fbpx

Boyhood-ის რეჟისორის ახალ ფილმში მთავარ როლს ქეით ბლანშეტი შეასრულებს


გააზიარე სტატია

ოსკარის ნომინანტი რეჟისორი, Boyhood-ისა და Before ტრილოგიის ავტორი (Before Sunrise, Before Sunset და Before Midnight), რიჩრდ ლინკლეიტერი ახალ ფილმზე მუშაობს.

Where’d You Go, Bernadette ასე ჰქვია კინოსურათს, რომელშიც მთავარ როლს ქეით ბლანშეტი შეასრულებს.

ფილმი მარია სემპლის ბესტსელერი რომანის ადაპტაცია იქნება. ისტორიის ეპიცენტრში კი აგორაფობიით (გაშლილი სივრცის შიში) შეპყრობილი ბერნადეტ ფოქსია (ქეით ბლანშეტი), რომელიც სახლიდან მას შემდეგ გარბის, რაც გაიგებს, რომ მისი ოჯახი არდადეგების გატარებას ანტარქტიდაზე გადაწყვეტს. ბერნადეტი ქრება, ოჯახი კი მის მოძებნას გადაწყვეტს, რა დროსაც ყველაზე დიდ საიდუმლოებებს აეხდება ფარდა.

ბლანშეტის გარდა ფილმში მონაწილეობას მიიღებენ კრისტენ ვიგი, ჯუდი გრინი, ლოურენს ფასბენდერი და ბილი კროდუპი.

წყარო: https://www.imdb.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.