1970-იანების თბილისი გერმანელი ფოტოგრაფის თვალით


გააზიარე სტატია

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა 1970-იანი წლების მიწურულს გადაღებული ფოტოსერია, რომელიც იმ პერიოდის თბილისის ყოველდღიურობას ასახავს.

ამ ფოტოების ავტორი პროფესიონალი გერმანელი ფოტოგრაფი კრისტიან ბორჰერტია.

ბორჰერტი დაიბადა დრეზდენში 1954 წელს. სკოლის დასრულების შემდეგ ის სწავლობდა ბეჭდვის ინჟინერიას პოტსდამში, ხოლო მოგვიანებით, 1967 წელს, გაიარა ტრენინგი ფოტოგრაფიაში.

1970 წლიდან ბორჰერტი ფოტორეპორტიორად მუშაობდა Neue Berliner Illustrierte-ში, ხოლო ლაიპციგის ვიზუალური ხელოვნების აკადემიის დისტანციური კურსების დასრულების შემდეგ, 1975 წლიდან, მუშაობა განაგრძო ფრილანს ფოტოგრაფად. სავარაუდოდ სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის მისი თბილისური ფოტოსერიაც.

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.