fbpx

მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში


გააზიარე სტატია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას ჯერ ვერ ეყო გამბედაობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანაფის შენახვა-მოხმარება-კულტივაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები რეალობაში გადმოეტანა, კანონად ექცია და კანაფი საქართველოში ლეგალური გამხდარიყო…

და მიუხედავად ამ სიცარიელისა კანონმდებლობაში, ჩვენ მთავრობას კანაფის მომხმარებლების დასჯის ბერკეტი მაინც გამოეცალა ხელიდან.

ეს კი საკმარისი გახდა, რომ ქვეყანაში კანაფის მოყვანისა თუ მოხმარების გარშემო არსებული ეკონომიკა შექმნილიყო.

ბოლო თვეებია სოციალურ ქსელებში არაერთი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც კანაფის გროუერებს თუ მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

 

დავიწყოთ თავიდან:

კანაფის ხარისხიანი თესლები

(კანაფის თესლი არ შეიცავს THC-ს, ნივთიერებას, რომელიც იწვევს ნარკოტიკულ თრობას, ასე რომ, მისი ფლობა, შეძენა თუ ტრანსპორტირება არ წარმოადგენს არანაირ დანაშაულს)

Errors-Seeds.Ge – კანაფის თესლების ერთ-ერთი ყველაზე პირველი და დიდი იმპორტიორი ქვეყანაში. კომპანია უკრაინულია და საქართველოში კანაფის თესლებს უკრაინული seed-bank-იდან გზავნის. უზარმაზარი ასორტიმენტით და ხანგრძლივი დროის მანძილზე შექმნილი რეპუტაციით, Errors Seeds ყველაზე გამორჩეული და ცნობილი კომპანიაა ამ ბაზარზე.

Seed Barrett – მარიხუანას თესლები – ამ ფეისბუქ-გვერდზე შეძლებთ კანაფის ავტომოყვავილე თესლების შეძენას. ფასი – 5 თესლი 50 ლარად.

Seed Barrett შეძენილ თესლებს მოგაწვდით ფოსტით, საქართველოს მასშტაბით.

Seed Onia – ეს ფეიჯი ჰოლანდიურ, ხარისხიან თესლებს გთავაზობთ და ახალბედა გროუერებს ასწავლის, როგორ გაზარდონ მცენარე.

მარიხუანას თესლების ყიდვა – ეს ინდმეწარმე დანარჩენებისგან იმით განსხვავდება, რომ თესლების გარდა კანაფის ჩითილებსაც ყიდის. ასე რომ, თუ თქვენით ვერ ახერხებთ კანაფის გაცოცხლებას, ეს პროფილი თქვენთვისაა.

Cannabis Seeds / კანაფის თესლები – ამ დახურულ ჯგუფში, რომელიც ათასზე მეტ წევრს აერთიანებს, შეგიძლიათ შეიძინოთ კანაფის თესლები და გაცვალოთ ინფორმაცია უკვე გამოცდილ გროუერებთან.

 

გროუ-ბოქსები, გასაზრდელი საშუალებები

მას მერე, რაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველი ჯიშის კანაფს, იმაზეც უნდა იზრუნოთ, თუ სად გაზრდით მას და როგორ მოუვლით.

ავტომოყვავილე ჯიშები სასურველია, რომ სახლში, სპეციალური გროუ-ბოქსის პირობებში გაზარდოთ.

ბროუ-ბოქსი (grow box) – სპეციალური კარადა, რომელშიც ყველა პირობაა შექმნილი მცენარის სწრაფად და კარგად გასაზრდელად: თერმოიზოლაცია, სრული სპექტრის განათება, ვენტილაცია, განათების ტაიმერი, რათა მცენარეს ზრდის ბუნებრივი ციკლი არ დაერღვეს და ა.შ.

GrowGrow – თბილისში, აბაშიძის 82-ში გახსნილი ეს მაღაზია დღეს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა. აქ შეიძენთ ყველაფერს, რაც თქვენი მცენარის გაზრდისთვის დაგჭირდებათ – გროუ-ბოქსებს, სპეციალურ ნაჭრის ქოთნებს, სრული სპექტრის LED სანათებს, სასუქს და სხვადასხვა ქიმიკატებს. სრულად აღჭურვილი გროუ-ბოქსების ფასი 600 ლარიდან იწყება.

ფიტო განათება – მცენარეს, ოთახის პირობებში განვითარებისთვის სპეციალური ფიტო-განათება სჭირდება. ეს სტარტაპი სწორედ ასეთი განათებების მოწოდებაში სპეციალიზდება, თუმცა მათთანაც შეძლებთ სრულად აღჭურვილი გროუ-ბოქსების შეძენას 650 ლარიდან.

Grow Box Grower – ეს სტარტაპიც გროუ-ბოქსების, ვეგეტაციისა და ყვავილობის ვიტამინების გაყიდვაზეა ორიენტირებული. ვიტამინებს 13 ლარად შეიძენთ, გროუ-ბოქსების ფასი ფეიჯზე დაკონკრეტებული არაა.

Grow Box Georgia – ფიტო-რეფლექტორებისა და გროუ-ბოქსების არჩევანი.

 

მოსაწევი საშუალებები

მას მერე, რაც მოსავალს მოიყვანთ, დროა დააგემოვნოთ კიდეც.

ტრადიციული ჯოინთების გარდა, არსებობს კანაფის მოხმარების სხვადასხვა ბონგები, ფაიფები და ჩიბუხები.

მაგალითად:
Smoking Accessories • მოსაწევი აქსესუარები – შუშის ხარისხიანი ბონგები 120 ლარიდან.

Shop 22 – წინამძღვრიშვილის 13-ში მდებარე ამ მაღაზიაში შეიძენთ სპეციალურ “თავს”, რომლითაც შეძლებთ ნებისმიერი ბონგი ხელის მარტივი მოძრაობით ბონგად გადააქციოთ.

გროზნოს 3 • Groznos 3 – ამავე მისამართზე შეძლებთ ხელნაკეთი აქსესუარების და მოსაწევი საშუალებების შეძენას.

ჩაყარედაჩაუკიდე – ხელნაკეთი მოსაწევი საშუალებები 15 ლარიდან.

 


რეკომენდებული სტატიები
მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში

მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში

მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში
ბოლო თვეებია სოციალურ ქსელებში არაერთი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც კანაფის „გროუერებს“ თუ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს
მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა

მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა

მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა
ორგანიზებული დანაშაულის შესახებ სამეცნიერო კვლევის თანახმად, მექსიკის მოსაზღვრე იმ ამერიკულ შტატებში, სადაც სამედიცინო მარიხუანას წარმოება და გაყიდვა ლეგალური გახდა, მძიმე დანაშაულისა და მკვლელობების რიცხვი 13%-ით შემცირდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.