fbpx

სოლოლაკის ერთ-ერთი ისტორიული შენობის სადარბაზოში ჭერი გაჭრეს


გააზიარე სტატია

განახლება:  სოლოლაკის ერთ-ერთ ისტორიულ სახლში ვანდალურად განხორციელებული „რემონტის“ შესახებ, ახალი ფაქტები გამოვლინდა.

კერძოდ, Tamara Amashukeli-ს ფეისბუკ-გვერდზე დადებული ფოტომასალის მიხედვით, ისტორიული სადარბაზოს ვანდალურად განადგურება „სარეაბილიტაციო სამუშაოებადაა“ რეგისტრირებული, ხოლო ნებართვა გაცემულია 2013 წელს მერიის არქიტექტურული საბჭოს მიერ.

No automatic alt text available.

 

სოლოლაკში, ტ. ტაბიძისა და ლ. ასათიანის ქუჩების კუთხეში, ერთ-ერთი გამორჩეული შენობის სადარბაზო გამოუსწორებლად დაზიანდა. კერძოდ, სადარბაზოში, ყოველგვარი შესაბამისი ნებართვის გარეშე, განადგურებულია უნიკალური კედლის მხატვრობა, გაჭრილია ჭერი და დამონტაჟებულია სხვენში ამავალი რკინის კიბე.

იმავე შენობაში მდებარეობს “წმინდა გიორგის სახელობის” ჰოსტელიც. სხვენში ახლა კაფე-ბარია მოწყობილი, რომელიც ავსტრალიელ მოქალაქეს აქვს იჯარით აღებული. ავსტრალიელი ამბობს, რომ მან ახლახან აიღო ეს ფართი და რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, ეს კიბე უკვე ოთხი წელია, რაც დამონტაჟებულია.

შენობა მე-19 საუკუნის ბოლოსაა აგებული და თბილისელი სომეხის, პირველი გილდიის ვაჭრის, ტერ-აკოპოვის მეუღლეს, ეველინას ეკუთვნოდა. სახლის არქიტექტორის გვარი უცნობია. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და სოლოლაკის შენობების უმრავლესობის მსგავსად, რესტავრაციას საჭიროებს.

ფართის მფლობელის ვინაობა, რომელიც ძეგლის დაზიანებაზეა პასუხისმგებელი, ჯერჯერობით უცნობია.


რეკომენდებული სტატიები
მიტოვებული შენობების რეკონსტრუქციის წარმატებული მაგალითები

მიტოვებული შენობების რეკონსტრუქციის წარმატებული მაგალითები

მიტოვებული შენობების რეკონსტრუქციის წარმატებული მაგალითები
უფუნქციოდ ან უპატრონოდ დარჩენილი, მიტოვებული და გაპარტახებული შენობები ახალი შინაარსით დატვირთვას ელიან
თარხნიშვილი - მუსიკალური ქუჩა და კერძო ინიციატივის დაბრკოლებები

თარხნიშვილი - მუსიკალური ქუჩა და კერძო ინიციატივის დაბრკოლებები

თარხნიშვილი - მუსიკალური ქუჩა და კერძო ინიციატივის დაბრკოლებები
თუ ზაფხულის შემდგომ თარხნიშვილის ქუჩაზე ფეხით გაგივლიათ, აუცილებლად მოისმენდით მუსიკას, რომელიც მთელი ქუჩის გაყოლებაზე დამონტაჟებული დინამიკებიდან იღვრება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.