fbpx

თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება


გააზიარე სტატია


თბილისის მოდის კვირეულის მე-17- e სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს.

კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

19 აპრილს, LO წარმოადგენს პროექტს „მედეა ჯაფარიძე – Style Icon”, რომელიც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. წვეულებაზე გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილავთ „ქეთოს სამოსს“, ღარაჩოღელებსა
და სხვა ამონარიდებს კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.

თბილისის მოდის კვირეულის 4 დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორისაა
ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari.

ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377.

ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები:

  • Martini და Sobranie After Party გაიმართება Museum Hotel-ში,
  • ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე მოეწყობა კაფეში „შავი ლომი“,
    Flying Painters პრეზენტაცია გაიმართება ფაბრიკაში,
  • Ethere accessoire პრეზენტაცია/პერფორმანსი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაღში იქნება წარმოდგენილი,
  • ახალგაზრდა არტისტების Authentic Art Lab გამოფენას “ელემენტარული ნაწილაკები“ მარჯანიშვილზე რესტორანი „სტრადა“ უმასპინძლებს.

კვირეულის განრიგშია ასევე ექსპოზიცია „ქართული სამოსი“, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის გაიმართება საქართველოს ხელოვნების სასახლეში.

გრძელდება პროექტი – Talks by Marketer.ge – საუბარი მოდის მარკეტინგზე 21 აპრილს გაიმართება. SOLO-ს ლაუნჯი ჭავჭავაძეზე 100-მდე მარკეტოლოგსა და მოდის მიმდევარს გაუღებს კარს INSTITUTO MARANGONI-ის ხელმძღვანელ გიუზი ლარასა და მოდის საერთაშორისო პორტალ NOWFASHION მთავარი რედაქტორის ელიზაბეტა ტუდორის გამოსვლებისთვის. ღონისძიება დახურულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრების უფლების მიღება, მხოლოდ კვირეულის ორგანიზატორებისგან და Marketer.ge-სგან არის შესაძლებელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა Vogue Italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Vogue Poland, Style Sight Worldwide, Buro 24/7, L’officiel Ukraine, Harper’s Bazaar Kazakhstan – Ukraine and Russia, NOWFASHION, Glamour Italy and Netherlands, WWD, WhoWhatWear, Trendspace, Esquire Italy, Oyster magazine, StreeTrends, SNC magazine, Refinery 29, Frankie & Clo.

რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა H Lorenzo (LA, USA), ALDUCA D’AOSTA (VENEZIA, Italy), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, LONDON, NEW YORK), Mytheresa.com (Germany), Espacemonochrome.com (Monaco), Bangkok department store, Saks Fifth Avenue (Kazakhstan), Youconcept London (UK).

თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯისა და სტრითსთაილის ფოტოები ძალიან აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტო პორტალებსა და
ვებ გვერდებზე.

ოფიციალური მასპინძელი:  თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, Check in Georgia.

პარტნიორები: არტ ჰაუსი, INGLOT, გაბუნია და პარტნიორები, SOBRANIE, მეიდან ჯგუფი, Martini, სასტუმრო მუზეუმი, SOLO, Weekend Max Mara, შავი ლომი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, Garden Hall, საქართველოს ხელოვნების სასახლე.

საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელეკომპანია „იმედი“, „ნარგისი საქართველო“, Marketer.ge, “Music Box”, „რადიო ფორტუნა“, „არტარეა”, Georgia Today, “ალმა“.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.