დასაჯერებელი ამბავი, ანუ „sounds of music” in Martvili
რედაქტორმა როცა გამომძახა ოთახიდან და შენ დაწერე იმ რეჟისორიზე, მარტვილში მიუზიკლი ინგლისურ ენაზე რომ დაიდგაო, ხმით გამეცინა. გამომხედა და მეთქი „ზაზაევიჩ“ იმაზე კი არ ვიცინი მარტვილში რომ მიუზიკლები დადგეს, რეჟისორია ძმაკაცი, ესა ისა და გაფიცებ, სესხ ბანკში ნუ გამიყვან და კვირის ბოლომდე ინტერვიუს ერთი ეგზემპლიარი შემახვედრე თუ გინდა სამი სათაურით იყოსო.
ძალიან რთულია აიღო ინტერვიუ ადამიანისგან, რომელსაც ძალიან კარგად იცნობ. გგონია რომ უსიტყვოდ, მზერით დასმულ კითხვას მიგიხვდება და უპასუხებს. ან და პირიქით – დასმულ კითხვას უპასუხებს მზერით. და ჩვენთვის ორივესთვის იმაზე მეტი იქნება გასაგები ვიდრე გვერდებზე გადაჭიმული კითხვა-პასუხი. მაგრამ აბა მკითხველს რა გავაგებინოთ? ჰოდა მეც ავდექი და ვეცადე ძალიან ბანალური კითვები დამესვა გიორგი წითურისთვის. იმდენად ბანალური რომ მათზე პასუხები მეც პირველად მოვისმინე და საერთოდაც სულ არ მცნობია ეს კაცი.
ცნობას რაც შეეხება, სერიალმა „ცხელმა ძაღლმა“ გადაფარა მისი ძირითადი პროფესია. ამ დროს კი გიორგი წითურის ანგარიშზეა, სპექტაკლები, ფესტივალის პრიზები და სიგელები, სატელევიზიო გადაცემები, რადიო პოდკასტები, სტატიები, ბლოგები, ნოველები, მუსიკალური სუპერვაიზინგი და კიდევ სხვა მრავალი. სულ რომ არ ვიცნობდე და არ ვიცოდე როგორი საინტერესო ადამიანია, ახლავე მომინდებოდა გაცნობა.
ერთ საღამოს სამეგრელოში მივდივარ მიუზიკლი უნდა დავდგაო რომ გვითხრა მეგობრებს, დილამდე ვიცინოდით. ის კი წავიდა და დადგა. თბილისშიც ჩამოიტანა, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში გაიტანა და ბრწყინვალე შეფასებაც მიიღო. ჰოდა სულ არ გამკვირვებია ამხელა წარმატება რომ ჰქონდა სპექტაკლებს მის სხვა ნამუშევრებთან შედარებით, გამოგიტყდებით და მე ისინი უფრო მომწონს, ამათ უდიდესი პლიუსი ჰქონდათ. ეს იყო ინგლისურ ენაზე ნამღერი არა საბავშვო საკონცერტო ნომრები, არამედ მიუზიკლი.
როგორც ზევით მოგახსენეთ, გადავწყვიტე ყველაზე ბანალური კითხვებით დამეწყო, რომ გავხურებულიყავით და გვენახა რა გამოვიდოდა ამ ინტერვიუდან.
ბანალური კითხვით დავიწყებ, არის სპექტაკლი რომელიც გამორჩეულად გიყვართ? (თავიდანვე მოვილაპარაკეთ რომ თქვენობით ვიქნებოდით)
უცნაურია, მაგრამ ასე გამორჩეულად არაფერი. ალბათ ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომელზეც ახლა ვმუშაობ ან რომელზეც, სამომავლოდ ვიმშუშავებ, ანუ რაც გეგმაში მაქვს განვახორციელო. და რა არის გეგმაში სამომავლოდ მოდი არ ვიტყვი, ცოტა მეშინია არ დავთარსო.
მაშინ დავუბრუნდეთ ჩემი ინტერესის საგანს, თქვენს მიერ განხორციელებული “მუსიკის ჰანგები” ბოლო ორი წლის მანძილზე მეორე მიუზიკლია. ასე მოგეწონათ ეს ჟანრი?
რატომ ისევ მიუზიკლი. ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო, არ დაგიმალვთ და როცა პირველად გადავწყვიტე, ბავშვებთან მუშაობა, ცოტა ვნერვიულობდი. მაგრამ რადგანაც პირველმა ცდამ, ანუ “ოლივერმა”, ასე გაამართლა, ჩემი ძალიან დიდი სირვილი სხვა რამეც გვეცადა. მინდოდა ბავშვები არ გაჩერებულიყვნენ და ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. „ოლივერზე“ იმხელა მოტივაცია ჰქონდათ ვერც კი წარმოიდგენთ. ყოველი ახალი ინგლისური ფრაზის ირგვლივ, 10-20 ახალ ფრაზას სწალობდნენ. ინტერესდებოდნენ ლონდონით, ბრიტანეთით, შემდეგ უკვე ბროდვეით და საერთოდ ეს ალბათ ერთერთი უმიშვნელოვანესი მომენტი იყო მათ ცხოვრებაში. გარდამტეხი. როდესაც გადაწვიტეს რომ გამოეღოთ ის ფანჯარა, საიდანაც მანამდე ალბათ პერიოდულად იპარებოდა სინათლე, მაგრამ იყო მიხურული. ამის პროცესის ნაწილად თავის შეგრძნება არის უმაგრესი.
არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შესაძლოა მესამე მიუზიკლსაც ველოდოთ?
ვერ დაგპირდებით, თუმცა შეუძლებელი არაფერია. თავიდან ზოგს „ოლივერც’ ვერ წარმოედგინა რომ დაიდგმებოდა. ჩვენ კი ორი სპექტაკლი გავაშანშალეთ. და თანაც რეგიონში. თბილისს ხომ გონია, რომ მის გარეთ ბევრი არაფერი ხდება. რაღა თქმა უნდა არ ვლაპარაკობ დიდ ქალაქებსა და დიდი ტრადიციების მქონე თეატრალურ დასებზე. ჰოდა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც გავიტანეთ და მარჯანიშვილის სცენაზეც ვითამაშეთ. ისეთი სიტვებით შეგვაქეს სად წავსულიყავი თუ სიმაყისა და თუ სირცხვილისგან არც ვიცოდი.
უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვით, ვიცი რომ მიუზიკლს თბილისის საერთაშორისო ფესტავილის წარმატებების შემდეგ არა ერთი მოწვევა აქვს სხვადასხვა ფესტივალზე საზღვარგარეთ.
ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მას შემდეგ რაც თბილისში, ფესტივალზე ჩამოვიტანეთ „მუსიკის ჰანგები“ და სადაც სპექტაკლს აღიარება და დიდი წარმატება ხვდა წილად, რამდენიმე უცხოურმა ფესტივალმა დაინტერესება გამოთქვა ენახათ ჩვენი სპექტაკლი მათ პროგრამაში. იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ ფინანსურ და ლოგისტიკურ საკითხებს და წავალთ კიდეც. ეს ბავშვებისთვის კიდევ ერთი გამოწვევა და თავგადასავლი იქნება. რა თქმა უნდა ვგეგმავთ წარმოდგენების გამართვას საქართველოში. ძალიან მინდა რომ ეს იყოს მოტივატორი სხვებისთვის. როცა რაღაც წარმოუდგენელი გეჩვენება, აუცილებელია რისკი და შრომა. აუცილებლად გამოვა.
საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ვიცით E-art-h თან ისევ თანამშრომლობოთ, რა პროექტებია მზადებაში.
საუბარია ბრეხტის ადრეული პიესის განხორციელებაზე. დიდი იმედი მაქვს ეს წამოწყება წარმატებული იქნება. ბრეხტის სამყაროში აღმოჩენა, დიდი ხანია ჩემი ოცნება გახლდათ.
სელნჯერი, სარტრი, ბრეხტი, ალბათ შექსპირის დროც მალე მოვა.
აქაც თავს შევიკავებ პროგნოზებისგან. თუმცა, ალბათ ამის დროც მოვა. ყოველი ახალი ავტორი, ჩემთვის გამოწვევაა. ვცდილობ კონკრეტულად მას დავუმეგობრდე, მაგრამ უნდა ვაღიარო ხშირად არ გამომდის.
იმედია ბრეხტთან გამოგივათ და თუ გამოგივათ აქვე შემპირდით რომ შემდეგ ინტევიუს ჩავწერთ.
ძალიან შევეცდები. მთავარია მანაც მოინდომოს ჩემთან მეგობრობა. ინტერვიუზე კი რა გითხრათ, მეეჭვება. ვფიქრობ ასე სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. რაც მაქვს იმას სპექტაკლებით ვამბობ. 2-3 მესიჯი (ახლა ასე ვამბობთ) თუ მივაწოდეთ მაყურებელს ისეთი რაზეც სახლშიც იფიქრებენ, ვთვლით რომ წარმოდგენა შედგა. რეალურად რამდენზეც გაგყვება განცდა და ფიქრი იმდენზეა კარგი სპექტაკლი, თუ ფილმი. სულ ეს დროა, მეტი აღარ. რა თქმა უნდა შედევრებზე არ ვლაპარაკობ, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გახსოვს.
დიახ ასეა. რას ფიქრობთ ახალ ავტორებზე. შეძლებენ ისინი დადონ კლასიკა?
მე პირადად ნინო ხარატიშვილის გარდა არავისთან მიმუშავია. თუმცა, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ახალი პიესა წავიკითხე და მოხარული ვარ, რომ ამდენი კარგი ავტორი გვყავს. იმედია მომეცემა საშუალება მათთან მუშაობის. ჩემი სურვილი ნამდვილად დიდია. რა თქმა უნდა, დადებენ. ვიღაცისთვის ის რაც დღეს „კლასიკაა“ მაშინ ჰო „დიდი ვერაფერი“ იყო?!
ნინო ხარატიშვილი ახსენეთ. როგორია მასთან მუშაობა?
ნინო არაჩვეულებრივი ავტორია. მისი გმირები ღრმა, კომპლექსური და ამავე დროს ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ყველა ადამიანი ჩვეულებრივია პრინციპში, თუ გამოვრიცხავთ ზოგიერთის შესაძლებლობას ზედმიწევნით ბრწყინვალედ აკეთოს თავისი საქმე. ნინო ასეთია. თბილისსა და ჰამბურგში მასთან ერთად სპექტაკლზე მუშაობა საინტერესო, სასიამოვნო და გამოცდილების დაგროვების კუთხით უკიდურესად საჭირო იყო.
და ბოლოს, ფიქრობთ ქართული თეატრის ახალი დღე ახლოს არის?
ვფიქრობ ის ახალგაზრდა რეჟისორები რომლებიც ახლა იწყებენ, ჩვენზე მეტად პროფესიონალები და მოტივირებული არიან ვიდრე ჩვენ ვიყავით მათ ასაკში. მათ აქვთ მეტი ინფორმაცია. ეს კი უდიდესი ძალაა. შენი გეგმისა და მიზნის განხორციელების ნახევარი თუ არა, მეოთხედი მაინც არის. მგონია რომ აი ეს ახალი დღე მათია. ყოველ შემთხვევაში მე ამის მჯერა.
…
ბიჭო, ჰა ეხლა გეყოს. წადი და გაშიფრე ეს – გამარჯობა, გიორგი წითური? დიახ დიახ, დაბრძანდით გეთაყვა ვინძლო ჩაი გეამოთ. მწვანე, თუ ელ გრეი?
ერთი რომ რეპეტიციაზე ვაგვიანებ და სხვას რომ თავზე …ტუუ-ტუუ… ვახურავ დაგვიანებაზე, მე რომ დავაგვიანო მერე ვიღას დავახურავ? რაღაცას კი დავახურავ მაგრამ არ იქნება ლამაზი. დახურვა ანუ. ნუ რაც არის
კეთილი ბატონო გიორგი, თავს აღარ შეგაწყეთ. მოკითხვა ბერტოლდს







