების წარმოსახვითი თაროებიდანაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.