რიკარდო ბოფილი – ფერები და პოეზია არქიტექტურაში


გააზიარე სტატია

ნატიფი არქიტექტურა, საზოგადოების გემოვნების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. საყოველთაოდ პოპულარული ესთეტიკა, ვარდისფერი კედლები, პალმის ხეები და ზღვის სანაპირო, ან გათანამედროვებული მიტოვებული შენობები და ფაბრიკები, მეტწილად საუკუნის ყველაზე პოპულარულ და დაფასებულ პოსტმოდერნისტ ესპანელ არქიტექტორს, რიკარდო ბოფილს ეკუთვნის.

1963 წელს რიკარდო ბოფილმა Taller de Arquitectura (არქიტექტურის სახელოსნო) დააარსა, რომელიც ტრადიციული ევროპული არქიტექტურისგან რადიკალურად შეცვლილი მიდგომებით გამოირჩეოდა, 1970-80-წლებში კი პოსტმოდერნიზმის ძიებების ნათელ მაგალითად იქცა. არქიტექტურის სახელოსნოს ბოფილი დაახლოებით 50 წელია სათავეში უდგას, ამ დროის განმავლობაში მან ათასამდე პროექტი განახორციელა მსოფლიოს 50 ქვეყანაში, პროცესი კი დღემდე გრძელდება. ამბობენ, რომ ბოფილი, საკუთარი სახელოსნოს შექმნის პერიოდში პროექტებზე ინჟინერთან, მათემატიკოსთან, მხატვართან, სკულპტორთან და პოეტთან ერთად მუშაობდა, თვლის, რომ პოეზია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დახვეწილი არქიტექტურის შექმნისას.

მრავალი ჯილდოს მქონე არქიტექტორს ბევრი დასამახსოვრებელი პროექტი აქვს შექმნილი, At.ge რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:

La Muralla Roja (წითელი კედელი) ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ქალაქ კალპეში, საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც 50 ბინისგან შედგება. მისი მშენებლობა ბოფილმა 1973 წელს დაასრულა. “წითელი კედელი” ერთგვარ ციხესიმაგრეს წარმოადგენს და მასში ციხესიმაგრისთვის დამახასიათებელი უამრავი კიბე, პლატფორმა და ხიდია, რომელიც ერთი შეხედვით ლაბირინთს ჰგავს.

შენობა მთლიანობაში ჯვრის მსგავს გეომეტრიულ ფიგურას ქმნის. შენობის ფასადი წითელი ფერის სხვადასხვა ტონალობაშია შეღებილი, ხოლო კიბეები და სხვა შიდა კედლები ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი.

 

La Fabrika (ფაბრიკა) 1973 წელს რიკარდო ბოფილმა ბარსელონაში მიტოვებული ცემენტის ქარხანა აღმოაჩინა, რომელიც ოცდაათი ცემენტის შესანახი უზარმაზარი სათავსოსგან, დამხმარე ნაგებობებისგან და ბაღისგან შედგება. ყოფილი სამრეწველო კომპლექსისგან არქიტექტორმა მიტოვებული სივრცის მოდერნიზაციის პრეცედენტი შექმნა და ქარხანაში საკუთარი სახელოსნო Taller de Arquitectura-ს ოფისი, ლაბორატორია, საგამოფენო დარბაზი და საცხოვრებელი სახლი მოაწყო, შენობის სახურავი კი ბაღად აქცია, სადაც ბალახების მწვანე საფარში, პალმის, ზეთისხილის და უზარმაზარი ევკალიპტის ხეები ხარობს. საცხოვრებელი სივრცის ყველა ოთახი ცალკე დაპროექტდა: აქ ორ ერთნაირ ოთახს ვერ ნახავთ. პროექტი დღემდე მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე არაორდინალურ პროექტად ითვლება, თავისი მკვეთრი ფორმებით, აბსტრაქციით, ნივთების უსარგებლობით და აბსურდულობით. რიკარდო ბოფილი ხშირად ამბობს, რომ არ არსებობს დროზე უკეთესად გამოცდილი პროექტი.

Walden 7 საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც სამხრეთით, ბარსელონასთან ახლოს მდებარეობს. სახელწოდება ჰარვარდის პროფესორის, მეცნიერის და მწერლის, ბ.ფ სკინერის სამეცნიერო ჟანრის ნოველიდან, Walden Two-ს შთაგონებითაა. კომპლექსი თვრამეტი დამოუკიდებელი კოშკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ხიდებით არის დაკავშირებული. “წითელი კედლის” მსგავსად, Walden 7-ც უზარმაზარ უტოპიურ, ლაბირინთის მსგავსს ნაგებობას წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ნაგებობა ბოფილის მცდელობაა, გაეერთიანებინა მისი ყველა არქიტექტურული ხედვა ერთ პროექტში და შეექმნა საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ასევე გარე სამყარო იქნებოდა ინტეგრირებული, საცურაო აუზის, მაღაზიების და ბარების მეშვეობით, რომლებიც Walden 7-შია განთავსებული.

Meritxell Sanctuary (მერტიქსელის ნაკრძალი) 1972 წელს, როდესაც ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ღვთისმშობლის სახელობის ძველი ტაძარი ანდორაში, მისი აღდგენა რიკარდო ბოფილს დაევალა. პირვანდელი სახით აღდგენის ნაცვლად კი არქიტექტორმა ძველი ტაძარი მთლიანად განაახლა და მისგან სრულიად განსხვავებული რამ შექმნა, სადაც ძველი რომაული არქიტექტურა ინტეგრირებულია სრულიად თანამედროვე მასალაში და ტექნოლოგიებში.

Apartamentos Castillo Kafka (კაფკას ციხესიმაგრე) 1968 წელს რიკარდო ბოფილმა, პატივისცემის ნიშნად, მაღალი კლდის პირას ფრანც კაფკას სახელობის ციხესიმაგრე Castillo Kafka ააშენა. ნაგებობა ბევრი იასამნისფერი ბეტონის კუბებისგან შედგება.

W Hotel (W სასტუმრო) სასტუმრო, რომელიც რიკარდო ბოფილმა შექმნა, ბარსელონის პორტში მდებარეობს და თანამედროვე არქიტექტურის მთავარი ექსპონატია მთელ ქალაქში. შენობა შუშის კონსტრუქციაა, რომელიც ბუნებრივი განათებით არის სავსე, ყველა ნომერი კი ზღვას გადაჰყურებს.


რეკომენდებული სტატიები
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის
პორტუგალია ტურიზმისთვის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია: იქნება ეს არქიტექტურა, გართობა, კლიმატი თუ კულინარიული მრავალფეროვნება, ის ნებისმიერ გემოვნებასა და ბიუჯეტს აკმაყოფილებს
მიტოვებული შენობების რეკონსტრუქციის წარმატებული მაგალითები

მიტოვებული შენობების რეკონსტრუქციის წარმატებული მაგალითები

მიტოვებული შენობების რეკონსტრუქციის წარმატებული მაგალითები
უფუნქციოდ ან უპატრონოდ დარჩენილი, მიტოვებული და გაპარტახებული შენობები ახალი შინაარსით დატვირთვას ელიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.