ანა ურუშაძის “საშიში დედა” ევროპული კინოს მე-19 ფესტივალის გამარჯვებულია
გააზიარე სტატია
არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ქართული ფილმი “საშიში დედა” კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. კინოსურათმა ამჯერად ევროპული კინოს რიგით მე-19 კინოფესტივალზე გაიმარჯვა.
“საშიშმა დედამ”, ევროპის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციას Fipresci-ს ჯილდო დაიმსახურა.
“მადლობა ანა ურუშაძეს, იმ უნარისთვის, რომ გვაჩვენა როგორ იბრძვის ქალი საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად”, – ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.
“საშიში დედა” 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.
აღსანიშნავია, რომ ანა ურუშაძის ქართული ფილმი პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.
Play Video