fbpx

ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ცხოველი“


გააზიარე სტატია

Millimeter Films-ში სრულდება რეჟისორ ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის მონტაჟი, რომელსაც სახელად „ცხოველი“ ჰქვია.

„ცხოველი“ მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის შესახებ, რომელიც ყოფითი პრობლემების გარდა, მის გარემომცველ სამყაროში დაბუდებულ ტოტალურ დაუნდობლობას ხედავს. ამის წინააღმდეგ დადგომას კი ის თვითონაც აკრძალული ხერხით გადაწყვეტს.

ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გარდა, ამირან დოლიძეს გადაღებული აქვს რამდენიმე საინტერესო დოკუმენტური პროექტი, მათ შორის „განძი“, „მე, სამფეხა და ზურაბ რთველიაშვილი“, „რეპეტიცია“, „მერე იტყვიან: ხომ გეუბნებოდით გიჟიაო“.

ფილმი „ცხოველი“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.

ფოტოები: Millimeter Film


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.