fbpx

10 აპრილი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ბრიტანული გემი “ტიტანიკი” საუთჰემპტონის ნავსადგურიდან გადის პირველად და უკანასკნელად სამოგზაუროდ

RMS Titanic 3.jpg

102 წლის წინ, 1912 წლის 10 აპრილს, “ტიტანიკი” საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილს, დილით, გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ გემზე მყოფი 2 223 მგზავრიდან 1 517-ის სიცოცხლე იმსხვერპლა, რის გამოც “ტიტანიკის” კატასტროფა ერთ-ერთი უდიდესია საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავი არ აღმოჩნდა.

 

პოლ მაკარტნიმ ოფიციალურად განაცხადა The Beatles-ის დაშლა

Image result for the beatles split up

1970 წლის 10 აპრილს პოლ მაკარტნიმ ოფიციალურად განაცხადა The Beatles-ის დაშლის შესახებ. The Beatles 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი იყო ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ: ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი. RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს. 2008 წელს ჟურნალმა “ბილბორდმა” აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც The Beatles პირველ პოზიციას იკავებდა.

 

YouTube-ს ბავშვების მონაცემების უკანონო შეგროვების ბრალდებით აშშ-ს ფედერალურ სავაჭრო კომისიაში უჩივიან და სანქციების დაკისრებას ითხოვენ

საჩივარი ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა შეიტანეს. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ YouTube-ის პოლიტიკის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც მისი მომხმარებელი მხოლოდ 13 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, Google კანონდარღვევით აგროვებს ქვედა ასაკობრივი ჯგუფის მონაცემებს. როგორც განმცხადებელი ორგანიზაციები აღნიშნავენ, ისეთი ინფორმაციის შეგროვებას, როგორიცაა ადგილმდებარეობა, მოწყობილობის იდენტიფიცირება, ტელეფონის ნომრები და ა.შ. მშობლის ნებართვა სჭირდება.
წყარო: https://www.theguardian.com/

 

 აშშ-ის კინოგაქირავებაში საშინელებათა ჟანრის ფილმი ლიდერობს

A Quiet Place-მა, რომლის გადაღება 17 მილიონი დაჯდა, კინოგაქირავების პირველ კვირაში უკვე შეძლო $50 მილიონზე მეტის მოგროვება. რეჟისორი ჯონ კრასინსკი ფილმში მთავარ როლს თავად ასრულებს, პარტნიორობას კი მეუღლე – ემილი ბლანტი უწევს. ფილმის წარმატება უპირობოდ ორიგინალური სცენარის დამსახურებაა, რაც ჟანრული კინოსთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. ფილმის სიუჟეტი ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელიც საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობს და ერთი მთავარი წესი აქვთ – ისინი მუდმივად ჩუმად უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თავს დიდი უბედურება დაატყდება. სწორედ ამის გამო ისინი ერთმანეთთან ჟესტების ენით კონტაქტობენ და სამაგიდო თამაშებსაც კი ნაქსოვი ბარათებით თამაშობენ.
წყარო: https://www.indiewire.com/

 

ცნობილია როდის გამოვა ეკრანზე Toy Story-ის მეოთხე ნაწილი

კინოსტუდიებმა Pixar და Disney საკულტო ანიმაციის, Toy Story მეოთხე ნაწილის გამოსვლის თარიღი ოფიციალურად დაადასტურეს. ახალი ნაწილის პრემიერა 2019 წლის 21 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ “სათამაშოების ისტორია” კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფრენჩაიზად ითვლება.
წყარო: http://collider.com/

 

Solo: A Star Wars Story-ის ტრეილერი გამოვიდა

როგორც იქნა “ვარსკვლავური ომების” მაყურებელს კინოსტუდიამ აღირსა Solo: A Star Wars Story-ის ტრეილერი. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება.
წყარო: https://www.youtube.com/

 

მოდის სახლმა Dolce&Gabbana-მ ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის – ალტა მოდას ჩვენება მოაწყო

 

პოდიუმზე ბრენდის სამოსი სუპერმოდელებმა – ნაომი კემპბელმა და კარლი კლოსმა წარადგინეს. ჩვენებას ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის ჯოან კოლინზი, კეტრინ ზეტა ჯონსი, იზაბელა როსელინი, დაიან კრიუგერი, რიანა, სარა ჯესიკა პარკერი და სხვები.
წყარო: https://www.instagram.com/

 

2021 წელს ამერიკელები კოსმოსში მსოფლიოში პირველ სასტუმროს გახსნიან პროექტის სახელწოდებაა Aurora Station

თავდაპირველად სასტუმროს გამოსაცდელად 6 ადამიანს გაგზავნიან და ისინი კოსმოსში 12 დღეს დარჩებიან. სადგურის მგზავრები ამ პერიოდს უწონადობაში გაატარებენ და 322 კილომეტრის სიშორიდან დედამიწის ხედებით დატკბებიან. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ძვირად ღირებული სასტუმრო პირველი სტუმრების მიღებას 2022 წლისთვის შეძლებს.
წყარო: https://news.sky.com

 

სამეფო კარის თამაშების ფინალურ სეზონში ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენას ვიხილავთ

HBO-ს საკულტო სერიალის, “სამეფო კარის თამაშების” შემქმნელები ამბობენ, რომ შოუს ფინალურ სეზონში უპრეცედენტო ბრძოლის სცენას ვიხილავთ, რომლის გადაღება 55 დღე მიმდინარეობდა. როგორც GOT-ის პროდიუსერები ამბობენ, სერიალის არსებობის ისტორიაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ეპიზოდი იქნება. “სამეფო კარის თამაშების” ფინალური, მერვე სეზონი 2019 წელს გამოვა.
წყარო:  http://www.indiewire.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.