fbpx

16 აპრილი – დილიდან


გააზიარე სტატია

 

ინგლისური ბენდი Florence and the Machine თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი კლიპითა და მუსიკით დაგვიბრუნდა

ბენდის სოლისტის, ფლორენს უელჩის თქმით, 21 აპრილს ახალ ვინილს გამოუშვებენ, სადაც სიმღერა შევა.
წყარო: https://www.youtube.com/

 

My Best Friend’s Wedding-ის რიმეიქზე Sony იმუშავებს


ზუსტად ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პი ჯეი ჰოგანის საკულტო რომანტიკული კომედია My Best Friend’s Wedding ეკრანზე გამოვიდა და წლის ერთ-ერთ ჰიტად იქცა. ფილმში მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, კამერონ დიაზი, დერმოტ მალრუნი და რუპერტ ევერეტი ასრულებენ. ფილმის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ Sony-მ გადაწყვიტა ჰიტად ქცეული კინოსურათის ესპანურენოვანი ვერსია გადაიღოს. ფილმს მექსიკაში, გვადალახარაში გადაიღებენ, ჯულია რობერტსის პერსონაჟს კი ახალ ვერსიაში ანა სერადილია განასახიერებს.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

The Incredibles 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა

რეჟისორმა ბრედ ბირდმა, რომელმაც 2004 წელს ანიმაციური ფილმი The Incredibles შექმნა, ცოტა ხნის წინ მეორე ნაწილის გამოსვლა დააანონსა. როგორც რეჟისორი ამბობს, სუპერ ოჯახი დიდ ეკრანზე 14 წლის შემდეგ, 2018 წლის 15 ივნისს დაბრუნდება. პირველმა ნაწილმა კინოკომპანიას $992 მილიონზე მეტი მოგება მოუტანა, ბრედის აზრით კი ახალი ნაწილი გაცილებით უფრო მაღალშემოსავლიანი და პოპულარული გახდება.
წყარო: https://www.youtube.com

 

აღმოაჩინეს 3000 წლის პაპირუსი, სადაც სექსუალური შევიწროების ბრალდებით გასამართლებული კაცის ისტორიაა მოყოლილი


ეგვიპტეში აღმოაჩინეს 3000 წლის წინანდელი პაპირუსის ქაღალდი. როგორც პაპირუსის ქაღალდზე წერია, ძვ.წ. 1200 წელს ქალაქ ლუქსორში კაცს, სახელად პანები, ბრალი კორუფციასა და სექსუალურ ძალადობაში წაუყენეს. პანები მხატვარი იყო და ის სამეფო ოჯახის წევრებისთვის სამარხებს ხატავდა, თუმცა ბრალდების გამო მან სამსახური დაკარგა და მეტიც, სექსუალური ძალადობისთვის მას სასჯელად სიბნელეში ყოფნა მიუსაჯეს. პაპირუსის ქაღალდზე წერია, რომ პანებმა სამსახური მოტყუებით დაიწყო, შემდეგ კი სამეფო სამარხების გაქურდვას მიჰყო ხელი. გარდა ამისა, ის ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა რამდენიმე ქალზე.
წყარო: https://www.independent.co.uk/

სერიალ Homeland-ის ვარსკვლავი კლერ დენსი, ოსკაროსან ოქტავია სპენსერთან და The Big Bang Theory-ის ჯიმ პარსონსთან ერთად, ახალ დრამაში მონაწილეობს

ალექსს (კლერ დენსი) და გრეგს (ჯიმ პარსონსი) ოთხი წლის ბიჭი ჯეკი ჰყავთ, რომელიც სუპერგმირების ნაცვლად კონკიად ყოფნაზე ოცნებობს და საკუთარ თავს გოგოდ აღიქვამს. მშობლებს პრობლემების დაძლევასა და ჯეკს საკუთარი გენდერული იდენტობის აღქმაში მისი სკოლის დირექტორი ჯუდი (ოქტავია სპენსერი) ეხმარება. ფილმის პრემიერა 2018 წლის 8 ივნისს იგეგმება.
წყარო: https://www.youtube.com/

 

88 წლის ასაკში ცნობილი იტალიელი რეჟისორი და კინოსცენარისტი ვიტორიო ტავიანი გარდაიცვალა

ფილმებზე ის თავის უმცროს ძმასთან, პაოლოსთან ერთად მუშაობდა. ისინი კინოს სამყაროში ძმები ტავიანების სახელით არიან ცნობილი.
წყარო: https://twitter.com/

გვინეტ პელტროუმ ლოს-ანჯელესში 400-კაციანი ნიშნობის წვეულება გამართა

მსახიობი გვინეტ პელტროუ გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. მისი რჩეული პროდიუსერი ბრედ ფალჩუკია, რომელთან ერთადაც გვინეტმა სერიალ Glee-ს გადაღებების დროს იმუშავა და სულ მალე კიდევ მოუწევს თანამშრომლობა რაიან მერფის ახალ სერიალზე The Politician. ნიშნობის აღსანიშნავად წყვილმა წვეულება ლოს-ანჯელესის თეატრში დღეს გამართა და მას 400-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პელტროუს მეგობრები და კოლეგები – ჯულია რობერტსი, კამერონ დიაზი, რიზ უიზერსპუნი, ჯენიფერ ენისტონი, კეიტ ჰადსონი, ლივ ტაილერი, სტივენ სპილბერგი, ჩელსი ჰენდლერი, დემი მური და ა.შ.
წყარო: http://people.com

16 აპრილს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება კამერული მუსიკის კონცერტი

Image may contain: one or more people and text

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს იაპონელი და ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარი ანსამბლი After Hours Session. კონცერტის პროგრამა მრავალფეროვანია და აგებულია ევროპელი, იაპონელი და ქართველი კომპოზიტორების კამერული ჟანრის ნაწარმოებებზე.
წყარო: https://www.facebook.com/

 

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლის გახდა

Image may contain: 1 person

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 15-დან 18 აპრილის ჩათვლით სპექტაკლების შოუ ქეისი გაიმართება, რომელთაც უცხოეთიდან ჩამოსული სპეციალური სტუმრები დაესწრებიან. სპექტაკლები წარმოდგენილი იქნება ქართულ და რუსულ ენებზე, ინგლისური სუბტიტრებით.
15 აპრილს მაყურებელი ნახავს სპექტაკლებს “რწყილი და ჭიანჭველა”, “წითელქუდა”, “EVANGELION” და “ღამე და თუთიყუში.”
წყარო: https://www.facebook.com

 

სან-ფრანცისკოში მიმდინარე კინოფესტივალზე ჰოლივუდის ოსკაროსანმა ვარსკვლავმა შარლიზ ტერონმა გასული წლის მძაფრსიუჟეტიანი კინოჰიტის, Atomic Blonde-ის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა

atomic blonde 2

სამხრეთ აფრიკელი მსახიობის თქმით, ფილმის მეორე ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გადაღებებისა და პრემიერის თარიღები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რეჟისორმა ადრევე განაცხადა, რომ გაგრძელებაში მაყურებელი 90-იან წლებში განვითარებულ ისტორიას იხილავს ორმაგ ჯაშუშ ქალ პერსონაჟზე, ფილმებს კი იქამდე გადაიღებენ, სადამდეც ამას შარლიზ ტერონი მოისურვებს, თანაც სცენარის ავტორ კურტ ჯონსტადს თავიდანვე კინოტრილოგია ჰქონდა ჩაფიქრებული.
წყარო: http://entertainment.ie

სამხრეთ აფრიკელი მსახიობის თქმით, ფილმის მეორე ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გადაღებებისა და პრემიერის თარიღები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რეჟისორმა ადრევე განაცხადა, რომ გაგრძელებაში მაყურებელი 90-იან წლებში განვითარებულ ისტორიას იხილავს ორმაგ ჯაშუშ ქალ პერსონაჟზე, ფილმებს კი იქამდე გადაიღებენ, სადამდეც ამას შარლიზ ტერონი მოისურვებს, თანაც სცენარის ავტორ კურტ ჯონსტადს თავიდანვე კინოტრილოგია ჰქონდა ჩაფიქრებული.
წყარო: http://entertainment.ie


რეკომენდებული სტატიები
“ციცინათელების სამარხის” რეჟისორი და სტუდია “გიბლის” თანადამაარსებელი ისაო ტაკაჰატა  გარდაიცვალა
Play Video

“ციცინათელების სამარხის” რეჟისორი და სტუდია “გიბლის” თანადამაარსებელი ისაო ტაკაჰატა გარდაიცვალა

“ციცინათელების სამარხის” რეჟისორი და სტუდია “გიბლის” თანადამაარსებელი ისაო ტაკაჰატა  გარდაიცვალა
იაპონური ანიმეს რეჟისორი და სტუდია “გიბლის” თანადამაარსებელი ისაო ტაკაჰატა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.