24 აპრილი – დილიდან
ოსკარის ნომინანტი მსახიობი ემი ადამსი სულ მალე HBO-ს ახალ სერიალში Sharp Objects მთავარ როლს შეასრულებს
ადამსი სერიალში რეპორტიორის როლს მოირგებს, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში ორი თინეიჯერი გოგონას სასტიკი მკვლელობის გასაშუქებლად ჩადის. კამილა (ემი ადამსი) არასდროს საუბრობდა საკუთარ წარსულზე, მის მშობლებზე და ძმაზე, თუმცა ქალაქში დაბრუნებისას ძველ სახლში დარჩენა მოუწევს და გადარჩენისთვის საკუთარ წარსულში, აწმყოსა და მომავალში გარკვევა დასჭირდება. სერიალის სიუჟეტი ჯილიან ფლინის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, რომელსაც ეკუთვნის ისეთი გახმაურებული წიგნი, როგორიცაა Gone Girl, მისი ეკრანიზაცია დეივიდ ფინჩერმა 2014 წელს გადაიღო. სერიალის რეჟისორად ჟან-მარკ ვალიც მოგვევლინება. ცოტა ხნის წინ HBO-მ სერიალის პირველი ტიზერი გაავრცელა:
წყარო: https://www.youtube.com
კანადის ქალაქ ტორონტოში მიკროავტობუსი ტროტუარზე გადავიდა და ხალხში შევარდა
პოლიციის განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმის შემდეგ ავტომობილის მძღოლმა დანაშაულის ადგილი მიატოვა, თუმცა პოლიციამ თავდასხმაში ბრალდებული მალევე დააპატიმრა. პოლიცია მძღოლის წარმომავლობასა და მის სავარაუდო მოტივზე ინფორმაციას არ ავრცელებს. ამ დროისთვის უცნობია დაშავებულების მდგომარეობაც.
წყარო: https://edition.cnn.com
მსახიობი შარლოტა გინზბურგი ყველაზე გავლენიანი ამერიკული სააგენტოს CAA-ის კლიენტი გახდა
Creative Artists Agency-ის კლიენტები ჰოლივუდის A კლასის მსახიობები არიან, მათ შორის: მერილ სტრიპი, ქეით ბლანშეტი, ტომ ჰენქსი, ჯულია რობერტსი, ჯენიფერ ენისტონი, ჯულიანა მური, ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი, ჯესიკა ჩესტეინი, რობერტ დე ნირო, მაიკლ ფასბინდერი, ენ ჰეთეუეი, სკარლეტ იოჰანსონი, ჰელენ მირენი, ნიკოლ კიდმანი, ჯენიფერ ლოურენსი, ქეით უინსლეტი, სარა პოლსონი, ემა უოტსონი, ემა სტოუნი, ჯესიკა ჩესტეინი და სხვები. საერთო ჯამში სააგენტო 1200 მსახიობს, მომღერალსა და შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენელს ემსახურება.
წყარო: http://variety.com/
მსახიობმა ნიკოლას ქეიჯმა სამსახიობო კარიერის დასრულება დააანონსა და თქვა, რომ რეჟისორობა სურს
“ამ დროისთვის მე ძირითადად კინოში ვთამაშობ და ვაპირებ კიდევ 3 ან 4 წელი გავაგრძელო, შემდეგ კი მინდა რეჟისურაში ვცადო ძალები,” – ამბობს მსახიობმა. ქეიჯის ერთადერთი და სადებიუტო რეჟისორული ნამუშევარი “ჟიგოლო” 2002 წელს გამოვიდა.
54 წლის მსახიობს კარიერის განმავლობაში 80-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
წყარო: http://www.nme.com/
NASA მთვარეზე სადგურს 2025 წლამდე ააშენებს
სადგურის დიზაინზე მუშაობა და ინდივიდუალური კომპონენტების დამზადება 2019 წლიდან დაიწყება. NASA ცალკეული მოდულის დიზაინს მთვარეზე 2023 წელს გაგზავნის. 30-60-დღიან მისიაში ოთხი ადამიანი ჩაერთვება.
წყარო: https://www.inverse.com/
Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin-მა შესაძლოა კოსმოსში ტურისტები წლის ბოლომდე გაუშვას
ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა. ბობ სმიტმა განმარტა, რომ Blue Origin მგზავრობისთვის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფაზე მუშაობს. ჯეფ ბეზოსმა დეკემბერში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ მიფრინავს მანეკენი Blue Origin-ის ხომალდით კოსმოსში. ხომალდი 6 ადამიანისთვის არის განკუთვნილი და მას დედამიწიდან 100 კილომეტრზე შეუძლია აფრენა. ჯერ უცნობია რა ეღირება კოსმოსში მოგზაურობა.
წყარო: https://www.cnbc.com/
იდრის ელბა Netflix-ის ახალ კომედიურ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს ჰოლივუდის მსახიობი ძიძას განასახიერებს
8-სერიანი შოუს მთავარი პერსონაჟი ჩარლია, რომელსაც ძალიან უნდა დიჯეი გახდეს, თუმცა ამ საქმეში არაფერი გამოსდის. საბოლოოდ ის ძიძად იწყებს მუშაობას. ბავშვი კი სამი წლის რთულად აღსაზრდელია.
წყარო: https://www.blackgirlnerds.com/