fbpx

პიკასოს, მიროს და შაგალის მიერ შექმნილი ღვინის ეტიკეტები


გააზიარე სტატია

;

წყარო: http://vinoge.com/

Château Mouton-Rotshild მსოფლიო მეღვინეობის ყველაზე ელიტური ბრენდია. შატოს ღვინოები ბორდოს ღვინოების საუკეთესოთა ხუთეულშია Château Lafite-თან (შატო ლაფიტი), Chateau Latour-თან (შატო ლატური), Château Margaux-სა (შატო მარგო) და Château Haut-Brion-თან (შატო ო-ბრიონ) ერთად.
შატოს ვენახები მიეკუთვნება უმაღლეს კატეგორიას Premier Grand Cru Classe. იგი მდებარეობს ბორდოს ახლოს, პოიაკის აპელასიონში (მიკროზონა), რომელიც ფრანგული მევენახეობისა და მეღვინეობის ფლაგმანად არის მიჩნეული.

ეტიკეტი:

Château Mouton Rothschild

 

 

 

 

 

 

 

1922 წელს მამულებს სათავეში ბარონ ფილიპ დე როტშილდი ჩაუდგა.

პირველმა სწორედ მან მიმართა ცნობილ მხატვარს, ჟან კარლუს (Jean Carlu) ღვინის ეტიკეტის გასაფორმებლად და ამით საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომელშიც მე-20 საუკუნის საუკეთესო მხატვრები გაერთიანდნენ.
Château Mouton-Rotshild-ის ღვინის ეტიკეტზე ისეთი მხატვრები მუშაობდნენ, როგორებიც არიან მირო, შაგალი, პიკასო, ბრაკი, დალი, ჯეფ კუნსი, ვორჰოლი, კანდინსკი, კოქტო… პრინცი ჩარლზიც კი. სრული სია და ეტიკეტები:

მუშაობის პროცესში მხატვრებს სრული თავისუფლება ჰქონდათ, თუმცა გარკვეული თემების ირგვლივ უნდა ემუშავათ: ვაზი, ღვინის სმის სიამოვნება და ცხვარი, რომელიც შატოს ემბლემას წარმოადგენს.
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად, ბარონმა ფილიპმა მუტონის ეტიკეტების ცნობილი კონცეფცია შექმნა, რომელზეც ყოველ წელს თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი მხატვრები მუშაობდნენ. საზღაურს მათ Château Mouton-Rotshild-ის ღვინით უხდიდნენ: ხუთ ყუთს იმ ვინტაჟიდან, რომლის ეტიკეტებსაც მხატვრის ნამუშევარი ამშვენებდა და ხუთ ყუთსაც – დაძველებულ სასმელს. აღსანიშნავია, რომ 1945 წლის მუტონის ღვინის შესახებ მაიკლ ბროდბენტი წერდა: “ეს ბორდო კი არა, Mouton-ია, ჩერჩილი ღვინოთა შორის.”

1962 წელს Mouton-Rotshild-ში საზეიმოდ გაიხსნა მუზეუმი “ღვინო და ხელოვნება,” რომელიც ნაწილობრივ Grand Mouton-ის მიწისქვეშა სართულებზე იყო განლაგებული. მუზეუმის შექმნის პროცესი საიდუმლოდ მიმდინარეობდა, ამიტომ მეზობელი მეღვინეები ძალზე გაოცდნენ, როდესაც ბარონ ფილიპის პომპეზური პროექტის შესახებ შეიტყვეს. მუზეუმის შექმნაში ფილიპს მეორე ცოლი, ამერიკელი ბარონესა პაულესა და იმ დროის საკულტო მწერალი, ანდრე მალრო ეხმარებოდნენ. მათ ბროლის, ვერცხლის, გობელენების, ხალიჩებისა და სხვა ხელოვნების ნიმუშთა უძვირფასესი კოლექცია შეაგროვეს. თითოეული ექსპონატი, უძველესი კერამიკიდან – პიკასოს ტილოებამდე, რაღაცით მაინც ღვინის კულტურას უკავშირდებოდა.

2013 წელს მუზეუმის სივრცეში შეიქმნა ეტიკეტების ოთახი – the Labels Room (ამ სივრცის დიზაინი ეკუთვნის დიზაინერ ფრენსის ლაკლოშს), სადაც თავმოყრილია ყველა იმ ნამუშევრის ორიგინალი, რომელიც შეიქმნა შატოს ეტიკეტებისთვის.

The Paintings for the labels Room


რეკომენდებული სტატიები
Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები
თბილისში მოიძებნება რამდენიმე ადგილი, სადაც ტრადიციული კერძების რეცეპტები მინიმალურად არის შეცვლილი და გათანამედროვებული, ასევე შეცვლილია კერძების მიწოდების ფორმაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.