fbpx

ბავშვების გართობა „გაჯეტების“ გარეშე


გააზიარე სტატია

როგორ გავართოთ ბავშვები ელექტრონული ხელსაწყოების გარეშე?
როგორ დავაინტერესოთ ისინი მეცნიერებით?
როგორ გავხადოთ მათთან ერთად გატარებული დრო მხიარული, საინტერესო და პროდუქტიული?
როგორ ვაქციოთ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთები ექსპერიმენტების მასალად?

 

ამ კითხვებზე პასუხს პერიოდულად უამრავი მშობელი ეძებს.. არიან ისეთებიც, ვისაც არ ეზარება თავისი გამოცდილების გაზიარება და ამ ტიპის მშობლების ნაწილი სხვებთან საკომუნიკაციოდ ბლოგებს ან ვლოგებს იყენებს.

მშობლების ბლოგებისა და ვლოგების მიმართ, როგორც წესი, დიდი ინტერესი არსებობს, მიმზიდველია საბავშვო პროდუქტებით მოვაჭრე კომპანიებისთვის ამ ტიპის რესურსებში რეკლამის განთავსება და თუ ის უნარები გაქვთ, რაც ბლოგის მართვას ან ვიდეოების მომზადებას სჭირდება, შეგიძლიათ თქვენც დაფიქრდეთ ამ ტიპის საქმიანობაზე.

მანამდე კი წარმოგიდგენთ რამდენიმე მშობელს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას ინტერნეტმომხმარებლებს მოკლე ვიდეოების საშუალებით უზიარებენ.

TheDadLab

ორი პატარა ბიჭუნას, ალექსისა და მაქსის მამის, სერგეის გვერდია, სადაც ის კრეატიული თამაშების, ექსპერიმენტების, შემეცნებითი თამაშების და ჩხირკედელაობის ამსახველ კონტენტს ანთავსებს. სერგეი ამბობს, რომ გვერდის მიზანი იყო სხვა მშობლების შთაგონება, რომ ბავშვებთან დრო უფრო ხარისხიანად გაეტარებინათ და მათთვის საჭირო ცოდნა გასაგები გზით გადაეცათ. მასალები, რასაც ამ სამი ბიჭის ვიდეოებში შეხვდებით, ადვილად საპოვნელია როგორც ნებისმიერ ოჯახში, ასევე ახლომდებარე მაღაზიებში;
ვებსაიტი: – https://thedadlab.net/

 

არქიტექტორი და ავეჯის დიზაინერი ანა ზინგელი ლოს

ანჯელესიდან ბლოგს ბავშვების შემოქმედებითი თამაშების შესახებ თავის მეუღლესთან ერთად აკეთებს, რომელიც ვიდეოგრაფია. მათ სამი შვილი ჰყავთ და თვლიან, რომ ბავშვების სწორი განვითარებისთვის საჭიროა ბევრი შემოქმედებითი აქტივობა, რომლებიც ერთი მხრივ, ბავშვებს ეხმარება სამყაროს შეცნობაში, მეორე მხრივ კი აერთიანებს და ამხიარულებს ოჯახის ყველა წევრს. ანასთვის მისი ცოდნა და გამოცდილება დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა. მისი ბლოგიდან შესაძლებელია მის მიერ დაწერილი წიგნების შეძენა ბავშვთა აქტივობების შესახებ.
ვებსაიტი: – https://babbledabbledo.com/

 

მოდი ვითამაშოთ 

ქართულენოვანი რესურსია, რომლის ავტორიც ცდილობს ბავშვების გართობას ეკრანების გარეშე და ამისთვის სხვადასხვა გზას ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა ბლოგერებთან შედარებით კონტენტი ნაკლებად პრეზენტაბელურია, ამ ინიციატივის სიკეთე ის არის, რომ თბილისშია და პერიოდულად ისეთ ვორკშოფებს სთავაზობს სხვა მშობლებს, რაც შესაძლოა საინტერესო იყოს. ამ გვერდის ავტორს კარგად ესმის საბავშვო კონტენტის კომერციალიზაციის პერსპექტივები და კიდევ ერთი სერვისი, რასაც მის ირგვლიც შემოკრებილ კომუნას სთავაზობს, საბავშვო ფოტოსესიებია.

Youtube არხი

 


რეკომენდებული სტატიები
აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება

აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება

აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება
როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება და გავხადოთ ბავშვების ეკრანებთან გატარებული დრო უფრო საინტერესო?
განსაკუთრებული სასტუმროები წყალქვეშ, ალპებში, უღრან ტყეებსა და კონფლიქტურ რეგიონებში

განსაკუთრებული სასტუმროები წყალქვეშ, ალპებში, უღრან ტყეებსა და კონფლიქტურ რეგიონებში

განსაკუთრებული სასტუმროები წყალქვეშ, ალპებში, უღრან ტყეებსა და კონფლიქტურ რეგიონებში
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე განსაკუთრებული კონცეფციის სასტუმროს, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს სხვადასხვა გემოვნებისა და მისწრაფების ადამიანებისთვის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.