fbpx

ქართული კრიპტოვალუტები, რომლებიც უკვე შეგიძლიათ იყიდოთ


გააზიარე სტატია

ორი რამ აღელვებს დღეს სამყაროს – ბალენსიაგას 90-იანური მოდა და კრიპტოვალუტები.

პირველი ტრენდი (თუ ტროლინგი, who knows) ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას დამსახურებაა . AT_ დაინტერესდა, თუ რა ხდება მეორე ტრენდში, ოღონდ ქართული, ეროვნული კუთხით.

AT_  და სატოში ნაკამოტო წარმოგიდგენთ ქართული კრიპტოვალუტების ოთხეულს:

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შექმნამ ახალი სახის ეკონომიკას დაუდო საფუძველი. იქმნება ახალი, აქამდე წამოუდგენელი ფორმის ბიზნეს-მოდელები.

ამჟამად მსოფლიოში 1614 კრიპტოვალუტა არსებობს და ამ ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია (ყველა კოინის ფასი ჯამში) დღეის მონაცემით 466 მილიარდი დოლარია, რაც მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზაციის დაახლოებით 0,4%-ია.

ამ ტრენდს 4 ქართველი მონაწილეც ჰყავს. ვეცდებით მათ შესახებ მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია.

Golden Fleece (GFL)

ეს ქართული ქოინი, რომელიც 2017 წლის ზაფხულში გამოჩნდა, ადგილობრივი უპირატესობების მაქსიმიზაციით უზარმაზარი მაინინგ-ცენტრის საინვესტიციო პროექტია.

საქართველოში დაბალი გადასახადები და იაფი ელექტროენერგია გვაქვს, ეს კი ნებისმიერი მაინინგ-კომპანიისთვის სამოთხეა.

ამ გარემოებების გამოსაყენებლად შეიქმნა GFL. მარტივად რომ ავხსნათ, ამ ქოინის მექანიკა ასეთია – კომპანიამ გამოუშვა საინვესტიციო მონეტები, რომელსაც მოაყოლა პირობა, რომ რაღაც დროის გასვლის შემდეგ ამ მონეტებს უკან შეიძენდა კონკრეტული პროცენტით, გაზრდილ ფასად. ამ პროცესით შემოსული თანხით პროექტის შემქმნელებმა მაინინგ-ცენტრი ააწყვეს და საინვესტიციო GFL მონეტების უკან ამოყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია. ამჟამად კომპანიამ ინვესტორებისგან უკვე შეისყიდა 528 000 მონეტა.

ერთი GFL-ს ფასი დღეის მონაცემით 0.031380 USD-ია.
GFL შეგიძლიათ შეიძინოთ ამ პლატფორმაზე.

 

AISI

აისი ბლოკჩეინზე დაფუძნებული ქართული ციფრული ბანკია, რომელიც აპირებს, რომ საინვესტიციო პროექტებზე კონცენტრირდეს.

“ჩვენ ვქმნით ციფრული ბანკის სისტემას, ვანიჭებთ რა უპირატესობას ინვესტიციების სექტორს, რათა დავეხმაროთ ადამიანებს უსაფრთხო და სტაბილური პასიური შემოსავლის ნაკადების გენერირებაში, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა”.

პროექტის pre-sale დაიწყო 4 თებერვალს და დასრულდა 19 თებერვალს, ხოლო pre-ico დაიწყო 21 მარტს და დასრულდა 22 აპრილს და 30 მაისს დაიწყება ICO.
ერთი AISI-ს ფასი ამჟამად 0.08 USD-ია.

 

Spotcoin


კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეისთვის სახელმწიფოების მიერ წარმოებულ ფულსა და ციფრულ ფულს შორის ლიკვიდურობაა. საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის საკუთარი ფულის კრიპტო-ფულად გადახურდავება დღესაც პრობლემაა.

სპოტკოინმა საქმიანობა 2016 წელს დაიწყო როგორც Over The Counter (OTC) marketplace. კომპანია უზრუნველყოფს ლიკვიდურობას ბაზარზე, და ეხმარება კომპანიებსა და კერძო პირებს მაღალი მოცულობის ტრანსაქციების განხორციელებაში. კომპანიას წარმომადგენლები ჰყავს ჰოლანდიაში, თურქეთსა და სომხეთში.

ამ ეტაპზე კომპანია ემზადება pre-ico-სთვის, შემდეგ კი ICO-სთვის. მისი მიზანია პირველად შექმნას შავი ზღვის რეგიონში crypto to fiat და fiat to crypto სავაჭრო (exchange) პლატფორმა; ასევე, შავი ზღვის ბლოკჩეინ ინსტიტუტი, რომლის ფარგლებშიც 25 აპრილს საქართველოში ჩატარდა პირველი ბლოკჩეინ სამიტი.

 

Artactive


ამ პროექტის უკან ფიცრული ხელოვნების ბლოკჩეინში მონეტიზაციის იდეა დგას.
“ხელოვნების ბაზრის წლიური ბრუნვა 45 მილიარდ USD-ს აღემატება. ციფრული ხელოვნების ბაზარი კი ვერ იარსებებდა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გარეშე.

სწორედ ციფრულ ხელოვნებას და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს აერთიანებს სტარტაპი ArtActive, რომლის შედეგად ციფრულ სამყაროშიც გაჩნდება სრულფასოვანი ხელოვნების ბაზარი”.

ყველა ხელოვანს, რომელიც საკუთარ შემოქმედებას ციფრულ ფორმატში ქმნის, შესაძლებლობა ექნება საკუთარი ნამუშევარი Artactive-ის პლატფომაში დაარეგისტრიროს, რითაც დაცული იქნება როგორც მისი საავტორო უფლებები, ასევე ამ ნამუშევრებს საინვესტიციო ბირჟაზე ფინანსურ აქტივად აქცევს.

ამ პლატფორმაზე ხელოვნების ნიმუშების შეძენა კრიპტოვალუტა ArtCarat-ის მეშვეობით ხდება და ეს მონეტები ამ ხელოვნების ნიმუშს “მიებმება”. ასე რომ, ინვესტირების შემთხვევაში მოგების გაორმაგებული შესაძლებლობა გაქვთ – თქვენ საკუთრებაში მყოფი ნამუშევარი შეიძლება გაძვირდეს, როგორც ხელოვნების ნიმუში და, მეორე მხრივ, თქვენი ინვესტიცია შეიძლება გაიზარდოს ამ პლატფორმის ტოკენების გაძვირების გამო.

პროექტი ამჟამად pre-sale-ის ფაზაშია და ერთი ArtActive 0.3 USD-ია.


რეკომენდებული სტატიები
ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში
2008 წელს “მოიგონეს” ბიტკოინი. 2010-ში ერთი ბიტკოინი 6 ცენტი ღირდა. 2017 წლის იანვარში, ანუ ერთი წლის წინ, ბიტკოინის საყიდლად უკვე 1000 დოლარის გადახდა მოგიწევდათ. დღეს 1 ბიტკოინი = 8000$ (ამ სტატიას 20 ნოემბერს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მისი გამოქვეყნების მომენტისთვის ისევ მწარედ ვინანებ, რომ თუნდაც ამ ფასად არ ვიყიდე…)
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.