fbpx

ტურინის სუდარაზე დაყრდნობით იტალიელმა პროფესორმა „იესოს ნამდვილი გამოსახულება“ შექმნა


გააზიარე სტატია

იტალიელმა პროფესორმა, ცნობილი „ტურინის სუდარის“ შესწავლის შემდეგ, შექმნა იესოს სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც, მისი თქმით, „ზუსტად ასახავს, თუ როგორ გამოიყურებოდა იესო დედამიწაზე“.

პროფესორი ჯულიო ფანტი პადუას უნივერსიტეტში მექანიკურ და თერმულ აზომვებს ასწავლის.

პროფესორ ფანტი ამტკიცებს, სამგანზომილებიანი მოდელი ზუსტად ასახავს იესოს გარეგნობას. მისი სიტყვებით, იესო 180 სანტიმეტრი სიმაღლის იყო.

სამგანზომილებიანი გამოსახულება ასევე გვიჩვენებს იმ 370 ჭრილობას, რომელიც სუდარის შესწავლის შედეგად დათვალეს.

ტურინის სუდარა ქსოვილის ნაჭერია, რომელშიც, გადმოცემით, იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალებისას. ამჟამად ის ტურინის საკათედრო ტაძარში ინახება.

Christian Today-ს ინფორმაციით, 1988 ჩატარებულმა ქიმიურმა ანალიზმა ტურინის სუდარა შუა საუკუნეებს მიაკუთვნა, მაგრამ მკვლევარების ნაწილი, მათ შორის ფანტიც, ამტკიცებს რომ ეს ლაბორატორიული ცდომილებით იყო გამოწვეული.

მორწმუნეთა ნაწილის მოსაზრებით, ფანტის სამგანზომილებიანი გამოსახულება არ ემთხვევა ძველი წყაროების მონაცემებს იესო ნაზარეველის ფიზიკური დაზიანებების შესახებ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.