მოგზაურობა ტანზანიაში, კუნძულ ზანზიბარზე


გააზიარე სტატია

მოგვიყევი სად იმოგზაურე

აფრიკა, ტანზანია, კუნძული ზანზიბარი

 

როგორ უნდა მოხვდე აფრიკაში (ვიზა, ფრენა)

ზანზიბარი აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო ტანზანიის კუთვნილი კუნძულია. ზანზიბარის მიმართულებით თბილისიდან Fly Dubai დაფრინავს. საშუალოდ ბილეთის ფასი 800-900$-მდეა, მაგრამ თუ გაგიმართლა, დიდი ხანი ელოდე, ეძებე და მხოლოდ ზანზიბარზე იფიქრე Fly Dubai-ს კარგ ფასდაკლებასაც გამოკრავ ხელს.

ფრენა რთული არ არის, ჯამში 10 საათია (3:30 დუბაი; 6:35 ზანზიბარი), ვიზას ადგილზე იღებ, თუმცა ტრადიციულად თბილისის აეროპორტში გკითხავენ, გაქვს თუ არა “referral” ვიზა. ამის გამო ნუ ინერვიულებთ. ქართველი მესაზღვრეები მალევე არკვევენ, რომ წინასწარ ვიზა არ არის საჭირო, ადგილზე შეგიძლია აღება, და გიშვებენ.

აფრიკაში ჩასვლისას პირველი შოკი ზანზიბარის საერთაშორისო აეროპორტია. მიჭირს რამეს შევადარო… შესვლისთანავე ხის მაღალი მერხები გხვდება, სადაც რიგებია სავალდებულო საბუთების შესავსებად (გირჩევთ, კალამი თან იქონიოთ, ამაზე ცალკე რიგია), შემდეგ მესაზღვრე გხვდება და საშუალოზე მეტი დრო გჭირდება ვიზის მისაღებად – ზანზიბარია და ყველაფერი pole pole (ნელა-ნელა) მუშაობს – დროც შენელებულია.

შემდეგი გაოცება ბარგის აღებაა, ჩემოდნები თვითმფრინავიდან გადმოღებულია და ყველა კუთხეშია მიბნეული, არანაირი ჩემოდნის “roller”.

აეროპორტიდან გამოსვლისას საოცარი სიცხე გხვდება, სუნთქვა გიჭირს და გგონია, ნაბიჯს ვეღარ გადადგამ, მაგრამ თუ ტაქსს წინასწარ შეუთანხმდები, ძალიან კომფორტულ და გრილ მანქანაში აღმოჩნდები (Stone Town-მდე 10$ ღირს, 5 კაცის მგზავრობა, Nungwi და Paje-მდე 40$-50$).

 

რამდენად კომფორტულია პირობები ტურისტისთვის (გადაადგილება, სასტუმრო, ჰავა)

წარმოიდგინეთ ისეთი სანაპირო რომლსაც ვერანაირი ინსტაგრამ ეფექტი ვერ გაალამზებს? ესაა სანაპირო სახელად Kendwa ფირუზისფერი ზღვითა და თეთრი ქვიშით. სასტუმროებიც ყველაზე კომფორტული აქ არის. სანაპიროს თუ გაუყვები, Nungwi-დან Kendwa-მდე 20 წუთია ფეხით სავალი. სასტუმროები საშუალო დონისაა, მაგრამ იქ ძვირიან და კარგ სასტუმროებად ითვლება. Nungwi-ზე ბევრია იტალიური რესტორანი და სასტუმრო, რომლებშიც მომსახურების დონე შედარებით მაღალია.

აუცილებლად ესტუმრეთ ასევე Paje-ს სანაპიროს, სადაც ბევრ საინტერესო ახალგაზრდა მოგზაურს შეხვდებით, kitesurfing-სთვის საუკეთესო ადგილია.

ყველაზე შთამბეჭდავი ის სოფლებია, სადაც ხალხი ქვის სახლებში ცხოვრობს. აქვთ ბევრი სკოლები და არ აქვთ წიგნები და რვეულები. საწერად მუყაოს ყუთის ნაგლეჯებს იყენებენ.

ადგილობრივები ძალიან თბილი და მხიარული ხალხია – Hakuna Matata (No problem, don’t worry, be happy) გესმის ყველა წინადადებაში. მართლა “Hakuna Matata” არის მთელი კუნძული და მათ ლექსიკონში სიტყვა „ცუდად“ არ მოიძებნება. საუბარს Jambo-თი  (გამარჯობა) იწყებენ და ყველაფერს გეკითხებიან, ყველაფერი აინტერესებთ, მათთვის ინფორმაციის წყარო ხარ. ივაჭრეთ ყველგან და ყველასთან: ტაქსი, საოჯახო ტიპის სასტუმროები, გამყიდველები, ტურ-ოპერატორები, მოკლედ ყველგან და ყველასთან.

როგორც მთელ მსოფლიოში, ბავშვები ყველაზე ლაღები და ლამაზები არიან. რომლებიც ერთ კითხვას აუცილებლად თოვლზე დაგისვამენ – ოცნებობენ თოვლის ნახვაზე 🙂

კიდევ უფრო საინტერესო მასაის ტომის წარმომადგენლებთან საუბარია. რომლებიც კილიმანჯაროდან მოდიან, გაჩერებენ და უამრავ ამბავს გიყვებიან: გზაში რამდენი გველი ჰყავთ მოკლული და ა.შ.

 

გასტონომიული გამოცდილება: რა მიირთვი ყველაზე უცნაური და გემრიელი იყო თუ არა

ჩემთვის, როგორც ყველაზე არაგურმანი ადამიანისთვის ზანზიბარი უგემრიელეს სამზარეულოსთან ასოცირდება. ტრადიციული კერძები ძირითადად ბრინჯისა და თევზისგან მზადდება. ნახევარი კილო ლობსტერი 10$-ად შეგიძლია მიირთვა, არაფერს ვამბობ კრევეტებზე და რვაფეხებზე. ასევე არატრადიციული და ევროპული კერძებიც ზღვის პროდუქტებით მზადდება: რვაფეხას ბურგერი, პასტა კრევეტებით, ნახევრად უმი ორაგული და სუში რა მოსატანია.

თითქმის ყველა რესტორანში დაახლოებით საათზე მეტი სჭირდებათ კერძის მოსამზადებლად, ამიტომ მოშიებამდე დიდი ხნით ადრე უნდა შეუკვეთო, ასე ნერვებსაც გაუფრთხილდები და ამასობაში მოგშივდება კიდეც.

რა გასაკვირია, რომ ხილიც უგემრიელესია, მანგოს და ფეშენფრუტის სალათა საუზმეზე მისწრებაა. ყველაზე უცნაური, რაც მივირთვი, ისპანახის ფრეში იყო რძით, ვერ ვივიწყებ 🙂

 

რისი გასინჯვა ვერ გარისკე

ხორცის 🙂 ზოგადად, მათთვის, ვისაც თევზი არ უყვარს, ცოტა არჩევანია.

 


რეკომენდებული სტატიები
მუსიკალური ტურნე  უკაცრიელ ადგილებში

მუსიკალური ტურნე უკაცრიელ ადგილებში

მუსიკალური ტურნე  უკაცრიელ ადგილებში
ქართველი მუსიკოსი, რომელმაც თავისი ახალი ალბომი რეალური აუდიტორიის ნაცვლად, კედლებს, მწერებს, ცხოველებსა და მოჩვენებებს უმღერა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.