“ციცინათელების სამარხის” რეჟისორი და სტუდია “გიბლის” თანადამაარსებელი ისაო ტაკაჰატა გარდაიცვალა
გააზიარე სტატია
იაპონური ანიმეს რეჟისორი და სტუდია “გიბლის” თანადამაარსებელი ისაო ტაკაჰატა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ისაო ტაკაჰატა 2014 წელს ოსკარზე იყო წარდგენილი წლის საუკეთესო ანიმაციისთვის – The Tale of the Princess Kaguya, თუმცა მისი ყველაზე პოპულარული ანიმე “ციცინათელების სამარხია”.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გაუარესდა და ხუთშაბათს ტოკიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ისაო ტაკაჰატამ სტუდია “გიბლი” რეჟისორ ჰაიაო მიაძაკისთან ერთად 1985 წელს დააარსა.
წყარო: http://www.bbc.com/