fbpx

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას“ რეჟისორი, მილოშ ფორმანი, გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

ლეგენდარული რეჟისორი, მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც მისი მეუღლე ამბობს, რეჟისორი დღეს დილით, აშშ-ში, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
რეჟისორს ყველაზე დიდი აღიარება მოუტანეს ფილმებმა “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, “თმა” და “ამადეუსი”.

მილოშ ფორმანის პირველმა სარეჟისორო ნამუშევარმა – “შავი პეტრე”, მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ლირიკულმა კომედიამ, რომელიც ჩეხი მოზარდის ცხოვრების ორ დღეს აღწერს, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო დაიმსახურა.

მილოშ ფორმანი 1932 წელს დაიბადა ჩეხეთში, ქალაქ ჩასლავში და 1968 წლის მოვლენების, “პრაღის გაზაფხულის” შემდეგ აშშ-ში გადასახლდა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.