fbpx

12 აპრილი – დილიდან 


გააზიარე სტატია

რაიან მერფი FX-ისთვის Feud-ის ახალ სეზონს ამზადებს, რომელიც პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის შესახებ იქნება

rosamund-pike

როგორც ამბობენ, მერფიმ დაიანას როლზე უკვე აარჩია მსახიობი და ის ოსკარის ნომინანტი როზამუნდ პაიკია. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ სეზონში ორი მთავარი როლის შემსრულებელი ჯესიკა ლენგი და სიუზან სარანდონი მეორე სეზონშიც ითამაშებენ. ლენგი, სავარაუდოდ ელიზაბეტ მეორის როლს შეასრულებს, სარანდონის გმირის შესახებ კი ინფორმაცია ჯერ ჭორის დონეზეც არ გახმაურებულა.
წყარო: https://www.hellomagazine.com/

 

TMG და Sky უმბერტო ეკოს რომანის, “ვარდის სახელის” ახალ, რვასერიან ეკრანიზაციაზე მუშაობენ

სერიალის ბიუჯეტი $32 მილიონია და მისი პრემიერა 2019 წლის ზაფხულში იგეგმება. ახალ შოუში მთავარ როლს რუპერტ ევერეტი შეასრულებს. “ვარდის სახელი” ეკოს პირველი რომანია, რომელიც 1980 წელს გამოიცა და 1982 წელს სტრეგას პრემიის მფლობელი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი “ნიუ-იორკ თაიმსმა” ის წლის ბესტსელერად დაასახელა. წიგნის სიუჟეტი შუა საუკუნეების იტალიაში, ერთ-ერთ მონასტერში ბერების მკვლელობას ეხება, საქმის გამოძიებას ფრანცისკანელი ბერი იწყებს. მთავარი საიდუმლო კი იმ ბიბლიოთეკის ლაბირინთებშია, სადაც უძველესი გამოცემებია დაცული.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

ნეტფლიქსი პატრიკ ზიუსკინდის, “სუნამოს” მიხედვით სერიალს გადაიღებს, თუმცა სავარაუდოდ ის გერმანულენოვანი იქნება

“სუნამო” პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ჟან-ბატისტ გრენუი – რომანის მთავარი გმირი – უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და შესაბამისად, არც სახელი აქვს. რომანის ერთი ეკრანიზაცია უკვე არსებობს, რეჟისორმა ტომ ტიკვერმა ბენ უიშოუს, დასტინ ჰოფმანისა და ალან რიკმანის მონაწილეობით კინოსურათი 2006 წელს გადაიღო.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ფრანგი მსახიობები ჟულიეტ ბინოში და კატრინ დენევი იაპონელი რეჟისორის, ხიროკაძუ კორეედას ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ

კინოსურათში ისინი დედა-შვილს განასახიერებენ. როგორც ცნობილია, ფილმის სიუჟეტი ამბიციური მსახიობი დედისა და სცენარისტი შვილის გარშემო ვითარდება.
წყარო: https://theplaylist.net/

 

ალჟირის ჩრდილოეთით ავიაკატასტროფის შედეგად 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

Image result for Algeria military plane crash: 257 dead near Algiers

ინფორმაციას ალჟირის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ავიაბაზიდან აფრენის შემდეგ 30 კილომეტრში – დედაქალაქთან ახლოს ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილებს შორის სამხედრო პირები და მათი ნათესავებიც არიან, ასევე დაღუპულია ეკიპაჟის ათი წევრი. ავიკატასტროფის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: http://www.bbc.com/

 

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “8 წუთი” საფრანგეთში, ლილის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

ლილის ფესტივალი თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბურობით მესამე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია საფრანგეთში. ლილის ფესტივალი წელს უკვე 34-ედ იმართება. ის 6 აპრილს დაიწყო და გამარჯვებულთა ვინაობა 13 აპრილს გახდება ცნობილი.
ფოტო: http://indigo.com.ge/

 

საერთაშორისო ფესტივალი – “აღდგომიდან ამაღლებამდე” 12 აპრილს საზეიმო გალაკონცერტით გაიხსნება

Image may contain: 3 people, people smiling

წლევანდელი ფესტივალი საქართველოს პატრიარქის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი და ქართველი შემსრულებლები. ფესტივალის ფარგლებში მუსიკოს დათო ევგენიძის საიუბილეო საღამოებიც გაიმართება.
წყარო: https://www.facebook.com/

 

კოსმონავტის დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ

Image may contain: 1 person, smiling, text

საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებით ხუთშაბათს, 12 აპრილს, 17:00 საათზე, კოსმონავტიკის დღესთან დაკავშირებით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორის, შალვა საბაშვილის საჯარო ლექცია “კოსმონავტიკის ისტორია”.
წყარო: https://www.facebook.com/

 

Alphabet-ის შვილობილი კომპანია ტორონტოში 2020 წელს ჭკვიანი ქალაქის აშენებას დაიწყებს

Image result for Alphabet unit to start Toronto smart-city tech pilot in summer, build in 2020

კომპანიის მიზანია შექმნას ქალაქი, რომელიც მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და გარემოსაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს. ამ მიმართულებით ქალაქში სუფთა ენერგიის, უპილოტო ავტომობილების და რობოტების მოხმარება იგეგმება. გათვალისწინებულია ნარჩენების გადამუშაების თანამედროვე სისტემის დანერგვაც.
წყარო: https://www.reuters.com/


რეკომენდებული სტატიები
10 აპრილი - დილიდან 

10 აპრილი - დილიდან 

10 აპრილი - დილიდან 
YouTube-ს ბავშვების მონაცემების უკანონო შეგროვების ბრალდებით აშშ-ს ფედერალურ სავაჭრო კომისიაში უჩივიან და სანქციების დაკისრებას ითხოვენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.