25 აპრილი – დილიდან
კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმის პირველი დეტალები გაამხილა
როგორც უკვე იცით, კვენტინ ტარანტინო ახალ ფილმს იღებს, რომლის სახელიც “ერთხელ ჰოლივუდშია”, მთავარ როლებს კი ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებენ.
ფილმთან დაკავშირებით ბევრი დეტალი ჯერ გახმაურებული არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ იქნება და სიუჟეტი 1969 წელს განვითარდება.
ეს სწორედ ის წელია, როდესაც „მენსონის ოჯახის“ ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ. მენსონის დავალებით სასტიკად მოკლედ სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი.
ტარანტინომ ერთ-ერთ ინტერვიუში ფილმის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის სტილითა და ხარისხით ისეთივე იქნება, როგორიც Pulp Fiction. „ეს იქნება ამბავი 1969 წლის ჰოლივუდზე, იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა კინოსამყარო, როგორ იცვლებოდა ჰოლივუდი ყოველდღე, ყველა ქუჩიდან და ყველა დასახლებიდან. ასევე, მსურს ვთქვა, რომ ლეონარდოსა და ბრედის დუეტი პოლ ნიუმენისა და რობერტ რედფორდის შემდეგ ყველაზე საინტერესო და დინამიკური დუეტი იქნება“, – ამბობს რეჟისორი.
ფილმის გამოსვლის თარიღად 2019 წლის 9 აგვისტო სახელდება.
წყარო: https://jezebel.com/a
Venom-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა და წინასგან განსხვავებით, მასში უკვე ვენომიც გამოჩნდა
მიუხედავად იმისა, რომ კომიქსებით ვენომი მარველის სამყაროს ნაწილია, ფილმი Marvel Studios-ის ნაწილი არ იქნება. კომპანია Sony-ს მიერ შექმნილი ფილმი მოგვითხრობს ჟურნალისტ ედი ბროკის ისტორიას, რომელიც კოსმოსური ცოცხალი ორგანიზმის, სიმბიოტის ნაწილი ხდება. Venom-ის პრემიერა 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მთავარ როლებში არიან ტომ ჰარდი, მიშელ უილიამსი, ვუდი ჰარელსონი და რიზ აჰმედი.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=u9Mv98Gr5pY
Facebook-ისა და კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი ნდობის აღდგენას ცდილობს
ამ კამპანიის მორიგი ნაბიჯია პოლიტიკური რეკლამების განთავსების ახალი წესი. ამიერიდან ყველას, ვინც პოლიტიკური რეკლამის განთავსებას გადაწყვეტს, ვერიფიცირების გავლა მოუწევს. თავად პოლიტიკურ კონტენტს კი სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ექნება, რომელსაც „პოლიტიკური რეკლამა“ და მისი დამკვეთის ვინაობა ეწერება.
წყარო: https://www.engadget.com/
დღის ვიდეო: ნიკოლ კიდმანი ქმართან ერთად მღერის
წყარო: https://www.instagram.com
ემა უოტსონი სექს-ტრეფიკინგში ჩათრევას გადაურჩა
Smallville-ის მსახიობი ელისონ მეკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს, სავარაუდოდ, ჰარი პოტერის ვარსკვლავის, ემა უოტსონის ჩათრევასაც ცდილობდა ამ საქმიანობაში. ამას მოწმობს ელისონის ტვიტერიც.
ჟურნალისტებმა არაერთ პოსტს მიაგნეს, სადაც მეკი უოტსონს ქალთა გაერთიანებაში გაწევრიანებას სთავაზობს. საქმე ეხება სექტა NXIVM-ს, რომლის დამფუძნებელი კიტ რანიერი მექსიკაში გასულ კვირას დააპატიმრეს. დაკავებულებს ადამიანებით ვაჭრობასა და მათ სექს-მონობაში ჩათრევაში ედებათ ბრალი.
წყარო: http://people.com
ცნობილია კანის კლასიკური ფილმების პროგრამა
კანის კლასიკური ფილმების პროგრამაში ბრიტანელი დოკუმენტალისტის, მარკ კოუსინსის ფილმი “The Eyes of Orson Welles” იქნება ნაჩვენები. დოკუმენტური ფილმი ორსონ უელსის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებზეა, რომელიც აქამდე საჯაროდ არ ყოფილა გამოფენილი.
გარდა რამდენიმე დოკუმენტური ფილმის პრემიერისა, სექციაში წარმოდგენილი იქნება ინგმარ ბერგმანის „მეშვიდე ბეჭედი,” ვიტორიო დე სიკას „ველოსიპედის გამტაცებლები,” იასუძირო ოძუს „ტოკიური ამბავი” და სხვა.
წყარო: http://www.indiewire.com/
ამერიკის კინოაკადემია ოსკარის 91-ე დაჯილდოების თარიღებს აქვეყნებს
დაჯილდოება 24 თებერვალს გაიმართება. ცერემონიის სხვა მნიშვნელოვანი თარიღების სრული სია კი ასეთია:
18 ნოემბერი, 2018 – Governors Awards (საპატიო ოსკარი)
7 იანვარი, 2019 – ნომინაციებისთვის ხმის მიცემის დაწყება
14 იანვარი, 2019 – ნომინაციებისთვის ხმის მიცემის დახურვა
22 იანვარი, 2019 – ნომინანტების დასახელება
4 თებერვალი, 2019 – ოსკარის ნომინანტების ლანჩი
9 თებერვალი, 2019 – სამეცნიერო და ტექნიკური დაჯილდოება
12 თებერვალი, 2019 – ფინალური ხმის მიცემის დაწყება
19 თებერვალი, 2019 – ფინალური ხმის მიცემის დასრულება
24 თებერვალი, 2019 – 91-ე ოსკარის ცერემონია.
წყარო: http://variety.com/
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თამარ შარაბიძის საჯარო ლექციას მასპინძლობს
ლექციის თემაა ნიკოლოზ ბარათაშვილი. პოეტის ცხოვრების ის დეტალები, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, კამათის და განხილვის საგანია. განსაკუთრებით, მისი მოღვაწეობის ის წლები, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარა.
წყარო: https://www.facebook.com/